ფრე შეგვეძლო, მაგრამ დავმარცხით ძალიან ძლიერ მეტოქესთან და შესაძლოა, ევროპის მომავალ ჩემპიონთანაც
საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე პირველი მატჩი ჩაატარა და დასანანი მარცხი განიცადა.

ვერ ვიტყვით, რომ ვასილ მაისურაძის გუნდმა ტურნირის ფავორიტ გერმანიას აჯობა, მაგრამ ტოლიც არაფერში დაუდო და მართალია, გამარჯვებასთან ახლოს არ ყოფილა, მაგრამ ის მაინც შეეძლო, რომ პირველი ქულა მოეპოვებინა.

სამწუხაროდ, გადამწყვეტ მომენტში იღბალმა ზურგი გვაქცია და გამარჯვება ფავორიტს დარჩა.

შეხვედრა მშვიდად დაიწყო, თუმცა მეტოქეებმა ერთმანეთის დაცვას კბილი მალევე მოუსინჯეს და პირველი სახიფათო მომენტი ქართველებმა შექმნეს - ოთარ კაკაბაძის ჩაწოდებას ვანო წილოსანის თავური მოჰყვა, რომელსაც გერმანელთა მეკარე ოლივერ შნიტცლერი გაუმკლავდა.

საწყის წუთებში სათამაშო და ტერიტორიული უპირატესობა საქართველოს ნაკრებისა იყო და პირველი კუთხურიც ჩვენებმა მოაწოდეს.

მომდევნო ორი სახიფათო შეტევაც ქართველებმა განახორციელეს. ნიკა ახვლედიანის დარტმას გერმანელი მცველი გადაეღობა და ბურთი კარს ასცდა, დავით ჯიქიამ კი შორიდან სცადა მეტოქის კარის აღება, მაგრამ შნიტცლერს ვერ აჯობა.

ტაიმის მიწურულს უკვე გერმანელებმა სცადეს დაწინაურება, თუმცა მათი უდავოდ საუკეთესო ფეხბურთელის, საიდ ბენკარიტისა და კაპიტნის, ლეონ გორეტცკას დარტყმები არაზუსტი აღმოჩნდა.

საწყისმა 40-მა წუთმა ისე ჩაიარა, რომ საქართველოს ნაკრების კიპერ ალექსანდრე ადამიას თამაშში ჩართვა, ფაქტობრივად, არ დასჭირვებია. პირველ ტაიმში მეტოქეს არაფერში ჩამოვუვარდებოდით და რიგ კომპონენტებში ვჯობდით კიდეც.

გერმანელებმა ტემპი მეორე ტაიმის დასაწყისიდანვე გაზარდეს და ობიექტურად უნდა ვთქვათ, რომ შესვენების შემდეგ მოწინააღმდეგეზე უკეთაც ითამაშეს. ფრე ჩვენთვის ურიგო შედეგი სულაც არ იქნებოდა, მაგრამ მაისურაძის ბიჭები ყრუ დაცვაში არ ჩამჯდარან და მეტოქის იერიშებს დროდადრო თავადაც მწვავედ პასუხობდნენ.

46-ე წუთზე ბენკარიტს ოდნავ უმტყუნა მიზანმა, 49-ეზე კი ჩვენმა გუნდმა ყველაზე რეალური საგოლე შანსი გაუშვა ხელიდან - ჯიქიამ ახლო მანძილიდან დაარტყა და გერმანიის ნაკრების კარის დარაჯმა ბრწყინვალე რეაქცია გამოავლინა.

სამწუხაროდ, ეს ქართველთა უკანასკნელი საგოლე შესაძლებლობა აღმოჩნდა. მეორე ტაიმის შუაწელში შტეფან ბიოგერის გუნდმა განსაკუთრებით იმძლავრა - 56-ე წუთზე ადამიამ კარი გაუმართლებლად დატოვა, ბენკარიტმა მას ბურთი თავზე გადაუგდო და მიზანმა სულ ოდნავ უმტყუნა.

