ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები

ვაჟა ჟვანია: ჩვენი საფეხბურთო ინტელექტუალური რესურსი ნულია

ვაჟა ჟვანია: ჩვენი საფეხბურთო ინტელექტუალური რესურსი ნულია

განათლება, შეგნება და კულტურა - ამის დეფიციტი რომ არის, მაგიტომაც არ გვაქვს შედეგი
მიუხედავად გამონათებებისა, ქართულ ფეხბურთში ისევ ბევრი პრობლემაა. ფული და მენეჯმენტი - ზოგადად, ეს არის ხოლმე ნაკლოვანებების გამოსწორების გზა, თუმცა კიდევ სხვა ფაქტორიც უღრღნის ფესვებს ქართულ ფეხბურთს...

70-იანი წლების ბოლო და 80-იანი წლების დასწყისი მახსენდება ხოლმე, რადგან მაშინ ნიჭიერი ახალგაზრდა ფეხბურთელების მოზღვავება იყო. ხალხი "დინამოს" დუბლების თამაშებზეც დადიოდა, მოედანზე გემრიელ ფეხბურთს უყურებდნენ, ნიჭიერება ჩანდა...

კარგი ფეხბურთელები ახლაც მოდიან, თუმცა ისეთი თვალისმომჭრელი ახალგაზრდული გუნდი, როგორიც მაშინდელი "დინამოს" დუბლი იყო, არა და არ ჩანს...

მაშინ სხვა დრო იყო, ოღონდაც რა განაპირობებდა თვალისმომჭრელი მოთამაშეების გამოჩენას, ამაზე კამათი ვფიქრობ, ახლაც აქტუალურია. ფეხბურთში ბევრი რამე იცვლება, მაგრამ არის რაღაცეებიც, რისი შეცვლაც შეუძლებელია...

შეიცვალა "დინამოც", მაგრამ არა მგონია, რომ შეიცვალა ის გენი, რაც ქართულ ფეხბურთში დევს. გენეტიკა დარჩა, რადგან ბუნების კანონებს ვერაფერი შეცვლის, მათ შორის ვერც ფეხბურთი.

იმ "დინამოს" დუბლის გახსენება მხოლოდ სენტიმენტებს არ უკავშირდება. ის გუნდი რაღაცის შედეგი უფრო იყო, ვიდრე რაღაც-რაღაცეების დამთხვევა.

"დინამოს" მაშინდელ დუბლში ერთ-ერთი გამორჩეული ფეხბურთელი გახლდათ ვაჟა ჟვანია, ვინც ახლა საქართველოს ვეტერან ფეხბურთელთა დაცვის ფონდის და ვეტერან ფეხბურთელთა კავშირის თავჯდომარეა.

ჟვანია საკუთარი კანდიდატურის წამოყენებას აპირებს კიდევ ერთ მნიშვნელოვან, საპასუხისმგებლო თანამდებობაზე. მასთან ინტერვიუში ამაზეც არის საუბარი, თუმცა მთავარი საკითხი ალბათ სხვა არის...

- ალბათ არავისთვის იქნება ინტერესმოკლებული, თუ როგორ მიმდინარეობდა მაშინ სამწვრთნელო და სასელექციო პროცესი "დინამოს" დუბლებში, თუ რაზე კეთდებოდა აქცენტები...

- "დინამოს" დუბლების მწვრთნელი სერგო კუტივაძე იყო, მთლიანად პროცესის ხელმძღვანელი კი ნოდარ ახალკაცი გახლდათ. საქმეში იყო ჩართული გივი ნოდიაც.

მაშინ ძალიან კარგი გუნდები თამაშობდნენ საქართველოს პირველობაზე, საჩხერის "ჩიხურა", გორის "დილა", გალის "მზიური"... აღარაფერს ვამბობ იმ ქართულ გუნდებზე, საბჭოთა კავშირის პირველ და მეორე ლიგაში რომ გამოდიოდნენ.

ხდებოდა რეკომენდაციის გაწევა კონკრეტულ ფეხბურთელებზე, მერე კი მათი დაკვირვება "დინამოს" სამწვრთნელო გუნდიდან. გარდა ამისა, "დინამო" ატარებდა ეგრეთ წოდებულ "ხალტურნი" მატჩებს საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში და ვინც "დინამოსთან" თავს გამოიჩენდა, გასინჯვაზე მოჰყავდათ. ყოველივე ეს სელექციის სწორი ფორმა იყო. ამიტომაც, "დინამოს" დუბლი ფაქტობრივად საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებს წარმოადგენდა.

- რატომ იყო მაშინ ახალგაზრდა ნიჭიერი ფეხბურთელების მოზღვავება და რატომ აღარ არის ახლა? ასეთ კითხვას ბევრი სვამს...

- ოქტომბერში თბილისის ფეხბურთის ფედერაციის პრზიდენტის არჩევნებში ვაპირებ მონაწილეობის მიღებას. ამით მე სულაც არ ვუპირისპირდები გრიგოლ ცაავას, თბილისის ფედარაციის ამჟამინდელ პრეზიდენტს. მას აქვს საშუალება, საკუთარი ცოდნა მოახმაროს აფხაზეთის ფეხბურთის რეგიონალურ ფედერაციას.

თუ მე გავხდები თბილისის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი, ხოლო ცაავა აფხაზეთის ფეხბურთს უხელმძღვანელებს, საინტერესო იქნება, ვინ რა საქმის გაკეთებას შეძლებს.

თქვენს კითხვაზე ყოველივე ამას იმიტომ ვამბობ, რომ ძალიან მნიშვნელოვანია, საქმეს სწორად მივუდგეთ და იქ გამოვასწოროთ ვითარება, სადაც ეს ყველაზე უფროა აუცილებელი. ადრე იყო კარგი მოედნები და გამართული ინფრასტრუქტურა? არა, მაგრამ ნიჭიერი ფეხბურთელები მოდიოდნენ, ახლა კი ნაკლებად მოდიან. ამ ყველაფრის მიზეზი ის არის, რომ ჩვენი საფეხბურთო ინტელექტუალური რესურსი ნულის ტოლია.

- კონკრეტულად რას გულისხმობთ?

- მიხეილ მესხის სკოლაში, "ავაზაში" გავიზარდე. თვითონ მესხი და არც "ავაზის" მწვრთნელები ბავშვებს თამაშის დროს შენიშვნას არ გვაძლევდენ, თამაშამდე და თამაშის მერე ხდებოდა საუბარი. ასეთი იყო მუშაობის სტილი.

დღეს კი რას ვხედავთ - მწვრთნელების აბსოლუტური უმრავლესობა თამაშის დროს ბავშვებს აძლევს მითითებებს, ლანძღავს, შეურაცხყოფას აყენებს მოზარდებს, ამის შედეგად კი ბავშვები ითრგუნებიან და თავიანთი საუკეთესო თვისებების გამოვლენაში ხელი ეშლებათ.

კონკრეტულ მაგალითსაც მოგიყვანთ: შარშან უმცროსი მიხეილ მესხის 50 წლისთავთან დაკავშირებით ოთხთა ტურნირი ჩავატარეთ 12 წლის მოზარდებს შორის, მოვიწვიეთ ვეტერანი ფეხბურთელებიც. რაც მე ამ ტურნირზე ვნახე მწვრთნელების მხრიდან, ბევრი რამ აბსოლუტურად მიუღებელია ჩემთვის.

"ოლიმპიკი"-"მერანის" მატჩის პირველ ტაიმში "ოლიმპიკი" 3:1-ს იგებდა, შესვენებაზე "ოლიმპიკის" მწვრთნელ ლევან მელიქიას ვუთხარი, ასე ცუდად ნუ ეპყრობი ბავშვებს, ითრგუნებიან-მეთქი. მეორე ტიმში "ოლიმპიკის" მოზარდებს უკვე ბურთის მიღების ეშინოდათ, მწვრთნელისგან რისხვა და ლანძღვა არ მივიღოთო.

ყველაფერი იმით დამთავრდა, რომ "მერანმა" 4:3 მოიგო. მწვრთნელების მხრიდან სპეკულაციას აქვს ადგილი, მშობლებს აჩვენებენ, ნახეთ, რამდენს ვმუშაობთო. მშობლებიც ეგუებიან ამ ყველაფერს, ჩემი შვილი გუნდიდან არ გაუშვანო.

აი, ეს არის მწარე სიმართლე და აჯობებს, თუ ყველა მწვრთნელი თავის გულში ჩაიხედავს. ალექსანდრე ჩივაძე და ვლადიმერ გუცაევი ვლადიმერ ელოშვილის გაზრდილები არიან, ელოშვილი საკმაოდ მკაცრი მწვრთნელი იყო, მაგრამ თამაშის დროს არაფერს არ ეტყოდა ფეხბურთელებს, მას სიმკაცრეც შეეძლო და მეგობრობაც, დიდი პედაგოგი იყო...

- როგორ უნდა შეიცვალოს ასეთი დამოკიდებულება? რაში ხედავთ გამოსავალს?

- თანამედროვე ფეხბურთში ახალგაზრდა ფეხბურთელების დაწინაურების მხრივ დომინანტის როლი ბრაზილიას, არგენტინას, ლათინოამერიკულ ქვეყნებს აკისრიათ. ამ ქვეყნებში მწვრთნელს უფლება არ აქვს 18 წლამდე ფეხბურთელს თამაშის დროს რამე უკარნახოს, მწვრთნელს თამაშის დროს მხოლოდ იმის უფლება აქვს, რომ წაახალისოს ამ ასაკის ფეხბურთელი. თუ მწვრთნელი ამ წესს არ დაიცავს, მსაჯს მისი გაფრთხილების და გაძევების უფლება აქვს, ეროვნული ასოციაცია კი ფულად ჯარიმას აკისრებს.

ლათინოამერიკულ ქვეყნებში ეროვნული ასოციაციები ვალდებულები არიან, რომ რეგიონულ ფედერაციებს ამ წესის დაცვა მოსთხოვონ. ამიტომაც მიმაჩნია, რომ იგივე პრაქტიკა საქართველოშიც უნდა დაინერგოს. მე ხომ ველოსიპედის გამოგონებას არ ვცდილობ. საქართველოც ფეხბურთელთა ექსპორტიორი ქვეყანაა და ამ წესის შემოღება აუცილებლად მიმაჩნია.

ჩვენთან იცით რა ხდება? რეგიონულ ფედერაციებს მსაჯები არ ყოფნით და ტურნირებს ისე ატარებენ, რომ ხანდახან ფეხბურთელების ახლობლებს, ან მწვრთნელებს უწევთ მსაჯობა. არადა, მოზარდისთვის უაღრესად აუცილებელია, რომ კარგ მსაჯთან ურთიერთობას მიეჩვიოს.

ახლა ალბათ ყველა მიმიხვდება, თუ რა ვიგულისხმე იმაში, რომ ქართულ ფეხბურთში ინტელექტუალური რესურსი ნულია.

- თუ თბილისის ფეხბურთის ფედერაცის პრეზიდენტი გახდებით, კიდევ რა ნოვაციების შემოღებას აპირებთ?

- იმ ფეხბურთელებით, რომლებიც ასაკობრივ ნაკრებებში ვერ მოხვდებიან, თბილისის ნაკრები უნდა შეიქმნას. ეს დიდი სტიმული იქნება ნაკრებებს მიღმა დარჩენილი ახალგაზრდებისთვის. დარწმუნებული ვარ, ასეთებშიც გამოჩნდებიან საინტერესო მოთამაშეები.

თბილისის ფედერაციას ახლაც აქვს შემოსავალი, რადგან საფეხბურთო სკოლების უმრავლესობა დედაქალქშია თავმოყრილი. სწორი მენეჯმენტის შემთხვევაში მეტი ფული გაუჩნდებათ სხვა რეგიონულ ფედერაციებსაც.

- "დინამოს" ძველ დუბლებს დავუბრუნდეთ - ვინ იყო თქვენში ყველაზე ნიჭიერი?

- მამინაშვილი, ცაავა, ჩქარეული, დურდიაძე, ჟორდანია, გურული, არზიანი... ნიჭიერი ცოტა არ იყო, ყველაზე გამორჩეული კი უმცროსი მიშა მესხი გახლდათ. დიდი მწვრთნელი იყო კონსტანტინე ბესკოვი და ამიტომაც, როცა მან მესხი მოსკოვის "სპარტაკში" წაიყვანა, ის უკვე ნამდვილ პროფესიონალად ყალიბდებოდა.

სამწუხაროდ, მესხმა საკუთარ თავს უგანა, სპორტული ცხოვრებით არ ცხოვრობდა და სავალალოდ დატოვა წუთისოფელი...

- "დინამოში" კი ნიჭიერ თაობათა შორის წყვეტა მოხდა...

- ეს უცოდინრობის ბრალი იყო. 1982 წელს "დინამოდან" ცხრა ფეხბურთელი გაუშვეს, ახალი თაობა რომ მოდიოდა, ისიც გაქრა. მწვრთნელმა და მისმა მიმდევრებმა შეცდომა დაუშვეს. ამის მერე თაობა ვერ გამოჩნდა, სანამ ქინქლაძის, არველაძეების, ჯამარაულის და ნემსაძის თაობა არ გამოჩნდა.

განათლება, შეგნება და კულტურა - ამის დეფიციტი რომ არის, მაგიტომაც არ არის შედეგი, მაგიტომაც გვესმის ბავშვების ლანძღვა-გინება მწვრთნელებისგან...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

• zviadi

"მოძრაობა გააკეთე იობანივროტ!" ფუ როგორ მეზიზღება მწვრთნელები ბავშვებს რომ ატერორებენ თამაშის დროს.. შონზო რომ აღადავებს ქართველ მწვრთნელებს ნანახი გაქვთ? აი - https://www.youtube.com/watch?v=Kjr0NhDErwU

• ტარო

მართალი ხარ 'ტეხნიარ"

• Walkabout

სტატიის სათაურში გამოტანილი სიტყვები არის ქართული ფეხბურთის მთავარი პრობლემა, ინტელექტუალური რესურსის არარსებობა და უცოდინრობის ზეობაა ჩვენი დღევანდელ სიტუაციაში ყოფნის მთავარი მიზეზი... სამწუხაროდ ინტერვიუში სულ სხვანაირად არის ახსნილი ეს უინტელექტობა და არავითარი კავშირი არ აქვს ჩვენი ფეხბურთის დღევანდელ დონესთან...

• vova

აბსოლუტურად მარტალია და ლოგიკური ახსნა გააკეტა კარტველებზე და პეხბურტზე

"ამ ფეხბურთელმა ნამდვილად გამაოცა" - ოდეგორმა თანაგუნდელი გამოარჩია

ძალიან ყინჩად კი იყვნენ - "იბერია 1999"-ის მძლეველი "მალმიო" "კოპენჰაგენმა" გააბითურა

"ბარსელონას" 8 წლიან კონტრაქტზე უარი ვუთხარი და ყველაფერი დავკარგე" - მესის ბავშვობის თანაგუნდელის ინტერვიუ

"ლიონი" - "მეცი". სამივე ქართველი სასტარტოშია

20 წლის ქართველი ფეხბურთელი "მილანთან" მატჩის განაცხადშია

"რეალმა" ტონი კროოსის შემცვლელს "კრისტალ პალასში" მიაგნო - "არწივები" 80 მილიონს ითხოვენ

"სამზარეულოში გიშვებდა და საჭმელს გაკეთებინებდა" - "იუნაიტედის" ყოფილმა მეკარემ სერ ალექს ფერგიუსონზე საინტერესო ისტორია გაიხსენა

"ყველაფერს გავაკეთებ, რომ კურტუას დონეზე ავიდე" - ლუნინმა "რეალიდან" წასვლა გამორიცხა

[VIDEO] ბუნდესლიგა უხვგოლიანი მატჩით გაიხსნა - "ბაიერნმა" "ლაიფციგი" გაანადგურა

ხვიჩას გარეშე. პსჟ სეზონს მძიმედ იწყებს - "ანჟესაც" მინიმალური ანგარიშით მოუგო

ლოჩოშვილის "ნიურნბერგი" ისევ დამარცხდა

"კვარას" ბარკოლა შეცვლის - "ანჟესთან" მატჩში პსჟ-ს სასტარტო შემადგენლობა ცნობილია

დე ლაურენტისი: "კვარა" და ოსიმენი პსჟ-სთვის 200 მილიონზე მეტად უნდა მიმეყიდა, მაგრამ...

პსჟ-ს მეკარე შეიძლება ესპანურ გუნდში გადავიდეს

"შავი ლომი" | 30 მორაგბით იტალიაში

ჩაკვეტაძის "ვალენსიაში" გადასვლა დღითიდღე არარეალური ხდება - როგორ აფასებენ ტრანსფერის შანსებს?

29 წლის ასაკში ქართველი ფეხბურთელი ტრაგიკულად დაიღუპა

"ამ ფეხბურთელმა ნამდვილად გამაოცა" - ოდეგორმა თანაგუნდელი გამოარჩია

ოფიციალურად: მატიჩი კარიერას სერია A-ში გააგრძელებს

"დარწმუნებული ვარ, ფორმაში შესასვლელად დიდი დრო დასჭირდება" - უოლკოტმა დიოკერეშზე ისაუბრა

"რასაც "კრასნოდარი" სპერციანს უკეთებს, ამას ეგოიზმი ჰქვია" - სომეხმა ჟურნალისტმა რუსული კლუბი გააკრიტიკა

"ჩეფერინი რუსულ ფეხბურთზე გიჟდება და მის ევროპულ არენაზე დასაბრუნებლად იმაზე მეტს აკეთებს, ვიდრე შეუძლია" - ვალერი კოლოტილო

მატჩის დღე! ხვიჩა კვარაცხელია განაცხადში არაა