კიევის "არსენალის" ქართველმა ნახევარმცველმა ევროპალიგის საგზური გაინაღდა
საქართველოს ნაკრებისა და კიევის "არსენალის" ნახევარმცველმა სანდრო კობახიძემ თავი უკრაინის ჩემპიონატის 29-ე ტურშიც გამოიჩინა - გოლი ამჯერად "ვოლინს" გაუტანა (იხილეთ ვიდეო).

სანდრომ ანგარიში 2:0 გახადა, შეხვედრა კი საბოლოოდ მასპინძლებმა 3:0 მოიგეს.

ამ გამარჯვებით "მეთოფეებმა" ზეხუთეულში ადგილი და შესაბამისად, ევროპალიგის საგზური გაინაღდა.

მატჩის შემდეგ კობახიძემ მცირე კომენტარი გააკეთა.

- ალექსანდრე, როგორი ემოციები დაგიტოვა მატჩმა?

- ძალიან კარგი და, პირველ რიგში, იმის გამო, რომ ბოლოს და ბოლოს ჩვენი ამოცანა შევასრულეთ - ევროთასებზე გავედით.

მთლიანობაში კი თამაში რთული გამოვიდა. "ვოლინი" საკმაოდ უხერხული გუნდია, რომელმაც ამას წინათ თასზე მოგვიგო; მაგრამ დღეს ჩვენ ვაჯობეთ და დავამტკიცეთ, რომ უფრო ძლიერები ვართ.

- გჯერათ, რომ უკვე ევროთასებზე ხართ?

- რა თქმა უნდა, გვჯერა, რომ ევროთასებზე მოვხვდით და ამაში ეჭვი არც თამაშამდე გვეპარებოდა. თავდაჯერება რომ არ გვქონოდა, არც არაფერი გამოგვივიდოდა.

ძალიან გახარებულები ვართ და ღმერთმა ქნას, ევროთასებზეც წარმატებით გამოვიდეთ.

- გასახდელში რა ხდებოდა თამაშის შემდეგ?

- იქაურობა ემოციებით იყო დამუხტული, რისი აღწერაც სიტყვებით შეუძლებელია. ყველანი ბედნიერები და კმაყოფილები ვართ.

- მწვრთნელმა რა გითხრათ მატჩის შემდეგ?

- ისიც ჩვენსავით ემოციურია. არცკი ვიცით, ერთმანეთს რა უნდა ვუთხრათ. მერწმუნეთ, ამ გრძნობის სიტყვებით გადმოცემა შეუძლებელია.

- ახლა რა მიზნები გაქვთ?

- წინ კიდევ ერთი შეხვედრაა და ახლა მასზე უნდა ვიფიქროთ. ჩავატარებთ ბოლო ტურსაც და შემდეგ უკვე დავიწყებთ მომავალ სეზონზე ფიქრს.

მომზადებულია faeri.ru-ს მიხედვით

dato
ძალიან მოუმატა ამ ბიჭმა და ძალიან მიხარია. ავტორ ჭანტურიას გოლი გვანახე
L'Équipe: 5 ფაქტი, რომელიც ევროპირველობების რეკორდსმენ მამარდაშვილზე უნდა ვიცოდეთ
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა