განსაკუთრებით აღსანიშნავია თეიმურაზ ჯუღელის მიღწევა - მძიმეწონოსანმა ჩემპიონი ჰარუმაფუჯი დაამარცხა
7 მაისს ტოკიოში სამივე ქართველმა სუმოისტმა გაიმარჯვა, მაგრამ განსაკუთრებით აღსანიშნავია თეიმურაზ ჯუღელის (გაგამარუ) მიღწევა - მძიმეწონოსანმა ჩემპიონი ჰარუმაფუჯი დაამარცხა.

ჩვენებურმა მონღოლი "მზიური ცხენი" მაყურებელთა დარბაზში მოისროლა და მერე თავად მიჰყვა. მესამე დღეა, გაგამარუ მხოლოდ ოძეკებს ხვდება - ახალი მეტოქე კოტოშოგიკუა.

მეორე გამარჯვება იზეიმა ტოჩინოშინმა (ლევან გორგაძე), რომელმაც ელიტის დებიუტანტი ჩიოტაირიუ დაამარცხა - გამოუცდელი "დიდი გველეშაპი" მთელი შემართებით დაიძრა ქართველისკენ, ლევანი კი მას გამოეცალა. 8 მაისს ჩვენებურის მეტოქე გამოცდილი მონღოლი ტოკიტენკუა.

მეორედ იმარჯვა ძურიოს დივიზიონში მოასპარეზე კოკაიმაც (ლევან ცაგურია). შეგახსენებთ, რომ კოკაის დივიზიონში დასარჩენად აუცილებლად ესაჭიროება ნაცუ ბაშოს დადებითი ბალანსით დასრულება.

II დღე (მნიშვნელოვანი ბრძოლები): ჰაკუჰო-არანი (ცუკიდაში), ბარუტო-ტაკაიასუ (იორიკირი), კისენოსატო-ამინიშიკი (ცუკიოტოში), კოტოშოგიკუ-ჰომაშო (იორიკირი), გოეიდო-კოტოოშუ (სუკუინაგე), მიოგირიუ-კაკურიუ (ოშიდაში), გაგამარუ-ჰარუმაფუჯი (ოშიდაში), ტოიონოშიმა-ტოიოჰიბიკი (კატასუკაში), ოკინოუმი-ტაკეკაძე (ჰატაკიკომი), ვაკაკოიუ-ტოჩინოვაკა (ჰიკიოტოში), ტოჩინოშინი-ჩიოტაირიუ (ჰატაკიკომი). ძურიო: კოკაი-ბუშუიამა (ოშიდაში).

III დღე (მნიშვნელოვანი წყვილები): ჰაკუჰო-ტაკაიასუ, ჰომაშო-კისენოსატო, გაგამარუ-კოტოშოგიკუ, კოტოოშუ-ტოიოჰიბიკი, კაკურიუ-გოეიდო, ჰარუმაფუჯი-არანი, ბარუტო-მიოგირიუ, ტოიონოშიმა-ამინიშიკი, ტაკეკაძე-ტოჩიოძანი, ტოჩინოვაკა-მიაბიამა, ტოჩინოშინი-ტოკიტენკუ. ძურიო: კოკაი-სატოიამა.

"სამივემ იმარჯვა" (იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"ბიჭების გამო მაინც დარჩი, შენთან ერთად ვარჯიში მათთვის დიდი გამოცდილებააო" - ტოჩინოშინის ინტერვიუ კვირის პალიტრასთან
ტოჩინოშინმა საიუბილეო, მე-100 ბაშო ნაადრევად შეწყვიტა
ტოჩინოშინმა ტაკარაფუჯი მარტივად დაამარცხა [VIDEO]
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა