ინგლისის ეროვნული გუნდის წარუმატებლობას ფანები კვლავ მძაფრად განიცდიან. ფაბიო კაპელოს სამსახურიდან მოსახსნელად გახდომია საქმე...

ინგლისის ეროვნული გუნდის წარუმატებლობას ფანები კვლავ მძაფრად განიცდიან. ფაბიო კაპელოს სამსახურიდან მოსახსნელად გახდომია საქმე. ინგლისელების მძლეველი გერმანიის გუნდი კვლავ სამხრეთ აფრიკაშია და არგენტინასთან დიდი მატჩისთვის ემზადება, ფრენკ ლემპარდი კი... თუმცა, რა? ლემპარდი მაინც გაზეთების ყურადღების ცენტრშია და ფული რომ არ აკლია, ეს ხომ დიდი ხანია ვიცით - ლემპარდი და კრისტინ ბლიკლი ურთიერთობას აღარ მალავენ. მათ საჯაროდაც კი აკოცეს ერთმანეთს და ამ ფოტოებმა უკვე მოირბინა მთელი ბრიტანეთი.

დავაზუსტოთ: ვინ არის კრისტინ ბლიკლი? ეს გახლავთ ცნობილი ადამიანი. 31 წლის ჩრდილო ირლანდიელი ტელევარსკვლავი, BBჩ-ერთის თანაწამყვანი, დილის პროგრამა თჰე ონე სჰოწ-ს წამყვანი და სხვა მრავალი რეიტინგული ტელეპროექტის მონაწილე. მას და "ჩელსის" ნახევარმცველს დიდი ხანია ერთად ხედავენ, თუმცა წყვილი გრძნობებს მალავდა და ამტკიცებდა, რომ მხოლოდ მეგობრული ურთიერთობა აქვთ. მაგრამ, ყოვლისშემძლე ინგლისურ ტაბლოიდებს რას გამოაპარებ - საკმარისი იყო ფრენკსა და კრისტინს სარდინიაზე თავი სამშვიდობოს ეგრძნოთ, რომ პაპარაცებმა "დაუჩხაკუნეს". ცნობისთვის: ლემპარდი და ბლიკლი სარდინიაზე მარტონი არ ისვენებენ, მათ ფრენკის დეიდაშვილი ჯეიმი რედნაპი და მისი მეუღლე ლუიზიც თან ახლავთ. "ლელოს" მკითხველისთვის კარგად არის ცნობილი, რომ ჯეიმი რედნაპის მამა "ტოტენჰემის" მწვრთნელი, ცნობილი ინგლისელი სპეციალისტი ჰარი რედნაპია, რომლის მეუღლე ფრენკ ლემპარდის დეიდა გახლავთ. საკუთრივ ჯეიმი რედნაპის ამბავს კი აბა, რა შეხსენაბა უნდა. ის თამაშობდა "ლივერპულსა" და "ტოტენჰემში", ხლო ინგლისის ნაკრების მაისური 17-ჯერ აქვს მორგებული. გარდა ამისა, "ლელოში" ხშირად ვთარგმნით "დეილი მეილში" გამოქვეყნებულ მის ანალიტიკურ წერილებს პრემიერლიგის შესახებ.

ასე და ამგვარად, ფრენკ ლემპარდისა და კრისტინ ბლიკლის რომანი გახმაურებული და გამომზეუყრებულია, ხოლო მსოფლიოს ჩემპიონატზე ინგლისის ნაკრების ჩაფლავებით გამოწვეული გულისწყრომა დავიწყებული. როგორც ტაბლოიდები წერენ, ის ფაქტი, რომ ბლიკლი რედნაპებთან ერთად ისვენებს იმას მიუთითებს, რომ ის ფრენკის ოჯახში მიღებული ადამიანია.

რაკიღა ლემპარდ-რედნაპების "კლანზე" ვლაპარაკობთ, შეგახსენებთ, რომ ფრენკის მამა 61 წლის ფრენკი-უფროსიც ფეხბურთელი იყო. ის "ვესტ ჰემში" თამაშობდა და 1981 წელს თბილისის "დინამოს" წინააღმდეგ თასების მფლობელთა თასის მეოთხედფინალის ორივე შეხვედრაში ითამაშა. შეგახსენებთ იმასაც, რომ ფრენკ ლემპარდ-უფროსის მეუღლე ანუ ახლანდელი ვარსკვლავის დედა პეტი 2008 წელს, 58 წლისა სიმსივნისგან გარდაიცვალა.

აღსანიშნავია, რომ კრისტინ ბლიკლი სამხრეთ აფრიკაშიც გახლდათ და გერმანელებთან ცნობილ შეხვედრაში ფრენკს (რომელსაც გოლი არ ჩაუთვალეს) ტრიბუნიდან ამხნევებდა. სამხრეთ აფრიკიდა, ტელევარსკვლავი დამარცხებული და თავჩაქინდრული ნაკრების თვითმფრინავს გამოჰყვა - თანადგომაც ამას ჰქვია. ტაბლოიდების ამბავი კი მართლაც გასაკვირია. მათ აღმოაჩინეს, რომ კრისტინს თითზე ბეჭედი ეკეთა და ჩათვალეს, რომ ის და ფრენკი სადაცაა დაქორწინდებიან, თუმცა ქალის აგენტმა განაცხადა, რომ ეს სიმართლე არ არის და ბეჭედი, რომელსაც პრესამ დიდი ყურადღება დაუთმო (და რომელიც დიდი შანსია ბოლოს მართლაც საქორწინო გამოდგეს) კრისტინს ხან ერთ ხელზე უკეთია და ხან მეორეზე. გაზეთები შეგვახსენებენ, რომ ფრენკი და კრისტინი ერთმანეთს შარშან ოქტომბრიდან ხვდებიან.

გადაწყვეტილება შეცვალეს - "სიტისთან" განადგურების შემდეგ, "ლივერპულის" ხელმძღვანელობამ სლოტის მომავალზე იმჯელა
ვან დეიკმა "სიტისთან" განადგურების პასუხისმგებელ პირებზე ისაუბრა და პსჟ-ისთან მატჩამდე "ლივერპულის" ფეხბურთელებს მიმართა
დადასტურდა - სილვა სეზონის დასრულების შემდეგ "სიტის" დატოვებს
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა