ინგლისურ ფეხბურთში მთავარი სალაპარაკო თემა როი ჰოჯსონის ეროვნული ნაკრების თავკაცად დანიშვნაა
ინგლისურ ფეხბურთში მთავარი სალაპარაკო თემა როი ჰოჯსონის ეროვნული ნაკრების თავკაცად დანიშვნაა. გამოცდილ სპეციალისტს ინგლისის ნაკრები ევრო 2016-ის ჩათვლით ანდეს.

ჰოჯსონის დანიშვნამ ბევრი მითქმა-მოთქმა გამოიწვია. აი, რას ამბობს ნაკრების ყოფილი თავკაცი, შვედი სვენ-გორან ერიქსონი: "როისთან კარგა ხანია, ვმეგობრობ. ის ძალიან მოწესრიგებულია, ფეხბურთი დიდებულად ესმის და მრავალ ქვეყანაში იყო წარმატებული. დარწმუნებული ვარ, ნაკრებს ძალიან გამოადგება.

ბევრი ამბობს, რომ ნაკრებისთვის როი შეუფერებელი სპეციალისტია. ისინი ცდებიან. ჰოჯსონი კარგი, ქარიზმატული ადამიანია", - განუცხადა შვედმა ბი-ბი-სი-ს.

ვერტონგენი იაფად

"ტოტენჰემ ჰოტსპურსი" კიდევ უფრო ახლოსაა "აიაქსის" ბელგიელი მცველის, იან ვერტონგენის ხელში ჩაგდებასთან. შეგახსენებთ, რომ ვერტონგენის შეძენა "დეზების" ლონდონელ მოქიშპე "არსენალსაც" სურს. "დე ტელეგრააფი" ესაუბრა 25 წლის მცველის აგენტ მუსტაფა ნახილს, რომელმაც დაადასტურა, რომ მიმდინარეობს მოლაპარაკება, რომ ვერტონგენი "უაით ჰართ ლეინზე" აღმოჩნდეს 8,5 მილიონი ევროს სანაცვლოდ.

ვერტონგენით კიდევ ერთი ინგლისური კლუბია დაინტერესებული, "ნიუკასლ იუნაიტედი". ფეხბურთელს სულ ორი მოთხოვნა ჰქონია - მისმა ახალმა გუნდმა აუცილებლად უნდა ითამაშოს ჩემპიონთა ლიგაზე, ხოლო მას რეგულარულად ჰქონდეს თამაშის საშუალება.

აზარი სიტისია?

ინგლისური სპორტული მედია ირწმუნება, რომ ახლა ბელგიელი ვარსკვლავის, ედენ აზარისთვის ბრძოლაში "მანჩესტერ სიტი" დაწინაურდა.

შეგახსენებთ, რომ აზარის საბაზრო ფასი, არც მეტი, არც ნაკლები, 37 მილიონი ევროა. "სიტის" ერთ-ერთი მენეჯერის, ადრე ცნობილი ფრანგი ფეხბურთელის, პატრიკ ვიეირას წყალობით, ეს კლუბი უფრო ახლოსაა "ლილის" ლიდერის ხელში ჩაგდებასთან, ვიდრე "მანჩესტერ იუნაიტედი" ან "ტოტენჰემი". "სიტი" აზარს კვირაში 125 ათას ევროს და ძირითადში რეგულარულ ადგილს სთავაზობს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

[VIDEO] პსჟ-მდე "ჩელსი" სახლში "ნიუკასლთან" დამარცხდა
ემერის რეკორდი - "ასტონ ვილას" თავკაცმა საიუბილეო ნიშნული დააფიქსირა
შეინარჩუნებს პოსტს? - ტუდორის ბედი "ლივერპულთან" მატჩზე გადის
პერესის რჩეული - "რეალი" ოლისეს სუპერ ტრანსფერისთვის ემზადება?
სპალეტის იმედი აღარ აქვს - კლუბი დევიდის წასვლას ხელს არ შეუშლის
ახალი კონტრაქტი "ჯენოასგან" - დე როსის მიწვევა სხვა იტალიურ კლუბებსაც სურთ
"ჩელსის" დიდი დანაკლისი პსჟ-ისთან მატჩის წინ - ლონდონელებს გუნდის კაპიტანი გამოაკლდათ
მე-17 ტურის ბოლო მატჩში "რუსთავმა" გურჯაანში "დელტა" დაამარცხა
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-0 ტორპედო. რამდენი რამ იყო "პირველად"...
დიხამინჯიამ 7 ბურთი გაიტანა, გავაშელიშვილმა და ცხოვრებაძემ 5-5, 4 გოლია კალანდაძის ანგარიშზე
საქართველოს ნაკრები რუმინეთთან ამხანაგურ მატჩს გამართავს
"რასიზმი სირცხვილია, მაგრამ მოედნიდან არ უნდა გავდიოდეთ" - ხეფრენ ტურამი
[VIDEO] კიდევ ეს უნდოდა? - იგორ ტუდორის კურიოზული ვიდეო სოციალურ ქსელში ვირუსულად ვრცელდება
ბათუმმა ზედიზედ მეოთხე გამარჯვება ორბთან იზეიმა
[VIDEO] პსჟ-მდე "ჩელსი" სახლში "ნიუკასლთან" დამარცხდა
[VIDEO] აკი პუტინი არ ვარო - ლაპორტა მესამედ გახდა "ბარსელონას" პრეზიდენტი და წაუცეკვა
[VIDEO] რეგრესი - საქართველოს ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში პორტუგალიასთან დამარცხდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 1:2 გაგრა. სულ სხვა "გაგრა"...
[VIDEO] სობოსლაის ულამაზესი ჯარიმა და რიშარლისონის გოლი 90-ე წუთზე - "ტოტენჰემი" "ენფილდზე" არ დამარცხდა
[VIDEO] რაფინიას ბენეფისი "სევილიასთან" - "ბარსელონამ"უხვგოლიან დაპირისპირებაში გაიმარჯვა
[VIDEO] წიტაიშვილის საგოლე გადაცემა - "მეცმა" "ტუტუზასთან" ანგარიში 0:2-დან გაათანაბრა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 0:0 დინამო (თბ). ნულები, რომელიც არ გვიკვირს
სუპერლიგის მე-17 ტური კსუ-ს, "ქუთაისის" და "ივერიონის" მოგებებით დაიწყო