იტალიელი ჟურნალისტის ცნობით, მანუჩარ მარკოიშვილისა და გიორგი შერმადინის თანაგუნდელი საქართველოს პასპორტის მიღებაზე მუშაობს
ძიუდოისტებმა რუსები დაამარცხეს, საქართველოს 17-წლამდელ ფეხბურთელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატში ჩაერთო, მოვიპოვეთ ლონდონის ოლიმპიადის არაერთი ლიცენზია...

მოვლენათა ასეთი სიუხვის მიუხედავად ერთ-ერთ მთავარ სპორტულ თემად საქართველოს კალათბურთელთა ნაკრების ნატურალიზებული კალათბურთელი რჩება.

ცნობილია, რომ ფედერაციამ ერთ ამერიკელ უკანახაზელთან შეთანხმებას მიაღწია, მაგრამ უცნობია მისი ვინაობა. სწორედ ამიტომ, თითოეული მინიშნება ყურადღებას იმსახურებს.

4 მაისს, რუსულ საიტებმა გაავრცელეს ინფორმაცია, თითქოს საქართველოს ნაკრებში დორონ პერკინსი ჩამოჰყავთ. იგი მანუჩარ მარკოიშვილთანა და გიორგი შერმადინთან იტალიურ "კანტუში" თამაშობს. ამიტომ, დავინტერესდით, რა იყო პირველწყარო, რომელზე დაყრდნობითაც რუსებმა ინფორმაცია გაავრცელეს. ასეთი აღმოჩნდა იტალიური გამოცემა "დეილი ბასკეტი".

ინტერნეტ-სივრცეში სტატიის ორიგინალის პოვნა რთული არ იყო. გთავაზობთ პუბლიკაციის თარგმანს, რომლის სათაურია "ამბობენ, პერკინსი გაქართველდებაო".

"საქართველო ლამაზი კავკასიური ქვეყანაა, რომელიც "მსოფლიოს მიკარგულ კუთხეში" მდებარეობს. მაღალ მთებს ალპური მინდვრები და მართლმადიდებლური მონასტრები ამშვენებს. ცხოვრობს ამაყი და ძალიან მეგობრული ხალხი.

საქართველოს შესახებ ნათელ წარმოდგენას გვაძლევენ ელჩები მანუჩარ მარკოიშვილი და გიორგი შერმადინი.

გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს კიდევ ერთი კანტუელი, დორონ პერკინსი მალე საქართველოს პასპორტს მიიღებს და თეთრ-წითელ ფორმას მოირგებს. თუ ეს მოხდა, ორივე მხარე მოგებული დარჩება. პერკინსი ხომ მაღალი დონის კალათბურთელია, რომელმაც მუხლის ტრავმის შემდეგ "კანტუში" ფორმა აღიდგინა და საქართველოს ნაკრებსაც დიდ სამსახურს გაუწევს.

თავის მხრივ, ევროპული ქვეყნის პასპორტი მას კლუბებში გამოადგება - ამერიკელად აღარ ჩაითვლება".

უახლოეს მომავალში გამოჩნდება, იტალიელმა ჟურნალისტმა რამდენად სანდო წყაროზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია. ერთის დამატება ჩვენც შეგვიძლია: სარწმუნო ცნობით, პერკინსი მართლაც იყო კანდიდატთა შორის, მაგრამ მოლაპარაკება შედეგიანად დასრულდა, თუ კალათბურთის ფედერაცია სხვა გვარს დაასახელებს, ამასაც მალე გავიგებთ.

ცნობისთვის: პერკინსი "კანტუს" მაისურით იტალიის ჩემპიონატში საშუალოდ 30.1 წუთში 11.8 ქულას, 4.2 პასსა და 6.6 მოხსნას აგროვებს.

P.S. 4 მაისს ღამით იტალიელმა ჟურნალისტმა, რომელიც "კანტუს" შესახებ ხშირად წერს, ასეთი რამ მითხრა: "შემიძლია დაგიდასტურო, რომ დორონ პერკინსი საქართველოს პასპორტის მიღებაზე მუშაობს. ისიც შევიტყვე, რომ იგი მომავალ სეზონში "კანტუში" აღარ ითამაშებს".

"ნეტავ ვინ არის ის ახალგაზრდა..." (იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ბაგატსკისი ამბობს, რომ საქართველოს ნაკრები ისევ უნდა დაამარცხონ
"მადლობა საქართველო, რომ მომეცი შესაძლებლობა, წარმომედგინა ქვეყანა სიამაყითა და სიხარულით" - მარკის რიდი
"უფალო, არავინ ვარ შენს გარეშე. საქართველო, გულში ხარ" - ალექსანდრე მერკვილაძემ გულშემატკივრებს მიმართა
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
ბასილაშვილი მონტე კარლოს საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალში იასპარეზებს!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
სამი კანდიდატი, საიდანაც ერთ-ერთი ფავორიტია - ვინ შეცვლის გატუზოს იტალიის ნაკრებში
მთავარი კანდიდატია - "აიაქსი" მომავალი სეზონიდან შესაძლოა, მიჩელმა გაწვრთნას
მხოლოდ მთავარი მწვრთნელობა სურს - ნესტამ დე ძერბის ასისტენტობა არ ისურვა
ტრანსფერთან ახლოს უფრო მეტი სათამაშო დროით - რამუში სავარაუდოდ, პსჟ-ის დატოვებს
ლიოვი მსოფლიო ჩემპიონატზე ერთ-ერთ ნაკრებს გაწვრთნის - მოულოდნელი დაბრუნება მუნდიალამდე 2 თვით ადრე