ერთ წუთში ადამიამ ბენკარიტისვე დარტყმა მოიგერია, გოლი კი ნაკლებად საშიშ ვითარებაში მივიღეთ - მაქს მაიერის დარტყმას ჩვენი მეკარე აუცილებლად გაუმკლავდებოდა, მაგრამ, სამწუხაროდ, ბურთი საქართველოს ნაკრების კაპიტან ნიკა ჭანტურიას მოხვდა, მიმართულება სულ ოდნავ შეიცვალა და ადამიამ კარი ვეღარ იხსნა.

გერმანელებს უპირატესობის შენარჩუნება დიდად არ გასჭირვებიათ და დარჩენილ დროში ანგარიშის სხვაობის გაზრდაც შეეძლოთ, ქართველებმა კი მათ დაცვას გასაღები ვერ მოუძებნეს.

რა გვეთქმის - ფრე შეგვეძლო, მაგრამ დავმარცხით ძალიან ძლიერ მეტოქესთან და შესაძლოა, ევროპის მომავალ ჩემპიონთანაც.

რა თქმა უნდა, უსიამოვნო ამბავია, მაგრამ ტრაგედია არ არის. საბედნიეროდ, ელიტრაუნდისგან განსხვავებით, ფინალურ ეტაპზე ჯგუფიდან მეორეადგილოსანიც გადის და ამ შანსის გამოსაყენებლად უნდა ვიბრძოლოთ.

7 ივნისს ქართველთა მეტოქეები ფრანგები იქნებიან და ეგებ მათი წინააღმდეგობა მაინც დაძლიონ.

ევროპის 17-წლამდელთა ჩემპიონატი

4.05. ლიუბლიანა. სტოჟიცე. 600 მაყურებელი

საქართველო-გერმანია 0:1

0:1 მაიერი (60)

საქართველო გერმანია

4-4-2 4-2-3-1

ადამია შნიტცლერი

კაკაბაძე იტერი

დვალი სარი

ნ. ჭანტურია სიულე

სამხარაძე დუდზიაკი

ჭეჭელაშვილი ბრანდენბურგერი

პაპუნაშვილი გორეტცკა

გოროზია ბრანდტი

ახვლედიანი მაიერი

ჯიქია დიტგენი

წილოსანი ბენკარიტი

მწვრთნელები:

ვ. მაისურაძე შ. ბიოგერი

საქართველო

63. გოროზია - ცინცაძე

65. ჯიქია - დარციმელია

71. ახვლედიანი - მზევაშვილი

სათადარიგოები: შერმადინი, გაბაძე, მესხი, აბურჯანია

გერმანია

41. დიტგენი - შტენდერა

73. მაიერი - აკპოგუმა

79. ბრანდტი - კემპფი

სათადარიგოები: შვებე, შტარკი, ვერნერი, ლოკემპერი

გაფრთხილება: ჭეჭელაშვილი (28), ჭანტურია (68)

არბიტრი: ი. კრუჟლიანი (სლოვაკეთი)

სტატისტიკა

საქართველო-გერმანია

3 კარში დარტყმა 4

2 კარისკენ დარტყმა 9

5 კუთხური 3

8 ჯარიმა 5

2 გაფრთხილება 0

A ჯგუფი

საფრანგეთი-ისლანდია 2:2

გოლები: 1:0 შემლალი (7), 2:0 მატიალი (56), 2:1 ბირგისონი (66), 2:2 ჰერმანსონი (77)

ისლანდიელებმა ფრეს ერთი შეხედვით უიმედო სიტუაციაში მიაღწიეს და 4 მაისსაც დაამტკიცეს, რომ ევროპის ჩემპიონატზე შემთხვევით არ მოხვედრილან. კუნძულელებმა საფრანგეთთან მიღწეული ფრით ნახევარფინალში გასვლის შანსი გაიჩინეს, ჩვენ კი გაგვიძლიერეს იმედი, რომ საფრანგეთთან ტოლსწორად ბრძოლა და გამარჯვება ფანტასტიკის სფეროს არ განეკუთვნება.

