ბერლინის "ჰერტა" ბოლო იმედის ბრძოლისთვის ემზადება

"ჰერტას" მთავარმა მწვრთნელმა ოტო რეჰაგელმა გელზენკირხენში განცდილი კრახის (0:4) შემდეგ თქვა, ბოლო ტურში ჩემს გუნდს სეზონის ყველაზე მნიშვნელოვანი მატჩი ელის, რომელიც აუცილებლად უნდა მოვიგოთ და შესაბამისად, ასეთ მატჩამდე ერთი კვირით ადრე ნამდვილად ვერ დავაკონკრეტებ, რომელმა ფეხბურთელებმა გამიცრუეს იმედებიო.

სამაგიეროდ, 73 წლის სპეციალისტმა ეს საქმით დააკონკრეტა და 22 წლის გარემარბი თუნაი თორუნი გუნდიდან მოკვეთა.

თორუნი ის ფეხბურთელია, რომელმაც "ლევერკუზენთან" მატჩში (3:3) დუბლი შეასრულა და "ჰერტას" გმირი იყო. რეჰაგელმა "შალკესთან" მატჩში ეს უკანასკნელი მოედანზე მატჩის მიწურულს შეუშვა და, როგორც ჩანს, თორუნმა იმდენად გაუცრუა იმედები, რომ "მეფე ოტომ" ფლანგის ნახევარმცველი 23-წლამდელთა გუნდში გადაისროლა.

ჩვენი გერმანელი კოლეგების ცნობით, მატჩის შემდეგ "ჰერტას" გასახდელში რეჰაგელმა და თორუნმა იჩხუბეს! როგორც ირკვევა, თორუნმა მწვრთნელი გააკრიტიკა - შენი ვარჯიშები გადარჩენისთვის მებრძოლი კლუბის ვარჯიშებს არ შეეფერებაო.

"თორუნს ერთ კვირას ვაძლევ იმისათვის, რომ კარგად დაფიქრდეს. თუ მიხვდება, რომ დააშავა და ბოდიშს მოიხდის, ერთი კვირის შემდეგ გუნდში დავაბრუნებ.

იმედია, მე-16 ადგილს დავიკავებთ და გადარჩენის შანსს შევინარჩუნებთ. ასეთ შემთხვევაში, პლეი ოფის მატჩებში თორუნი ისევ განაცხადში იქნება", - უთხრა რეჰაგელმა "ბილდს".

5 მაისს "ჰერტა" ბუნდესლიგის ბოლო ტურში "ჰოფენჰაიმს" მასპინძლობს და მხოლოდ მოგება უნდა. ამავდროულად, ბერლინელები "კიოლნისა" და "ბაიერნის" მატჩზეც იქნებიან დამოკიდებულები და იმედოვნებენ, რომ "კიოლნი" რეკორდმაისტერს ვერ მოუგებს.

რეჰაგელი ამბობს, იმედი მაქვს, რომ "ჰოფენჰაიმთან" ურთულეს მატჩს, მინიმუმ, 60 000 ფანი დაესწრებაო. 2 მაისის საღამომდე ამ შეხვედრის მხოლოდ 40 000 ბილეთი იყო გაყიდული.

ამასობაში "ჰერტას" ყოფილი კაპიტანი ანდრე მიატოვიჩი გამოჯანმრთელდა და სრული დატვირთვით ვარჯიში განაახლა, მაგრამ რეჰაგელი პირდაპირ ამბობს, რომ ანდრეს "ჰოფენჰაიმთან" არ ათამაშებს.

აქვე იმასაც გეტყვით, რომ ამ კვირაში რეჰაგელი გუნდს მუდმივად დახურულ კარს მიღმა ავარჯიშებს. ოტო კმაყოფილია იმით, რომ "ჰოფესთან" შეხვედრისთვის ლევან კობიაშვილთან ერთად, პეტერ ნიმაიერიც ბრუნდება. შეგახსენებთ, კობი და ნიმაიერი დისკვალიფიცირებულები იყვნენ.

"ლევანი და პეტერი ჩემი გუნდის მთავარი სტაბილიზატორები არიან," - აცხადებს რეჰაგელი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
[VIDEO] 2 წითელი ბარათი და 3 გაუქმებული გოლი - "ლევერკუზენმა" 9-კაციანი "ბაიერნი" ვერ დაამარცხა
თუ კეინი წავა - "ბაიერნი" ოსიმენის დამატებას შეეცდება
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა