ჰეიდარ ალიევის ხსოვნის დიდი საჭადრაკო საერთაშორისო ტურნირი 6 მაისს დასრულდება
ნახჭევანში 6 მაისს დასრულდება აზერბაიჯანის ყოფილი პრეზიდენტის - ჰეიდარ ალიევის ხსოვნის დიდი საჭადრაკო საერთაშორისო ტურნირი, რომელშიც საქართველოს სამი წარმომადგენელიც მონაწილეობს.

კონსტანტინე შანავამ, რომელსაც 6 შესაძლებლიდან 4 ქულა ჰქონდა, 4 მაისს ანტონ ფილიპოვი (უზბეკეთი) დაამარცხა და 5 ქულას მოუყარა თავი, ანუ იმდენივეს, რამდენსაც კიდევ ოთხმა მონაწილემ და მეორე-მეექვსე ადგილებს ინაწილებს.

ხუთოსნებს ნახევარი ქულით უსწრებს ვიორელ იორდაჩესკუ (მოლდოვა), 4 მაისს ის თეთრი ფიგურებით სერგეი ჟიგალკოს (ბელარუსი) დაუზავდა.

ასევე, ყაიმზე შეთანხმდნენ ბორის გრაჩევი (რუსეთი) - სერგეი ტივიაკოვი (ჰოლანდია), რაუფ მამედოვი (აზერბაიჯანი) - ალექსანდრე ხალიფმანი (რუსეთი), გადირ გუსეინოვი (აზერბაიჯანი) - აზერ მირზოვეი (აზერბაიჯაგნი). მასპინძელმა ელთაჯ საფარლიმ მისრათდინ ისკანდაროვი (აზერბაიჯანი) დაამარცხა.

ზურაბ ჯავახაძემ ნიჯათ აგხაიევს (აზერბაიჯანი) სძლია, ხოლო შოთა აზალაძე ვასიფ დურარბეილის (აზერბაიჯანი) შეუთანხმდა ყაიმზე.

5 მაისს მერვე ტურში საპრიზო ადგილებისთვის მებრძოლნი ასე დაწყვილდნენ: საფარლი (5) - იორდაჩესკუ (5,5), ჟიგალკო (5) - გრაჩევი (5), ტივიაკოვი (5) - შანავა (5), ხალიფმანი (4,5) - მამადოვი (4,5), გუსეინოვი (4,5) - მამედოვი (4,5), მირზოევი (4,5) - ბარის ესენი (4)... ჯავახაძე (4) - ტაბაიევი (4), აბდულოვი (4) - აზალაძე (4).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
მთავარი კანდიდატია - "აიაქსი" მომავალი სეზონიდან შესაძლოა, მიჩელმა გაწვრთნას
Eureka. მამარდაშვილის სახით ყველა პრობლემის მიზეზი მოძებნეს - რას წერს ინგლისური გამოცემა ალისონის არყოფნაზე
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა