მას შემდეგ, რაც სახელმწიფო უნივერსიტეტებს საკალათბურთო კლუბებისთვის 200-200 ათასი ლარის გამოყოფა დაევალათ, გაჩნდა იმედი, რომ მდიდარი საკალათბურთო ტრადიციების მქონე სტუ სუპერლიგას დაუბრუნდებოდა...

მას შემდეგ, რაც სახელმწიფო უნივერსიტეტებს საკალათბურთო კლუბებისთვის 200-200 ათასი ლარის გამოყოფა დაევალათ, გაჩნდა იმედი, რომ მდიდარი საკალათბურთო ტრადიციების მქონე სტუ სუპერლიგას დაუბრუნდებოდა. ტრადიციების სიმდიდრე გაბუქებული ნათქვამი არ არის - საბჭოთა პერიოდში სტუ (იმხანად გეპეიდ ცნობილი) "დინამოს" შემდეგ მეორე გუნდი იყო, ხოლო დამოუკიდებლობის მოპოვების მერე ტექნიკური უნივერსიტეტის გუნდი ჩემპიონატში ამინდს ქმნიდა - 2005 წელს ქვეყნის ჩემპიონობა მოიპოვა, რის შემდეგაც ერთი წელი იარსება და საკალათბურთო სარბიელიდან გაქრა.

შარშან სტუ-ში ახალგაზრდული გუნდი შეიქმნა და დუბლების ჩემპიონატში ითამაშა. 2010-11 წლების სეზონის წინ გამოცდილმა მწვრთნელმა ზურაბ ტომარაძემ ნიჭიერი კალათბურთელები შეკრიბა და სუპერლიგისთვის მზადებას შეუდგა. გუნდის სიახლეებზე სასაუბროდ გუშინ ბატონ ზურაბს დავუკავშირდით. მან შემადგენლობაც ჩამოგვითვალა, შორსმიმავალი პერსპექტივებიც გაგვანდო, თუმცა დაამატა - სუპერლიგაში ჩვენი გამოსვლა ჯერ არ გადაწყვეტილაო.

საბოლოო გადაწყვეტილება სასწავლებლის უფროსობამ უნდა მიიღოს. არადა, დრო არ ითმენს - სუპერლიგის ხელმძღვანელები კლუბებისგან მონაწილეობაზე საბოლოო პასუხს დღეს საღამომდე ელიან.

იმედი დავიტოვოთ, რომ სტუ თსუ-ს, "აგრარულსა" და "სამედიცინოს" არ ჩამორჩება და უმაღლეს ლიგას დაუბრუნდება.

ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
“ა” ლიგის ფინალური სერია ლიბერთიმ კასპში იოლი გამარჯვებით დაიწყო
თსუ-მ ბათუმს დაძაბულ ბრძოლაში სძლია | მარგვეთმა ტყიბულში ქულით იმარჯვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
ბასილაშვილი მონტე კარლოს საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალში იასპარეზებს!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
სამი კანდიდატი, საიდანაც ერთ-ერთი ფავორიტია - ვინ შეცვლის გატუზოს იტალიის ნაკრებში
მთავარი კანდიდატია - "აიაქსი" მომავალი სეზონიდან შესაძლოა, მიჩელმა გაწვრთნას
ბასილაშვილი მონაკოშია და ძალიან პრესტიჟული მასტერსის ძირითად ბადეში გადასვლელად იბრძოლებს
მხოლოდ მთავარი მწვრთნელობა სურს - ნესტამ დე ძერბის ასისტენტობა არ ისურვა
[VIDEO] არის თუ არა ესთერ ექსპოზიტო მისი შეყვარებული - მბაპეს საინტერესო რეაქცია ამ კითხვის დასმისას
ტრანსფერთან ახლოს უფრო მეტი სათამაშო დროით - რამუში სავარაუდოდ, პსჟ-ის დატოვებს
ლიოვი მსოფლიო ჩემპიონატზე ერთ-ერთ ნაკრებს გაწვრთნის - მოულოდნელი დაბრუნება მუნდიალამდე 2 თვით ადრე