ლოს ანჯელესში ორი წაგების შემდეგ "დენვერი" ფანტასტიკური განწყობით გავიდა მესამე მატჩზე
ლოს ანჯელესში ორი წაგების შემდეგ "დენვერი" ფანტასტიკური განწყობით გავიდა მესამე მატჩზე. მასპინძლებმა პირველი მეოთხედის ბოლოსა და მეორე მეოთხედის დასაწყისში 31:5 სპურტი მოაწყვეს და 24-ქულიანი უპირატესობა მიიღეს. იმ მომენტისთვის ლოუსონის ანგარიშზე უკვე 16 ქულა მოდიოდა - ერთით ნაკლები, ვიდრე მთელ "ლეიკერსს" ჰქონდა.

დიდი შესვენებისთვის კალიფორნიელები ოდნავ მიუახლოვდნენ მეტოქეს, მაგრამ დეფიციტი მაინც სოლიდური იყო - 16 ქულა.

"დენვერი" ბრაიანტს დიდ ყურადღებას აქცევდა ("ლეიკერსის" ლიდერმა იმ დღეს 30-პროცენტიანი სიზუსტით ისროლა). ამიტომაც სტუმრებმა აქცენტი ბინუმისა და გასოლის დუეტზე გადაიტანეს, მაგრამ ბინუმს ყველაზე კარგად ის გამოუვიდა, რომ მწყობრიდან გამოიყვანა ჰარინგტონი - შემთხვევით ცხვირში ჩაარტყა ხელი.

დაზარალებული მოედანზე აღარ დაბრუნებულა, მაგრამ ამით "ნაგეტსი" მხოლოდ მოგებული დარჩა, რადგან წინა პლანზე გამოვიდნენ ფარიდი და მაკგი და მათ ერთად 30 მოხსნა დააგროვეს. თანაც, მაკგიმ ორჯერ მნიშვნელოვან მომენტში მოპარა ბურთი ბინუმს, რის შემდეგაც "დენვერმა" ორჯერ დაიბრუნა ორნიშნა უპირატესობა.

დენვერი-ლეიკერსი 99:84

30:14, 25:25, 17:26, 27:19

დ: ლოუსონი (25+7 პასი), მაკგი (16+15 მოხსნა+3 დაფარება), მილერი (13+6 პასი+5 მოხსნა), გალინარი (13+6 მოხსნა), ფარიდი (12+15 მოხსნა), აფლალო (10), ჰარინგტონი (7), ბრიუერი (3), მოზგოვი (0+5 მოხსნა).

ლ: ბრაიანტი (22+6 პასი+6 მოხსნა), ბინუმი (18+12 მოხსნა+2 დაფარება), გასოლი (16+7 მოხსნა+4 დაფარება+3 პასი), სეშენსი (15+9 მოხსნა+6 პასი), ბარნსი (6+2 დაფარება), იბენქსი (4+2 დაფარება), ბლეიკი (3), ჰილი (0+6 მოხსნა).

რეალიზაციის პროცენტი: თამაშიდან (39.8/37.2), სამქულიანები (37.5/24), საჯარიმოები (82.6/80).

სერია: 1-2

არ გაუმართლა "მემფისს" "კლიპერსთან" პირველ გასვლით შეხვედრაში. გადამწყვეტ მომენტში ჯარიმების შესრულება მოუწია კალათბურთელს, რომელმაც სეზონში საჯარიმოს ხაზიდან სიზუსტის 63 პროცენტი დააფიქსირა და გუშინდელ მატჩში სამიდან მხოლოდ ერთი თავისუფალი ჩააგდო.

ეს კალათბურთელია ერიკ ბლედსოუ. მის წინააღმდეგ თამაშის წესი სირენამდე რვა წამით ადრე დაარღვიეს. იმ დროისთვის "კლიპერსის" უპირატესობა მინიმალური იყო. არადა, 15 წამით ადრე, კრის პოლის ზუსტი ტყორცნის შემდეგ, მასპინძლები 6 ქულით იგებდნენ.