1. გერმანია 1 0 0 0 1-0 3

2. საფრანგეთი 1 0 1 0 2-2 1

3. ისლანდია 1 0 1 0 2-2 1

4. საქართველო 1 0 0 1 0-1 0

7 მაისი

საფრანგეთი-საქართველო

ისლანდია-გერმანია

B ჯგუფი

პოლონეთი-ბელგია 1:0

გოლი: 1:0 შტეპინსკი (65)

სლოვენია-ჰოლანდია 1:3

გოლები: 0:1 ფლუტი (13), 0:2 ლუმუ (35), 0:3 აკე (61), 1:3 ზაჰოვიჩი (74)

1. ჰოლანდია 1 1 0 0 3-1 3

2. პოლონეთი 1 1 0 0 1-0 3

3. ბელგია 1 0 0 1 0-1 0

4. სლოვენია 1 0 0 1 1-3 0

7 მაისი

ჰოლანდია-ბელგია

სლოვენია-პოლონეთი

"არწაგება თავისუფლად შეგვეძლო" (იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

Vendeta
რა არ ჯობეს მუხლზე გადაიღუნეს მაგ ნაქები გერმანია ბედმა არ გაგვიმართლა და ეგაა.გენაცვალეტ ბიჭებო მგლები ხართ ცოტა იღბალი დაგვაკლდა თორე დედა უტირეთ მაგ ნაქებ ნაკრებს არაფერსჰი არ უჯობნიათ ეგ იყო გაუმართლათ და მაგით მოიგეს იგბლით გვაჯობეს მიდით მიაწექით მასე და ფინალში ავიღოთ მაგათი სისხლი გული არ გაიტეხოთ ყველაფერი წინაა ეგ ანგარიში უსამართლოა მაგრამ რას იზამ ფეხბურთია და ყველაფერი ხდება თქვენ კარგად ითამაშეთ მადლობა მინდა უთხრა ბიჭებს და ყველას ვინც წვლილი შეიტანა ამ ბიჭების გაწვრთნა ჩამოყალიბებაში მიდით მიაწექით ისე საღოლ მსაჯსაც უსამართლოდ არ მოქსეულა კარგად იმსაჯა გენაცვალეთ ლომება კაცები ხართ თქვენ ჟილკაში და თავდადებაში მთელი საქართველო თქვენთან ვართ სულით და გულით!გენაცვალეტ ბიჭებო მგლები ხართ ცოტა იღბალი დაგვაკლდა თორე დედა უტირეთ მაგ ნაქებ ნაკრებს არაფერსჰი არ უჯობნიათ ეგ იყო გაუმართლათ და მაგით მოიგეს იგბლით გვაჯობეს მიდით მიაწექით მასე და ფინალში ავიღოთ მაგათი სისხლი გული არ გაიტეხოთ ყველაფერი წინაა ეგ ანგარიში უსამართლოა მაგრამ რას იზამ ფეხბურთია და ყველაფერი ხდება თქვენ კარგად ითამაშეთ მადლობა მინდა უთხრა ბიჭებს და ყველას ვინც წვლილი შეიტანა ამ ბიჭების გაწვრთნა ჩამოყალიბებაში მიდით მიაწექით ისე საღოლ მსაჯსაც უსამართლოდ არ მოქსეულა კარგად იმსაჯა გენაცვალეთ ლომება კაცები ხართ თქვენ ჟილკაში და თავდადებაში მთელი საქართველო თქვენთან ვართ სულით და გულით!
vova
პირველი მატცჰი უცჰვეულოდ იტამასჰეს,ფორტუნა გერმანელების მხარეს იხო,მგონი 4 ეულსჰი მოხვდებიან ტავისუფლად
zura
magari taobaa warmatbebs gisurvebt!
zura
მაგარი თაობა მოდის, წარმატებბს ვუსურვებ!
mishiko
მარტალი ხარ ტორნიკე
roma
ჩვენი ბიჭები უნდა გადაეჩვიონ ზოზინს და თავიანთ ნახევარზე ბურთის უაზრო,არაფრისმომცემ პასებს.ასევე თავდასხმაშიც უნდა იყვეს ვინმე,თორემ მიზანს ვერ მივაღწევთ.მიწექით ჯერ დაკარგული არაფერია,იცოდეთ მთელი საქართველო თქვენთანაა.
beri
ჩვენი ბიჭები უნდა გადაეჩვიონ ნელ და დუნე თამაშს!
Tornike
მიშიკო, ეგ იმიტომ ვერ ითამაშეს გერმანელებმა (ისე, როგორც ჩვენ მოველოდით მათგან, განსაკუთრებით პირველ ტაიმში), რომ ჩვენებმა არ მისცეს საშუალება. მეორე ტაიმში გერმანიამ გაცილებით უკეთ ითამაშა, რაც იმას ნიშნავს, რომ ძალიან ძლიერ გუნდთან გვქონდა საქმე. როგორც კი ავითვისებთ სწრაფ და კომბინაციურ შეტევებს აღარავისზე ვიქნებით ნაკლები
mishiko
თამაშს ვუკურე,რას გავს გერმანიის გუნდი? რომ შეგვეგდო პირველი ალბატ ბრინჯივით დაიბნეოდნენ ნემცები
dubi
ბიჭებო გენაცვალეთ, არ შეშინდეთ. თქვენთანა მთელი საქართველო.
giga
ჯიგრები ხარტ,მაგრამ ცოტა მეტი მონდომება.საფრანგეტს დედა .......
giga
ჯიგრებიხარტ საპოიუყტრეწ
17-წლამდე ნაკრებმა ჩრდილოეთ მაკედონიასთან მატჩებისთვის მზადება დაიწყო
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები ჩრდილოეთ მაკედონიას უმასპინძლებს
რამაზ სვანაძე თურქეთში სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდა
მერაბ რატიშვილი მონტენეგრო-საბერძნეთის მატჩს უკომისრებს
კალანდაძე თბილისის "დინამოში" დაბრუნდა
საქართველოს 15-ქალა ნაკრების წინსვლა რეიტინგში
გრიზმანი MLS-ში - მოლაპარაკებები დასკვნით სტადიაშია
ცვლილებები დაცვით ხაზში - "რეალიდან" ალაბას წასვლა გადაწყვეტილი ამბავია
"ხვიჩა ძალიან მომწონს, სალაჰის შეცვლის კარგი ვარიანტია" - "ლივერპულის" ყოფილმა ფეხბურთელმა კლუბს კვარაცხელიას ყიდვა შესთავაზა
კიდევ დიდი ხნით პსჟ-ში - ჟოაო ნევეში კონტრაქტს გაახანგრძლივებს
პარიზელთა შეტევა დემბელეს არყოფნაში - ყველაფერი ლიგის განმეორებით მატჩებზე
ქალთა ნაკრები საბერძნეთთან მატჩისთვის მზადებას განაგრძობს
ლეგიონერები/ცინცაძე MVP გახდა. დიხამინჯიამ და კბილაშვილმა 4-4 გოლი გაიტანეს
15-ქალა | ხორვატებთან ახალი რეკორდით
20 წ. | კარგი ტაიმით მსოფლიოს ჩემპიონთან
კვარაცხელია, დუე და ბარკოლა დემბელეს გარეშე - როგორი იქნება "მონაკოსთან" პსჟ-ს შემადგენლობა?
"ბარსელონაში" დაბრუნებისას, საუკეთესო ფორმაში არ ვიყავი" - ჟოაო კანსელო
"სერია A-ში თამაში ყველაზე რთულია" - ალეგრი "პარმასთან" მარცხის შემდეგ
L'Équipe: პსჟ-ში შევალიეს ბედი საფონოვზეა დამოკიდებული
ლებრონ ჯეიმსმა მორიგი რეკორდი დაამყარა
თბილისური შეკრება დასრულდა | 9 ლეგიონერს ჯიკიჩმა სუპერლიგის 5 მოთამაშე დაამატა
"მწვრთნელი გამარჯობასაც კი არ მეუბნება" - საზონოვი "ტორინოს" განრისხებულ ფანებს შეხვდა
[VIDEO] მამუკელაშვილის შედეგიანი მატჩი ყოფილ გუნდთან - "ტორონტომ" "მილუოკი" დაამარცხა