ჯო კოულიმა "ლივერპულს" ევროპის ლიგაში საოცარი სტარტი აჩუქა...
ჯო კოულიმა "ლივერპულს" ევროპის ლიგაში საოცარი სტარტი აჩუქა - "ჩელსიდან" "ენფილდ როუდზე" ახალგადასულმა ვარსკვლავმა "სტიტუას" 25-ე წამზე (!) გაუტანა გოლი, რომელიც მერსისაიდულ გუნდში მისთვისაც პირველი იყო. კოულისთვის ეს გოლი ორმაგად სასიხარულო გამოდგა, რადგან გეხსომებათ, წითელი მაისურით სეზონი უიღბლოდ დაიწყო – "არსენალთან" პირველსავე შეხვედრაში გააძევეს მოედნიდან. ახლა უიღბლობა იღბლით შეიცვალა: ბუქარესტის გუნდთან თამაში ხეირიანად დაწყებულიც არ იყო, რომ მეტოქის ცენტრალური მცველი ოქტავიან აბდურანი საშინლად შეცდა, კოულს საგოლე პასი მიაწოდა და მანაც საჩუქრით ისარგებლა.

მატჩის შემდეგ კმაყოფილმა ვარსკვლავმა განაცხადა: ~ერთი თვე ფეხბურთი ვერ ვითამაშე, რამაც ჩემზე ძალიან დამთრგუნველად იმოქმედა, მაგრამ ცუდი პერიოდი კარგმა შეცვალა და აი, "ლივერპულის" მაისურით პირველი გოლიც შევაგდე. არადა, დისკვალიფიკაცია თითქოს საუკუნეები გაგრძელდა. აქამდე ევროთასებზე გოლი არასდროს გამეტანა, ასე რომ როგორც პირადად მე ასევე მთელ გუნდს ჩინებული სტარტი გამოგვივიდა.

წარმატებას რომ მიაღწიო საშინაო თამაშები უნდა მოიგო. ჩვენც ასე მოვიქეცით, თან 4:1 ძალიან შთამბეჭდავი ანგარიშია. შინ გუნდმა სამ შეხვედრაში რომ გაიმარჯვოს და ერთიც სტუმრად ფრედ დაასრულოს, ჯგუფიდან გასულია".

გახარებული ფეხბურთელის ნათქვამს მერსისაიდელთა მწვრთნელმა როი ჰოჯსონმა თავის მხრივ დაამატა:

"ჯომ ამ შეხვედრაში განა მარტო გოლი გაიტანა, არამედ მთელი შეხვედრა ძალიან ცოცხლად ჩაატარა~.

ჰოჯსონმა ამ შეხვედრაში წინა თამაშთან შედარებით რვა ფეხბურთელი შეცვალა. მან "სტიაუას" წინააღმდეგ არც სტივენ ჯერარდი და ფერნანდო ტორესი ათამაშა, რაც ასე ახსნა:

"გამორიცხულია ჯერარდსა და ტორესს გამუდმებით კვირაში სამჯერ მოსთხოვო მოედანზე გასვლა".

მითუფრო, როდესაც კვირას "მანჩესტერ იუნაიტედთან" აქვს სათამაშო.

ევროპა ლიგა: 1/4-ფინალში ორი ინგლისური და ორი ესპანური გუნდი გავიდა
ევროტურნირებზე ინგლისური გუნდებიდან მხოლოდ "ასტონ ვილამ" გაიმარჯვა
ევროპა ლიგის 1/8 ფინალური ეტაპის წილისყრის შედეგები ცნობილია
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
ბასილაშვილი მონტე კარლოს საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალში იასპარეზებს!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
სამი კანდიდატი, საიდანაც ერთ-ერთი ფავორიტია - ვინ შეცვლის გატუზოს იტალიის ნაკრებში
ლიოვი მსოფლიო ჩემპიონატზე ერთ-ერთ ნაკრებს გაწვრთნის - მოულოდნელი დაბრუნება მუნდიალამდე 2 თვით ადრე