გერმანელი პილოტი არ გამორიცხავს, რომ ფორმულა 1-ში მთელ კარიერას "მერსედესის" რიგებში გაატარებს
გერმანელი პილოტი ნიკო როსბერგი არ გამორიცხავს, რომ ფორმულა 1-ში მთელ კარიერას "მერსედესის" რიგებში გაატარებს.

"კარიერის ბოლომდე "მერსედესში" გამოსვლა? რატომაც არა?! - ამბობს როსბერგი "ბილდთან" კომენტარში. - ამ გუნდთან ერთად ჩემპიონობის კარგი შანსი მაქვს და მე მადლობელი ვარ იმ პროგრესისთვის, რომელსაც ერთად მივაღწიეთ.

ჩემი მთავარი მიზანი - ტიტულის მოგებაა. "მერსედესის" ბოლიდით მომავალ გამარჯვებებზე ფიქრი ჩემთვის უფრო მომხიბვლელია, ვიდრე "ფერარის" საჭესთან სავარაუდო ტრიუმფი.

რაც შეეხება ჩემს მომავალ თანაგუნდელს, ამ საკითხში ჭირვეული არ ვარ: არ მაქვს განსაკუთრებული მოთხოვნები. ის შეიძლება იყოს ნებისმიერი პილოტი. პრობლემას ვერ ვხედავ, თუ სებასტიან ფეტელი გადმოვა ჩვენთან ან ვინმე სხვა".

მაგრამ როსბერგმა იქვე დაამატა, რომ მზად არის მიხაელ შუმახერთან თანამშრომლობის გასაგრძელებლად: "კარგი იქნება, თუ შუმი გუნდში დარჩება. დღეს მიხაელი ძალიან მაღალ დონეზე გამოდის და სავსებით ვუშვებ იმ აზრს, რომ ის გააგრძელებს "მერსედესთან" კონტრაქტს".

როსბერგის სიტყვების კომენტირებისას "მერსედესის" ერთ-ერთმა ხელმძღვანელმა ნორბერტ ჰაუგმა განაცხადა: "ჯერ ადრეა ამ საკითხის განხილვა. ვფიქრობ, მიხაელი არ აპირებს სხვა გუნდში გადასვლას".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

დასრულდა რეგიონული ეტაპები, წინ საქართველოს ჩემპიონატია!
ქართველი ველოსპორტსმენების წარმატება საერთაშორისო ასპარეზზე- 2 ოქროს, 1 ვერცხლის და 2 ბრინჯაოს მედალი
[VIDEO] „საქართველოს ეროვნული ლატარია“ აგრძელებს სპორტის მხარდაჭერას და აქტიურად მონაწილეობს სოციალური ინიციატივების ხელშეწყობაში
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელ მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა