ბულგარეთის დედაქალაქ სოფიაში 2 მაისს სტარტი აიღო დევისის თასის გათამაშებამ ევროაფრიკული ზონის მე-3 ჯგუფში
ბულგარეთის დედაქალაქ სოფიაში 2 მაისს სტარტი აიღო დევისის თასის გათამაშებამ ევროაფრიკული ზონის მე-3 ჯგუფში.

მე-2 ეშელონის 2 საგზურისთვის 13 გუნდი დაუპირისპირდება ერთმანეთს. წილისყრით ისინი 4 ჯგუფში ასე გადანაწილდნენ:

A ჯგუფი: ლიტვა, ანდორა, სან მარინო.

B ჯგუფი: ბულგარეთი, საქართველო, ალბანეთი.

C ჯგუფი: ჩერნოგორია, სომხეთი, მაკედონია,

D ჯგუფი: საბერძნეთი, ნორვეგია, მალტა, ისლანდია.

თითოეულ ჯგუფს თავისი ფავორიტი ჰყავს. შარშან მოპოვებული ქულებით წინასწარ განთესეს ლიტვა, ბულგარეთი, ჩერნოგორია და საბერძნეთი.

საქართველოს ნაკრები ტურნირზე კაპიტან ვიქტორ ბაკშის ხელმძღვანელობით ასეთი შემადგენლობით ითამაშებს: გიორგი ცივაძე (რეიტინგი - 1257), ალექსანდრე მეტრეველი (1491), მიხეილ ხმიადაშვილი.

3 მაისს, პირველ მატჩში, ჩვენები დაუპირისპირდებიან ალბანელებს, რომლებიც 2 მაისს მასპინძლებთან 0:3 დამარცხდნენ (არადა, ბულგარეთში გამგზავრების წინ ჩვენთან საუბრისას ვიქტორ ბაკშიმ ინატრა, ოღონდ ჯგუფში ბულგარელებთან ერთად ნუ მოვხვდებითო და... ): დიმიტრ კუზმანოვი (717) - რეი რელუში 6:1, 6:0, გრიგორ დიმიტროვი (94) - ფლავიო დესი 6:1, 6:1. ტოდორ ენევი, პეტარ ტრენდაფილოვი - ფლავიო დესი, რეი რელუში 6:0, 6:2.

გუშინდელი დანარჩენი შეხვედრები ასე დამთავრდა:

A ჯგუფი. ანდორა - სან მარინო 2:1, C ჯგუფი: მაკედონია - სომხეთი 3:0, D ჯგუფი. საბერძნეთი - მალტა 3:0, ნორვეგია - ისლანდია 3:0.

3 მაისს ითამაშებენ: საქართველო-ალბანეთი, ლიტვა-სან მარინო, ჩერნოგორია-სომხეთი, საბერძნეთი-ისლანდია, ნორვეგია-მალტა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ბასილაშვილი მონაკოშია და ძალიან პრესტიჟული მასტერსის ძირითად ბადეში გადასვლელად იბრძოლებს
ბასილაშვილის მორიგი შესანიშნავი მატჩი - ნიკა მაიამის მასტერსის ძირითად ბადეშია
მეტოქეს მხოლოდ 4 გეიმი დაუთმო - ბასილაშვილი ნელ-ნელა ფორმას უბრუნდება და მაიამის მასტერსის ძირითადი ბადისთვის იბრძვის
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა