ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო ჩემპიონატი
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA
• ლელო

პრინცი დადიანოვი ბორჯღალოსნებს ქომაგთა მრავალათასიან არმიას ჰპირდება

პრინცი დადიანოვი ბორჯღალოსნებს ქომაგთა მრავალათასიან არმიას ჰპირდება

ქართველი პრინცი ვიქტორ გრინვიჩ-დადიანოვი, რომელიც სამშობლოდან შორს, ავსტრალიაში ცხოვრობს, ქართული რაგბის დიდი ქომაგია...

ქართველი პრინცი ვიქტორ გრინვიჩ-დადიანოვი, რომელიც სამშობლოდან შორს, ავსტრალიაში ცხოვრობს, ქართული რაგბის დიდი ქომაგია. 2003 წელს, როცა "ბორჯღალოსნებმა" ავსტრალიაში გამართულ მსოფლიო თასის გათამაშებაში პირველად იასპარეზეს, ის ჩვენი მორაგბეების მასპინძელი გახლდათ. გრინვიჩ-დადიანოვმა ბევრი რამ გააკეთა საიმისოდ, რათა უგულშემატკივროდ ჩასულ საქართველოს ნაკრებს თავი ეულად არ ეგრძნო. სახელდახელოდ შექმნილი "საქართველოს ნაკრების გულშემატკივართა კლუბი" ჩვენს ბიჭებს ყველა თამაშზე ომახიანად უჭერდა მხარს. მაშინ ქართველმა პრინცმა სხვა ბევრი ღონისძიებაც გამართა და რადგან ავსტრალიასა და ახალ ზელანდიაში საქართველოს საპატიო კონსულია, აპირებს, ყურადღება "ბორჯღალოსნებს" არც ახალ ზელანდიაში მოაკლდეთ.

პრინცი გრინვიჩ-დადიანოვი ამჟამად სამშობლოშია. საკმაოდ დატვირთული გრაფიკის მიუხედავად, რაგბიზე სასაუბროდ სიამოვნებით დაგვთანხმდა.

- თქვენ უკვე შეხვდით საქართველოს რაგბის კავშირის ხელმძღვანელებს. ხომ ვერ გაგვანდობდით თქვენი საუბრის დეტალებს?

- განსკუთრებული არაფერი გვითქვამს. მე, უბრალოდ, გავეცანი, ასე ვთქვათ, თავი წარვუდგინე საქართველოს რაგბის კავშირს. საკმაოდ თბილი შეხვედრა მქონდა პრეზიდენტ გიორგი ნიჟარაძესთან. ვკითხე, რით შეიძლება, დავეხმარო. მან დიდი მადლობა გადამიხადა ყურადღებისთვის და ასე დავცილდით. ვფიქრობ, ჩვენი ურთიერთობა მომავალში გაგრძელდება და უფრო შინაარსიანი გახდება.

საქართველოს რაგბის კავშირს გადავეცი ის უზარმაზარი დროშები, რომლებსაც 2003 წლის მსოფლიო თასზე "ბორჯღალოსანთა" ქომაგობისთვის ვაფრიალებდით. მინდა, ის დროშები აქ, საქართველოში ინახებოდეს.

- 2003 წელს ავსტრალიაში, როცა საქართველოს ნაკრებმა პირველად ითამაშა მსოფლიო თასზე, თქვენ საკმაოდ მრავალრიცხოვანი ქომაგობის დარაზმვა შეძელით...

- დიახ, ასე იყო. მაგალითად, სამხრეთ აფრიკის ნაკრებთან მატჩში საქართველოს 30 ათასამდე ქომაგი უჭერდა მხარს. ყველა ერთხმად მღეროდა "ლელოო, ლელოო". მათი შეძახილები იქაურობას აყრუებდა.

გარწმუნებთ, ასე იქნება ახალ ზელანდიაშიც, რადგან საქართველოს ნაკრებს იქაც ბევრი ქომაგი ჰყავს. ჩვენი ქვეყნის მიმართ დიდი სიყვარული, თბილი დამოკიდებულება მიუხედავდ იმისა, რომ შვიდი წელიწადი გავიდა, ისევ აქვს უამრავ ადამიანს.

ქართველთა თამაშმა მაშინ დიდი ინტერესი გამოიწვია. ეს პატარა ქვეყანა ხომ სარაგბო გიგანტებს უწევდა წინააღმდეგობას, რომელთა ნაკრებებშიც პროფესიონალი მორაგბეები თამაშობენ. მათ დიდ ფულს უხდიან, რასაც ვერაფრით ვიტყვით ჩვენს ბიჭებზე. ეს მათ მიმართ დიდ სიმპათიას იწვევს.

ასე რომ, საქართველოს ნაკრებს ახალ ზელანდიაში ქომაგთა მრავალათასიანი არმია ეყოლება და გუნდის მოთამაშებმა ეს უნდა იცოდნენ, ამისთვის მზად უნდა იყვნენ.

- გამოდის, ისევ დააფუძნებთ საქართველოს ნაკრების გულშემატკივართა კლუბს?

- ეს ძნელი არ იქნება. ვფიქრობ, უნდა შეიქმნას ვებ-გვერდი, რომლის მეშვეობითაც გულშემატკივრებს საშუალება ექნებათ, გამოგვეხმაურონ. ეს უკეთ ორგანიზების შესაძლებლობას მოგვცემს. კარგი იქნება, თუ ამას საქართველოს რაგბის კავშირი გააკეთებს, თუ არა და, მაშინ, ვეცდები, მე მოვახერხო რამე.

- 2003 წელს თქვენ საქველმოქმედო აქციაც გამართეთ. თუ არ ვცდები, შემოწირულობებს აგროვებდით...

- არა, ჩვენ მაშინ საქართველოს ნაკრების მაისურები და კეპები გავყიდეთ. შემოსული თანხის ნახევარი საქართველოს მორაგბეთა ნაკრების სახელით ავსტრალიის ერთ-ერთ სავადმყოფოს გადავეცით, ნახევარი კი თბილისში, ბავშვთა საავადმყოფოს გადავურიცხეთ. ამით ავსტრალიელებს დავანახვეთ, რომ ქართველებს კეთილი გული გვაქვს და საკმაოდ დიდი ავტორიტეტიც მოვიპოვეთ.

- როგორ მოხდა თქვენი დაინტერესება რაგბით?

- საქართველოდან ემიგრაციის შემდეგ ერთი ხანობა ახალ ზელანდიაში ვცხოვრობდი. ამ ქვეყანაში რაგბი რელიგიის დონეზეა. შეუძლებელია, ახალ ზელანდიაში ცხოვრობდე და რაგბით არ დაინტერესდე, არ ითამაშო. მეც ვთამაშობდი, ცხადია, სამოყვარულო დონეზე. რაგბით მეტად დაინტერესება კი ჩემმა ნათესავმა, პრინცმა ალექსანდრ ობოლონსკიმ განაპირობა. ის ინგლისის ნაკრებში თამაშობდა და ახალი ზელანდიის ნაკრებს ერთხელ სამი ლელო გაუტანა. ძალიან მაგარი მორაგბე იყო. კარგად იმიტომ თამაშობდა, რომ, როგორც თვითონ ამბობდა, ხამანწკებს ჭამდა და შამპანურს სვამდა.

- ისევ ჩვენს ნაკრებს დავუბრუნდეთ, 2007 წელს ბორჯღალოსნებმა მსოფლიო თასზე შესანიშნავად ითამაშეს. თქვენ როგორი შთაბეჭდილება დაგრჩათ?

- აღფრთოვანებული ვარ ჩვენი ბიჭებით. კარგად ვიცნობ ილია ზედგინიძეს. ძალიან გამიკვირდა, როცა გავიგე, რომ ის კიდევ თამაშობს. ჯერ კიდევ ავსტრალიაში ყველა გაოცებული იყო მისი თავდადებით. ყველამ იცოდა, რომ შუბლში ძვლის ნაცვლად პლატინას ფირფიტა უდევს, მაგრამ ის არაფერს ეპუებოდა, ბოლომდე თავდაუზოგავად იბრძოდა.

ამჟამინდელი საქართველოს ნაკრები, ვფიქრობ, უფრო ძლიერია, უფრო დისციპლინირებული, კარგი ოსტატებით დაკომპლექტებული გუნდია. ახალ ზელანდიაში, სავარაუდოდ, მინიმუმ ორ თამაშს მოვიგებთ, რაც შესანიშნავი შედეგი იქნება.

მინდა, მივულოცო იმ მორაგბეებს, რომლებიც საქართველოს ნაკრების კვართს მოირგებენ და მსოფლიო თასზე ჩვენი ქვეყნის ღირსებას დაიცავენ. ეს უდიდესი პატივია.

ამასთან, მოვიწოდებ გულშემატკივრებს, ვინც ახალ ზელანდიაში აპირებს საქომაგოდ წასვლას, თადარიგი ადრიანად დაიჭირონ და საქმეს ბოლოსკენ ნუ გადადებენ. წინააღმდეგ შემთხვევაში მსოფლიო თასზე მოხვედრა შეუძლებელი იქნება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

საქართველოს 15-ქალა ნაკრების წინსვლა რეიტინგში

15-ქალა | ხორვატებთან ახალი რეკორდით

15-ქალა | მაისურაძემ ხორვატებისთვის შემადგენლობა შეარჩია

კალანდაძე თბილისის "დინამოში" დაბრუნდა

საქართველოს 15-ქალა ნაკრების წინსვლა რეიტინგში

გრიზმანი MLS-ში - მოლაპარაკებები დასკვნით სტადიაშია

ცვლილებები დაცვით ხაზში - "რეალიდან" ალაბას წასვლა გადაწყვეტილი ამბავია

კიდევ დიდი ხნით პსჟ-ში - ჟოაო ნევეში კონტრაქტს გაახანგრძლივებს

ქალთა ნაკრები საბერძნეთთან მატჩისთვის მზადებას განაგრძობს

ლეგიონერები/ცინცაძე MVP გახდა. დიხამინჯიამ და კბილაშვილმა 4-4 გოლი გაიტანეს

15-ქალა | ხორვატებთან ახალი რეკორდით

20 წ. | კარგი ტაიმით მსოფლიოს ჩემპიონთან

კვარაცხელია, დუე და ბარკოლა დემბელეს გარეშე - როგორი იქნება "მონაკოსთან" პსჟ-ს შემადგენლობა?

"ბარსელონაში" დაბრუნებისას, საუკეთესო ფორმაში არ ვიყავი" - ჟოაო კანსელო

"სერია A-ში თამაში ყველაზე რთულია" - ალეგრი "პარმასთან" მარცხის შემდეგ

L'Équipe: პსჟ-ში შევალიეს ბედი საფონოვზეა დამოკიდებული

ლებრონ ჯეიმსმა მორიგი რეკორდი დაამყარა

თბილისური შეკრება დასრულდა | 9 ლეგიონერს ჯიკიჩმა სუპერლიგის 5 მოთამაშე დაამატა

"მწვრთნელი გამარჯობასაც კი არ მეუბნება" - საზონოვი "ტორინოს" განრისხებულ ფანებს შეხვდა

[VIDEO] მამუკელაშვილის შედეგიანი მატჩი ყოფილ გუნდთან - "ტორონტომ" "მილუოკი" დაამარცხა

[VIDEO] მიქაუტაძემ ამჯერად ვერ გაიტანა - "ვილიარეალმა" "ვალენსია" დაამარცხა

ზივზივაძის გარეშე - "ჰაიდენჰაიმმა" "შტუტგარტთან" ქულები გაიყო

გულიაშვილის 71 წუთი - "რასინგმა" მოიგო და ისევ ლიდერია