თითქოს დარჩენილ წამებში კალიფორნიელთა გეგმა მარტივი უნდა ყოფილიყო - კარგი დაცვა (რასაც "კლიპერსი" მთელი მატჩის განმავლობაში აკეთებდა) და საჯარიმოების სასროლად საიმედო მოთამაშეების გაყვანა. არც ერთმა გეგმამ არ გაამართლა - ევანსმა ვერცერთი ჯარიმა ვერ ჩააგდო და რომ არა ბლედსოუს უზუსტო საჯარიმოები, "კლიპერსისთვის" ყველაფერი კატასტროფულად დასრულდებოდა.

კლიპერსი-მემფისი 87:86

23:22, 27:24, 14:25, 23:15

კ: პოლი (24+11 პასი+4 ჩაჭრა), გრიფინი (17), ფოიე (16), უილიამსი (8+2 დაფარება), იანგი (7), ევანსი (4+11 მოხსნა), ბატლერი (4), მარტინი (4), ბლედსოუ (3+3 პასი).

მ: გეი (24+7 მოხსნა+3 ჩაჭრა), რენდოლფი (17+6 მოხსნა), გასოლი (11+10 მოხსნა+3 დაფარება), პონდექსტერი (11), კონლი (9+8 პასი), მაიო (6+9 მოხსნა+4 პასი+3 ჩაჭრა), ალენი (4), სპეიტსი (4).

რეალიზაციის პროცენტი: თამაშიდან (47.1/40), სამქულიანები (47.1/30.8), საჯარიმოები (43.3/76.9).

სერია: 2-1

"დალასისთვის" სეზონი დასრულდა. მოქმედ ჩემპიონს წლევანდელ პლეი ოფში იგივე დაემართა, რაც შარშან თავად დამართა მაშინდელ ჩემპიონ "ლეიკერსს" - "მშრალი" ანგარიშით წააგო პირველი წრის სერია.

"ოკლაჰომასთან" სერიაში თუნდაც ერთი მატჩის მოგების შანსი ნოვიცკის გუნდს არაერთი ჰქონდა. ასე იყო მეოთხე მატჩში.

მაგალითად, მეოთხე მეოთხედის დასრულებამდე ათი წუთით ადრე "მავერიქსი" 13 ქულას იგებდა, მაგრამ მასპინძლების უპირატესობა დიდხანს არ გაგრძელებულა. ჯეიმს ჰარდენის 10-ქულიანი სოლოს წყალობით, "ოკლაჰომა" 12:0 გაიქცა.

გამარჯვებულთა რიგებში სწორედ ჰარდენი გახდა ყველაზე შედეგიანი. მან დურანტს დიდად ვერ გაუსწრო; სამაგიეროდ, უესტბრუკზე შესამჩნევი ფიგურა იყო. "თანდერის" გამთამაშებელს არაფერი გამოსდიოდა: 12-იდან მხოლოდ სამმა ტყორცნამ მიაღწია მიზანს.

საბოლოოდ, გადამწყვეტი ტყორცნა სირენამდე ათი წამით ადრე სწორედ ჰარდენმა შეასრულა. ამის შემდეგ სტუმრების უპირატესობა ხუთ ქულას შეადგენდა. თეორიულად, "დალასს" ჯერ კიდევ რჩებოდა გადარჩენის შანსი, მაგრამ ტერის ტყორცნამ მიზანს არ მიაღწია.

შედეგად, "ოკლაჰომამ" ამ სეზონში მეცხრედ დაამარცხა "მავერიქსი" (საჩვენებელი თამაშების ჩათვლით) და მხოლოდ ერთხელ წააგო.

დალასი-ოკლაჰომა 97:103

24:26, 23:21, 34:21, 16:35

დ: ნოვიცკი (34+5 მოხსნა+4 პასი), კიდი (16+8 პასი+7 მოხსნა), ტერი (11+3 პასი), მაინმი (10+5 მოხსნა), მერიონი (9+6 მოხსნა+2 დაფარება), კარტერი (8+8 მოხსნა), ჰეივუდი (4), უესტი (3+3 პასი), რაიტი (2).

ო: ჰარდენი (29+5 პასი+5 მოხსნა+3 ჩაჭრა), დურანტი (24+11 მოხსნა+4 პასი+2 დაფარება), უესტბრუკი (12+6 პასი+5 მოხსნა+3 ჩაჭრა), ფიშერი (12), იბაკა (10+6 მოხსნა+3 დაფარება), სეფოლოშა (5), კოლისონი (4+3 პასი), მოჰამედი (4), კუკი (3).

რეალიზაციის პროცენტი: თამაშიდან (41.8/52), სამქულიანები (52.6/37.5), საჯარიმოები (87.5/80).

სერია: 0-4

სავარაუდოდ, "დალასის" მსგავსად, ოთხ მატჩში წააგებს სერიას "იუტა". წინა სამ მატჩში არ ჩანდა სტუმრების თამაშში თუნდაც ერთი კოზირი, რისი წყალობითაც ისინი მოახერხებენ თუნდაც ერთი შეხვედრის მოგებას.

ამჯერად "იუტას" ცუდი სამსახური გაუწია თამაშიდან ტყორცნების რეალიზაციის დაბალმა პროცენტმა; თანაც, გრეგ პოპოვიჩმა მესამე მატჩში დასვენების საშუალება არ მისცა თავის ლიდერებს: პარკერმა 40 წუთი ითამაშა, დანკანმა - 35.

სწორედ ამის გამო აღნიშნული მატჩის ბედი საფინალო სირენამდე დიდი ხნით ადრე გადაწყდა. მასპინძლების აქტიურობის პიკი იყო მესამე მეოთხედის ბოლო ნაწილი, რომლის დროსაც "ჯაზმენებმა" 5 ქულამდე შეამცირეს სხვაობა.

მეტის გაკეთების შანსი მათ არ ჰქონიათ. თითქმის მთელი მეოთხე მეოთხედი "სპურსს" ორნიშნა უპირატესობა გააჩნდა და ის ბოლომდე შეინარჩუნა.

იუტა-სან ანტონიო 90:102

28:30, 22:22, 18:23, 22:27

ი: ჯეფერსონი (21+11 მოხსნა), ჰარისი (21+5 პასი), ფეივორსი (15+11 მოხსნა+2 დაფარება), ბერქსი (11), მილსეპი (9+11 მოხსნა+5 დაფარება), ჰოვარდი (5), ჰეივორდი (4+5 პასი), კეროლი (2+5 მოხსნა), კანტერი (2), ტინსლი (0+4 პასი).

ს-ა: პარკერი (27+6 პასი), დანკანი (17+6 მოხსნა+3 დაფარება+3 პასი), გრინი (14+6 მოხსნა), ჯექსლნი (13+2 დაფარება), სპლიტერი (10+8 მოხსნა), ჯინობილი (6+10 პასი+5 მოხსნა), ნილი (6), ბონერი (3+2 დაფარება), ბლეირი (2), დიაო (2), ლეონარდი (2).

რეალიზაციის პროცენტი: თამაშიდან (40.4/48.8), სამქულიანები (30.8/35), საჯარიმოები (53.8/77.3).

სერია: 0-3

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ანტი-ლგბტ განცხადებების გამო "ჩიკაგომ" კალათბურთელი გუნდიდან გარიცხა
[VIDEO] ლებრონ ჯეიმსის სამმაგი დუბლი - "ლეიკერსმა" "ვაშინგტონ ვიზარდსი" დაამარცხა
[VIDEOS] დონჩიჩი: ბითაძემ ჩემს ოჯახს შეურაცხყოფა მიაყენა - "ლეიკერსი" ეპიზოდის გადახედვას ითხოვს
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა