დონეცკის სასპორტო კომპლექს "სპორტმაქსის" რინგზე პროფესიონალ მოკრივეთა საერთაშორისო სარეიტინგო ორთაბრძოლები გაიმართა
დონეცკის სასპორტო კომპლექს "სპორტმაქსის" რინგზე პროფესიონალ მოკრივეთა 9 საერთაშორისო სარეიტინგო ორთაბრძოლა გაიმართა. ოთხ პაექრობაში საქართველოს წარმომადგენლებიც მონაწილეობდნენ.

სხვებზე უკეთ ვარიანელმა შალვა ჯომარდაშვილმა იასპარეზა. უკრაინაში გამგზავრებამდე ქართველმა მოკრივემ პროფესიულ რინგზე 37 შეხვედრიდან 32 მოიგო (მათ შორის - 24 ნოკაუტით), 4 წააგო და ერთადერთი ორთაბრძოლა დაამთავრა ფრედ. მისმა კრამატორსკელმა (უკრაინა) მეტოქემ არტიომ რედკომ 24-დან 20 შეხვედრა მოიგო, ორი დათმო და ამდენივე ფრედ დაასრულა.

თანამემამულეთა აქტიური მხარდაჭერით შეგულიანებული რედკო ვერაფერს გახდა - რვარაუნდიანი პაექრობა უშედეგოდ დასრულდა.

სამწუხაროდ, ჩვენებურთაგან დანარჩენები დამარცხდნენ. ახალციხელმა მერაბ შანთაძემ პროფესიულ რინგზე თავისი მეორე ორთაბრძოლა ილოვაისკელ (უკრაინა) ალექსანდრ გრიშჩუკთან პირველსავე რაუნდში ტექნიკური ნოკაუტით წააგო.

ქულებით დათმეს პაექრობები თბილისელმა ლევან ღარიბაშვილმა (9 მოგება, 11 მარცხი, 2 ფრე) დონეცკელ არტიომ დალაქიანთან (2, 0, 0) და ბორჯომელმა მიხეილ ავაქიანმა (14, 5, 1) მასპინძელ სტანისლავ მერდოვთან (32, 8, 0).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"ქართველებო, თქვენი დანაკარგის გამო გისამძიმრებთ" - უკრაინელი უსიკი ილია II-ს გარდაცვალებას გამოეხმაურა
[VIDEO] გურული დაუმარცხებელია - ლაშამ პროფესიონალურ კრივში მესამე გამარჯვება მოიპოვა!
[VIDEO] ჯოშუამ კრივის ღირსება დაიცვა - ენტონიმ ჯეიკ პოლს ყბა მოტეხა
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა