ეროვნულმა საკალათბურთო ასოციაციამ სეზონის ლაურეატთა გამოვლენა დაიწყო
ეროვნულმა საკალათბურთო ასოციაციამ სეზონის ლაურეატთა გამოვლენა დაიწყო.

"სან ანტონიოს სპურსის" დამრიგებელი გრეგ პოპოვიჩი 2011-12 წლების სეზონის საუკეთესო მწვრთნელად დასახელდა. წელს რეგულარული ჩემპიონატის 66 მატჩში "სპურსმა" 50 მოიგო და დასავლეთის საუკეთესო გუნდი გახდა.

სეზონის არც ისე წარმატებული სტარტის შემდეგ (პირველ 21 მატჩში "სპურსმა" ცხრა წააგო) ტექსასელები დარჩენილ 45 მატჩში მხოლოდ შვიდჯერ დამარცხდნენ.

პოპოვიჩისთვის ეს მეორე ჯილდოა კარიერაში. პირველად ასეთი რამ 2003 წელს მოხდა, როცა მან "სან ანტონიო" ჩემპიონობამდე მიიყვანა.

63 წლის სპეციალისტმა გამოკითხვის შედეგად 77 ხმა მიიღო, რაც 50-ით მეტია პრიზის შარშანდელი მფლობელის - ტომ ტიბოდოს ("ჩიკაგო") მონაგარზე. მესამეზე გავიდა "ინდიანას" დამრიგებელი ფრენკ ფოგელი (7 ხმა), მეოთხეზე - "მემფისის" თავკაცი ლიონელ ჰოლინზი (6). თითო ხმა მიიღეს დოკ რივერსმა ("ბოსტონი") და ჯორჯ კარლმა ("დენვერი").

ასევე გამოვლინდა სეზონის საუკეთესო დამცველისთვის განკუთვნილი პრიზის მფლობელი. ეს გახლავთ "ნიუ იორკ ნიქსის" ცენტრი ტაისონ ჩენდლერი, რომელმაც შარშან "დალასთან" ერთად ჩემპიონის ტიტული მოიპოვა.

ამ სეზონში ჩენდლერი, საშუალოდ, მატჩში 11.3 ქულას, 9.9 მოხსნასა და 1.4 დაფარებას აგროვებდა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ანტი-ლგბტ განცხადებების გამო "ჩიკაგომ" კალათბურთელი გუნდიდან გარიცხა
[VIDEO] ლებრონ ჯეიმსის სამმაგი დუბლი - "ლეიკერსმა" "ვაშინგტონ ვიზარდსი" დაამარცხა
[VIDEOS] დონჩიჩი: ბითაძემ ჩემს ოჯახს შეურაცხყოფა მიაყენა - "ლეიკერსი" ეპიზოდის გადახედვას ითხოვს
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა