ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო ჩემპიონატი
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA

ქართველი ტორინ გრინი ბარსას ძლევით იწყებს

ქართველი ტორინ გრინი ბარსას ძლევით იწყებს

2004-05 წლებში აქტიურად ვადევნებდით თვალს შემონდ უილიამსის ევროპულ თამაშებს. მას მერე 4 წელი ტაირონ ელისს ვქომაგობდით. იგი წლეულს საქართველოს ნაკრებში ტორინ გრინმა ჩაანაცვლა და ჩვენი ყურადღებაც მასზე გადავიდა...

2004-05 წლებში აქტიურად ვადევნებდით თვალს შემონდ უილიამსის ევროპულ თამაშებს. მას მერე 4 წელი ტაირონ ელისს ვქომაგობდით. იგი წლეულს საქართველოს ნაკრებში ტორინ გრინმა ჩაანაცვლა და ჩვენი ყურადღებაც მასზე გადავიდა. მომავალ სეზონში გრინის თამაშებს ისევე გავაშუქებთ, როგორც საქართველოს ნაკრების დანარჩენი წევრებისას.

ახალ კლუბს გრინიც დაგვიანებით შეუერთდა. მისმა "გრან კანარიამ" სეზონი ომახიანად გახსნა - ქვეყნის ჩემპიონი "ბარსელონა" დაამარცხა (81:76). სადებიუტო მატჩში ტორინ გრინმა შეტევაში საკმარისად იაქტიურა და 11 ქულა მოაგროვა. კუნძულელთაგან გრინზე მეტი მხოლოდ კეროლმა ჩააგდო - 19 ქულა.

ჩემპიონის ძლევით დაწყებული საქმე ტორინის ახალმა გუნდმა კანარის კუნძულების ჩემპიონობით განაგრძო. ტურნირში ოთხი გუნდი მონაწილეობდა, რომელთაგან მხოლოდ "გრან კანარია" წარმოადგენდა ესპანეთის უმაღლეს ლიგას. ნახევარფინალში გრინის თანაგუნდელებმა "კანარიას" 6 ქულის სხვაობით სძლიეს - 64:58. საქართველოს ნაკრების უკანახაზელმა 6 ქულა ჩააგდო.

ფინალში "გრან კანარიას" უფრო სუსტი მეტოქე ერგო ("ლა პალმა") და იოლადაც გაუსწორდა - 89:54. გრინის ერთი სამქულიანის შემდეგ ტაბლოზე მრგვალი ანგარიში დაფიქსირდა - 50:30. ტორინმა "ლა პალმასთან" 9 ქულა მოინაგრა.

ესპანეთი განვითარებული საკალათბურთო ქვეყანაა, შესაბამისად, თითოეულ ტრანსფერს სათანადო ყურადღება ექცევა. ისევე, როგორც ნიკა ცქიტიშვილის შემთხვევაში, კანარის კუნძულებზე ახალჩასულ ტორინ გრინსაც შესაფერისი წარდგენა მოუწყეს.

სეზონის დასაწყისში "გრან კანარიადან" მარკუს ნორისი წავიდა. "ქართველი" სწორედ მის შემცვლელად ჩაიყვანეს.

- მარკუსი კარგი მოთამაშეა, აქ რამდენიმე სეზონი დამაჯერებლად ჩაატარა. ვეცდები, მისი მემკვიდრეობა ღირსეულად გავწიო და კლუბს წარმატებულ თამაშში დავეხმარო.

გრინს მის სადებიუტო მატჩზეც ჰკითხეს.

- "ბარსელონასთან" შეხვედრაში დაცვაზე გავამახვილეთ ყურადღება. ამის წყალობით გავიმარჯვეთ კიდეც. მიუხედავად იმისა, რომ კატალონიელებს ერთი-ორი კალათბურთელი აკლდათ, ჩემპიონის ძლევა მაინც გასახარია.

საქართველოს ნაკრების გამთამაშებელს 2008-09 წლების სეზონი გაახსენეს. მაშინ იგი "სარაგოსას" ღირსებას იცავდა.

- რთული სეზონი მქონდა. ამერიკიდან ევროპაში ახალი გადმოსული ვიყავი და ადაპტაციისთვის დრო დამჭირდა. მოხარული ვარ, რომ ესპანეთში დავბრუნდი და მეორე შანსი მომეცა. ახლა გაცილებით გამოცდილი ვარ, თამაშის კითხვაც უკეთესად შემიძლია და ტემპის კონტროლიც... ევროპულ სტილს ალღო ავუღე.

გრინმა "გრან კანარიაზეც" ილაპარაკა:

- როცა ამ გუნდიდან წინადადება მივიღე, ბევრი არ მიფიქრია, ხელშეკრულებას ისე მოვაწერე ხელი. "გრან კანარია" კონკურენტუნარიანი გუნდია და ესპანეთის ჩემპიონატში ყოველთვის მაღალი მიზნებისთვის იბრძვის. ვიმედოვნებ, სასურველი შედეგის ჩვენებაში გუნდს მეც დავეხმარები.

გრინი გუნდის სათამაშო სტილსაც შეეხო:

- მწვრთნელი დაცვაზე დიდ ყურადღებას ამახვილებს - აგრესიულად თამაშს გვთხოვს. ეს კარგიცაა. როცა დაცვისას ყველაფერი წესრიგშია, შეტევაშიც ნაკლები პრობლემაა. ვფიქრობ, შემიძლია, გუნდს კარგად დავეხმარო როგორც დაცვაში, ისე შეტევაში.

პრესკონფერენციის ბოლოს სიტყვა მწვრთნელ პედრო მარტინესს ერგო:

- გრინი მშრომელი ახალგაზრდაა. შეუძლია გუნდის აყოლიება, პასებსაც კარგად ანაწილებს და სროლის სიზუსტითაც გამოირჩევა. ამასთან, შეუძლია მოწინააღმდეგეთა გამორჩეული მსროლელების განეიტრალება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

საუკეთესო შენგელია და "ბარსელონას" გამარჯვება ევროლიგაზე

17 წლის მათე ხატიაშვილის დებიუტი ესპანეთის უმაღლეს ლიგაში

[VIDEO] მამუკელაშვილის შესანიშნავი მატჩი - "ტორონტო რაპტორსმა" "იუტა ჯაზი" დაამარცხა

გადაწყვეტილება შეცვალეს - "სიტისთან" განადგურების შემდეგ, "ლივერპულის" ხელმძღვანელობამ სლოტის მომავალზე იმჯელა

ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება

კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება

[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა

სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა

პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს

[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა

[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა

პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა

ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა

ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს

U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო

[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!

18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან

"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია

გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"

ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო

როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?

[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო

დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა