საქართველოს ნაკრების ფორვარდი თორნიკე შენგელია ბელგიურ "პეპინსტერს" შეუერთდა და ახალ გუნდთან ერთად ორი საკონტროლო შეხვედრაც ჩაატარა...

საქართველოს ნაკრების ფორვარდი თორნიკე შენგელია ბელგიურ "პეპინსტერს" შეუერთდა და ახალ გუნდთან ერთად ორი საკონტროლო შეხვედრაც ჩაატარა.

თორნიკესთვის სადებიუტო "ლეიდენთან" დაპირისპირება გამოდგა, რომლითაც "პეპინსტერმა" ჰოლანდიური შეკრება გახსნა. მატჩი "ლეიდენის" გამარჯვებით დასრულდა – 88:71. შენგელიამ ახალ კლუბში ქართველთათვის ყველაზე სასურველი, 7-ნომრიანი მაისურა მოირგო, ხოლო ბელგიური ანგარიში 6 ქულით გახსნა. პეპინსტერელთა შორის ამერიკელი ფრიმენი გამოირჩა - 27 ქულა.

მეორე დღეს შენგელიას გუნდი ჰოლანდურ გრანდ "ეიფელ ტაუერსს" "დაეჭიდა". ბელგიელებმა ამჯერად დაცვაში უკეთ ითამაშეს, ჰოლანდიელებს 69-ზე მეტი ქულა არ ჩააგდებინეს, თუმცა შეტევაში ვერ ივარგეს - 69:59 "ეიფელის" სასარგებლოდ. 18 წლის შენგელიამ ამჯერად 5 ქულა ჩააგდო. "პეპინსტერის" სნაიპერი ამერიკელი ჯექსონი გახდა - 12 ქულა. შეხვედრის მიმოხილვაში აღნიშნულია ბელგიელთა წაგების მთავარი მიზეზი - 22 შეცდომა. მწვრთნელიც წუხს, ამდენი უზუსტობა დაუშვებელიაო... იმას კი არავინ ამბობს, რომ მატჩის მონაწილე ორივე გუნდს წითელი ფორმა ეცვა და მაისურები ერთმანეთისგან ოდენ წარწერებით გაირჩეოდა. ასეთი "ხილვადობის" პირობიბში 22 შეცდომა კიდევაც ცოტაა...

ბელგიის ჩემპიონატი 1 ოქტომბერს იწყება. მასში 9 გუნდი მონაწილეობს. რადგან პირველობაზე კლუბების კენტი რაოდენობაა, ყოველ ტურში ერთი დაისვენებს. ჩემპიონატის პირველი დღე სწორედ "პეპინსტერის" გარეშე ჩაივლის. მეორე ტურში, 9 ოქტომბერს თორნიკეს გუნდი ჩემპიონ "შარლერუას" დაუხვდება. შეგახსენებთ, რომ შენგელიას "შარლერუასთან" ორწლიანი კონტრაქტი აქვს და "პეპინსტერში" ერთ სეზონს იჯარის წესით ითამაშებს.

საუკეთესო შენგელია და "ბარსელონას" გამარჯვება ევროლიგაზე
17 წლის მათე ხატიაშვილის დებიუტი ესპანეთის უმაღლეს ლიგაში
[VIDEO] მამუკელაშვილის შესანიშნავი მატჩი - "ტორონტო რაპტორსმა" "იუტა ჯაზი" დაამარცხა
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
ბასილაშვილი მონტე კარლოს საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალში იასპარეზებს!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
სამი კანდიდატი, საიდანაც ერთ-ერთი ფავორიტია - ვინ შეცვლის გატუზოს იტალიის ნაკრებში
მთავარი კანდიდატია - "აიაქსი" მომავალი სეზონიდან შესაძლოა, მიჩელმა გაწვრთნას
მხოლოდ მთავარი მწვრთნელობა სურს - ნესტამ დე ძერბის ასისტენტობა არ ისურვა
ტრანსფერთან ახლოს უფრო მეტი სათამაშო დროით - რამუში სავარაუდოდ, პსჟ-ის დატოვებს
ლიოვი მსოფლიო ჩემპიონატზე ერთ-ერთ ნაკრებს გაწვრთნის - მოულოდნელი დაბრუნება მუნდიალამდე 2 თვით ადრე