პირველ ბენდესლიგაში დასარჩენად ბერლინის "ჰერტას" დიუსელდორფის "ფორტუნასთან" ორმატჩიან დუელში ბრძოლა მოუწევს
ბერლინის "ჰერტამ" პლეი ოფის საგზური მოიპოვა, რაც მისი შესაძლებლობების მაქსიმუმი იყო. ლევან კობიაშვილის გუნდი მეორე ბუნდესლიგის მესამეადგილოსან დიუსელდორფის "ფორტუნასთან" ორმატჩიან დუელში გაარკვევს ურთიერთობას და იმედია, პირველ ბუნდესლიგაში დარჩება.

ვეტერანმა ქართველმა "ჰოფენჰაიმთან" მატჩში ბრაზილიელი ზე რობერტოს რეკორდი დაამხო - ლევანს, მის მსგავსად, პირველ ბუნდესლიგაში 336 შეხვედრა აქვს ჩატარებული, რაც ლეგიონერთა შორის საუკეთესო მაჩვენებელია.

"ფორტუნასთან" მატჩები კობიაშვილის მონაგარს ვერ გაზრდის. სამაგიეროდ, თუ "ჰერტა" არ გავარდა, ლევანს ზე რობერტოს რეკორდის დამხობა მომავალი ბუნდესლიგის პირველივე ტურში შეუძლია.

ბუნდესლიგის ბოლო ტურში კობიმ ორმატჩიანი დისკვალიფიკაციის მოხდის შემდეგ ითამაშა და "ჰერტას" ქართველ კაპიტანს ფუნქციები ურიგოდ სულაც არ შეუსრულებია. "ჰერტა" გადათამაშებაში მოხვედრას მიუნხენის "ბაიერნს" უნდა უმადლოდეს, რომელმაც დედაქალაქელთა უშუალო კონკურენტ "კიოლნს" სტუმრად სძლია.

კობიაშვილის მსგავსად, გადათამაშებაში ითამაშებს ალექსანდრე იაშვილიც, ოღონდ მეორე ბუნდესლიგაში დასარჩენად. ორმატჩიან დაპირისპირებაში "კარლსრუეს" მეტოქე "რეგენსბურგი" იქნება და, რა თქმა უნდა, ჩვენიანს აქაც წარმატებას ვუსურვებთ. "აინტრახტთან" შინ 1:0 მოგებულ შეხვედრაში კი "კარლსრუეს" ქართველი კაპიტანი მოედანზე 86-ე წუთამდე იყო.

სამწუხაროდ, ნიკოლოზ გელაშვილმა მორიგი უგოლო მატჩი ჩაატარა და "ბოხუმის" მაისურით სადებიუტო შეხვედრაში გატანილი გოლი მის გერმანულ კარიერაში, ჯერჯერობით, ერთადერთია. მისმა გუნდმა მეორე ბუნდესლიგა მე-11 ადგილზე დაასრულა, "ზესტაფონის" ყოფილმა ფორვარდმა კი მოედანზე მხოლოდ ბოლო 10 წუთი დაჰყო.

იტალიაში ჩვენთვის საინტერესო არაფერი მომხდარა - ლევან მჭედლიძე სათადარიგო იყო, კახა კალაძე კი სერია A-ს გასულ ტურში "ჯენოას" განაცხადში საერთოდ არ გამოჩენილა.

საფრანგეთის ლიგა 2-ში შეიძლებოდა, "ქართული დერბი" გვეხილა, მაგრამ გიორგი მაკარიძის ტრავმის გამო ეს ვერ მოხერხდა. მისმა "ლე მანმა" ამირან სანაიას "ბასტია", რომელსაც ელიტაში აღზევება უკვე განაღდებული აქვს, 3:0 გაანადგურა.

"ლე მანის" კარი ჩვენთვის კარგად ნაცნობმა დიდიე ოვონომ დაიცვა, სანაია კი "ბასტიას" სასტარტო შემადგენლობაში იყო და 58-ე წუთზე შეცვალეს. იმედი დავიტოვოთ, რომ გაისად მას ლიგა 1-ში თამაშის საშუალებაც მიეცემა.

ტრავმირებული ჯანო ანანიძისთვის სეზონი დასრულებულია. მის გარეშე კი მოსკოვის "სპარტაკმა" უკვე გაჩემპიონებულ "ზენიტს" გასვლაზე 3:2 მოუგო.

"ანჟისა" და "რუბინის" მატჩში, რომელიც დაღესტნელებმა 3:1 მოიგეს, ყაზანელთა შორის სრულად ითამაშა საბა კვირკველიამ, რაც არცთუ ხშირად ხდება ხოლმე. ამ მარცხით "რუბინმა" ევროასპარეზზე გასვლის ყოველგვარი შანსი დაკარგა.

"როსტოვისა" და "ვოლგას" შეხვედრაში მოედანზე 90 წუთი დაჰყო "ვოლგას" უკანახაზელმა გია გრიგალავამ.

ჰოლანდიაში რეგულარული სეზონი დასრულდა. ბოლო ტურში "ვიტესმა" ამსტერდამის "აიაქსს" უმასპინძლა და 1:3 დამარცხდა. არნემელთა რიგებში გურამ კაშიამ და გიორგი ჭანტურიამ სრულად ითამაშეს, ვაკო ყაზაიშვილი კი სათადარიგო იყო. 29-ე წუთზე ნიკი ჰოფსმა "ვიტესი" ჭანტურიას გადაცემით დააწინაურა.

"ვიტესი" მე-7 ადგილზე გავიდა და პლეი ოფში ევროპის ლიგის საგზურისთვის იბრძოლებს. პლეი ოფის ნახევარფინალში მისი მეტოქე "ნეიმეგენი" იქნება. ქართველთა გუნდი პირველ მატჩს სტუმრად გამართავს.

აზერბაიჯანში მორიგი მარცხი იწვნია ყველაზე "ქართულმა" "ინტერმა" და ევროპის ლიგის საგზურის მოპოვება კიდევ უფრო სათუო გაიხადა. "ინტერი" უშუალო კონკურენტ "ყარაბახთან" სტუმრად 0:1 დამარცხდა. "ყარაბახის" მაისურით შეუცვლელად გაისარჯა გიორგი ადამია, "ინტერში" კი ასევე 90-90 წუთი ითამაშეს გიორგი ლომაიამ, ვალერი აბრამიძემ და ილია კანდელაკმა.

"ყარაბახსა" და "ინტერს" ქულათა თანაბარი რაოდენობა აქვთ, მაგრამ უკეთესი დამატებითი მაჩვენებლების წყალობით ადამიას გუნდი მესამე ადგილზეა, ბაქოელები კი მეოთხეზე, ანუ ევროზონის მიღმა. აზერბაიჯანული პრემიერლიგის დასრულებამდე ერთი ტურია დარჩენილი.

"ქიაფაზისა" და "თურანის" მატჩში, რომელიც "ქიაფაზმა" 2:1 მოიგო, მისი მეტოქის შემადგენლობაში მოედანზე 90-90 წუთი დაჰყვეს ალექსანდრე გოგობერიშვილმა და გიორგი ბერიაშვილმა. "სუმგაითთან" გასვლით შეხვედრაში, სადაც აზალი 0:1 დამარცხდა, წაგებულთა რიგებში 61-ე წუთიდან გამოჩნდა ნუგზარ კვირტია.

ქართული გოლი კი, არც მეტი და არც ნაკლები, სამხრეთ აფრიკაში გავიდა. გიორგი ნერგაძის "მოროკა სვოლოვსმა" გასვლით დაპირისპირებაში 5:2 გაანადგურა "ბლექ ლეოპარდსი", ანგარიში კი 52-ე წუთზე ქართველმა მცველმა გახსნა. ეს მიმდინარე სეზონში მისი მეორე გოლია, "მოროკას" კი ჩემპიონობის შანსი აქვს.

სამხრეთ აფრიკის ჩემპიონატის დასრულებამდე ორი ტურია დარჩენილი და ნერგაძის გუნდი ლიდერ "ორლანდო პაირატსს" ამდენივე ქულით ჩამორჩება.

"გერმანული ლეგიონი პლეი ოფის იმედად" (იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

giga gulua
არვამბობ მარტალს?ტუარვამბობ მიტხარიტ რატომ.ტუარადა ტქვენს დედებს მოვ....ტ
giga gulua
yvela qartveli legioneri rogor unda iyos yvelaze gamosirebul gundebshi.amitomac ari chveni nakrebi dasirebuli ui ui ui.
L'Équipe: 5 ფაქტი, რომელიც ევროპირველობების რეკორდსმენ მამარდაშვილზე უნდა ვიცოდეთ
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა