ინგლისური კლუბის გულშემატკივრებმა ამით გუნდის ბოლოდროინდელი შედეგები გააპროტესტეს
"ბლექბერნ როვერსის" გულშემატკივრებმა გუნდის შედეგების გასაპროტესტებლად მოედანზე ქათამი გაუშვეს. ინციდენტი 7 მაისს მოხდა, როდესაც "ბლექბერნმა" საკუთარ მოედანზე "უიგანთან" 0:1 წააგო.

ამ დამარცხებამ "ბლექბერნს" ინგლისის პრემიერლიგაში ადგილის შენარჩუნების შანსი მოუსპო (37 ტურის შემდეგ გუნდს 31 ქულა აქვს მოპოვებული და ბოლოსწინა, მე-19 ადგილზე იმყოფება). ამან ფანების განრისხება გამოიწვია, რომელთაც მატჩზე თან ქათამი ჰყავდათ მიყვანილი.

თუ როგორ მოახერხეს მათ ფრინველის ტრიბუნაზე აყვანა, უცნობია.

"ბლექბერნის" ფორმიანი ქათამი მოედანზე მატჩის დასაწყისში გამოჩნდა. გარკვეული დროის მანძილზე ის მოედანზე იმყოფებოდა, შემდეგ კი "უიგანის" მეკარე ალი ალ-ჰაბსიმ და "ბლექბერნის" თავდამსხმელმა იაკუბუ აიგბენმა დაიჭირეს. ფეხბურთელებმა ფრინველი სტადიონის თანამშრომლებს გადასცეს და მათ მოედნის ფარგლებს გარეთ გაიყვანეს.

"ბლექბერნისთვის" ქათამს თავისებური სიმბოლური დატვირთვაც აქვს - ამ ინგლისური კლუბის მფლობელი ინდური კომპანია Venky's London Limited სწორედ ქათმის ხორცისგან დამზადებული პროდუქციის ბიზნესითაა დაკავებული.

გადაწყვეტილება შეცვალეს - "სიტისთან" განადგურების შემდეგ, "ლივერპულის" ხელმძღვანელობამ სლოტის მომავალზე იმჯელა
ვან დეიკმა "სიტისთან" განადგურების პასუხისმგებელ პირებზე ისაუბრა და პსჟ-ისთან მატჩამდე "ლივერპულის" ფეხბურთელებს მიმართა
დადასტურდა - სილვა სეზონის დასრულების შემდეგ "სიტის" დატოვებს
ფრე წაგების შემდეგ - გოგლიჩიძემ და ჩაკვეტაძემ შეუცვლელად ითამაშეს
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა