საქართველოს ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტში 1 მაისს ლიცენზიანტთა დაფაზე ხელმოწერის მორიგი ცერემონიალი გაიმართა
საქართველოს ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტში 1 მაისს ლიცენზიანტთა დაფაზე ხელმოწერის მორიგი ცერემონიალი გაიმართა, სადაც რიგით 23-ე და 24-ე ავტოგრაფი თავისუფალ ჭიდაობაში მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონმა, ევროპისა და ოლიმპიურმა პრიზიორმა ოთარ თუშიშვილმა (66) და ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში ევროპის ბრინჯაოსმედალოსანმა სოსო ჯაბიძემ (96) დატოვეს.

საგზურები მათ გასულ უქმეებზე ჩინურ ტაიუანში გამართულ სალიცენზიო ტურნირში მოიპოვეს, სადაც თუშიშვილი მეორეზე გავიდა, ჯაბიძე - მესამეზე, ოღონდ მერე უშუალოდ ოლიმპიური საგზურისთვის გამართული დამატებითი შეხვედრაც მოუგო მეორე ბრინჯაოს მფლობელს, უნგრელ ევროპის ჩემპიონ ბალასც კისის.

ამით "თავისუფლებმა" ნაკრები სრულად შეავსეს, რაც დამოუკიდებლად არსებობის მანძილზე პირველად მოხდა. ბერძენ-რომაელთათვის კი ეს მესამე ლიცენზიაა და მარაგის რამდენადმე შესავსებად კვლავაც დიდი გარჯა მართებთ. თუმცა საამისო შანსიც ნაკლებია, რადგან მხოლოდ ერთი შეჯიბრება დარჩათ, რომელიც მომავალ უქმეებზე ჰელსინკში ჩატარდება.

ხელმოწერის ცერემონიალის პარალელურად პრესკონფერენციაც გაიმართა, რომელსაც სეოკ-ის პრეზიდენტი გია ნაცვლიშვილი და საქართველოს ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტი კახა გეწაძე უძღვებოდნენ. სპორტსმენებს ორივემ მიულოცა წარმატება.

გია ნაცვლიშვილი: "უპირველესად, თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრებს ვულოცავ, რომლებმაც ბოლომდე შეავსეს გუნდი. თუმცა რაოდენობაზე უფრო საყურადღებო ჭიდაობის ხარისხია - შვიდივე მათგანს შეუძლია ოლიმპიური მედლისთვის ბრძოლა.

ბერძენ-რომაელებს კიდევ ერთი სალიცენზიო შეჯიბრება დარჩათ და დარწმუნებული ვარ, კიდევ დაიმატებენ საგზურებს. მინდა მივულოცო თუშიშვილსა და ჯაბიძეს ჩინეთში მოპოვებული წარმატება. ორივემ ნამდვილ ბრძოლაში დაიმსახურა ლიცენზია".

კახა გეწაძე: "მეც მინდა, ორივე სპორტსმენს მივულოცო ეს ლიცენზია, რაც მართლაც დაძაბულ ორთაბრძოლაში დაიმსახურეს. ისიც უნდა ითქვას, რომ ამ ოლიმპიურ ციკლში საგზურების მოპოვება ბევრად უფრო რთული იყო, მაგრამ "თავისუფალთა" ნაკრებმა შვიდივე საგზური აიღო.

საინტერესოა, რომ მათ გუნდი სრულად ისტორიაში პირველად შეავსეს. ბერძენ-რომაელებთან იყო გარკვეული პრობლემები, რაც სალიცენზიო მარაგსაც დაეტყო, თუმცა მჯერა, რომ ქართველი მოჭიდავეები ლონდონში წარმატებით გამოვლენ".

გამომსვლელებმა სინანული გამოთქვეს, რომ ბერძენ-რომაელთაგან გეგეშიძეს და ფერსელიძეს სულ ცოტა დააკლდათ ლიცენზიამდე - წაგებულ შეხვედრებში ორივემ მოიგო პირველი პერიოდი, დაწინაურდა მეორეშიც, მაგრამ უპირატესობა ვერ შეინარჩუნა და საბოლოოდ დამარცხდა.

ნაცვლიშვილმა ეს არასაკმარისი ფიზიკური მომზადებით ახსნა. მერე კი ლიცენზიების ზოგად თემასაც შეეხო და აღნიშნა, რომ 24-ზე გაჩერებას არ აპირებენ. მან კვლავ გამოთქვა იმედი, 30 საგზურამდე ავალთო.

ბერძენ-რომაელები ბოლო შანსის დასაუფლებლად ჰელსინკში ამ საღამოს გაფრინდებიან. ბეგი დარჩიას იქ, ძირითადად, ჩინეთში ნაჭიდავები შემადგენლობა მიჰყავს: ევროპის ჩემპიონი რევაზ ლაშხი (60), ვლადიმერ გეგეშიძე (84) და გურამ ფერსელიძე (120).

მწვრთნელმა ერთადერთი ცვლილება 55-ში გააკეთა, სადაც ლაშა გოგიტაძეს ახალგაზრდებში მსოფლიოს პრიზიორი ქემალ ხარაბაძე შეცვლის. შაბათს ჩვენებურთაგან ხარაბაძე, ლაშხი და გეგეშიძე იჭიდავებენ, ფერსელიძე კი კვირას იასპარეზებს.

შეგახსენებთ, რომ ფინეთში წონაში მხოლოდ ორ-ორი საგზური გაიცემა, ანუ მის მოსაპოვებლად ფინალში გასვლაა აუცილებელი.

დასასრულს "თავისუფალთა" ნაკრებზეც გეტყვით, რომელიც 12-13 მაისს ბაქოში მსოფლიოს თასზე იჭიდავებს. მწვრთნელები ამ ტურნირს ოლიმპიადისთვის მოსამზადებლად იყენებენ და ამიტომ იქ ლიცენზიანტებიც გამოვლენ, ვლადიმერ ხინჩეგაშვილის (55), ოთარ თუშიშვილისა და გიორგი გოგშელიძის (96) გარდა.

თუშიშვილის ამბავი გასაგებია - ახლახან გამოვიდა შეჯიბრებაზე, იმ ორმა კი ორი კვირის წინ სოფიაში იასპარეზა ევროპის ზონის სალიცენზიო ტურნირში და ამ ეტაპზე სტარტი არ სჭირდება. ბაქოში მწვრთნელებს გიორგი ედიშერაშვილი (55), მალხაზ ზარქუა (60), ზურაბ იაკობაშვილი (66), დავით ხუციშვილი (74), დავით მარსაგიშვილი (84), ელიზბარ ოდიკაძე (96) და დავით მოძმანაშვილი (120) მიჰყავთ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

დასრულდა რეგიონული ეტაპები, წინ საქართველოს ჩემპიონატია!
ქართველი ველოსპორტსმენების წარმატება საერთაშორისო ასპარეზზე- 2 ოქროს, 1 ვერცხლის და 2 ბრინჯაოს მედალი
[VIDEO] „საქართველოს ეროვნული ლატარია“ აგრძელებს სპორტის მხარდაჭერას და აქტიურად მონაწილეობს სოციალური ინიციატივების ხელშეწყობაში
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა