10 მაისს ლევან კობიაშვილის "ჰერტას" დიუსელდორფის "ფორტუნასთან" პირველი სარელეგაციო დუელი ელის
10 მაისი

ჰერტა-ფორტუნა 22:30

სავარაუდო შემადგენლობები

ჰერტა (4-2-3-1): კრაფტი - იანკერი (ან ლელი), ნიმაიერი, ჰუბნიკი, ჰოლანდი - პერდედაი, კობიაშვილი - ებერტი, რაფაელი, ბენ ჰატირა - რამოსი.

ფორტუნა (4-2-2-2): გრიუნი - შრიოკი, კლაინე, მავრაი, შმიდტგალი - პრიბი, პეკოვიჩი - სარარერი, პექთურქი - ოუშენი, ნიოთე.

10 მაისს ლევან კობიაშვილის "ჰერტას" დიუსელდორფის "ფორტუნასთან" პირველი სარელეგაციო დუელი ელის. როგორც იცით, ბერლინელებმა ბუნდესლიგაში მე-16 ადგილი დაიკავეს და ელიტაში ადგილის შესანარჩუნებლად მეორე ბუნდესლიგის მესამეადგილოსან "ფორტუნასთან" ორრაუნდიან ბრძოლაში გამარჯვება სჭირდებათ.

პირველი მატჩი დღეს ბერლინში, სავარაუდოდ, სავსე "ოლიმპიაშტადიონზე" გაიმართება. "ჰერტა" ფავორიტია, მაგრამ მხოლოდ იმიტომ, რომ პირველი ბუნდესლიგის წარმომადგენელია.

ბერლინელთა მთავარმა მწვრთნელმა ოტო რეჰაგელმა ამიტომაც გააფრთხილა თავისი შეგირდები - ზედმეტი თავდაჯერება ახლა ძალიან სახიფათოაო. კობის გუნდისთვის კარგი ის არის, რომ რეჰაგელს მხოლოდ თავდამსხმელი პიერ-მიშელ ლასოგა აკლია.

რაც მთავარია, გამოჯანმრთელდა მარჯვენა მცველი კრისტიან ლელი და ამ დღეებში რეჰაგელმა გარემარბი თუნაი თორუნიც შეიწყალა - როგორც იცით, ოტომ ეს უკანასკნელი ერთი კვირის წინ გუნდიდან მოკვეთით დასაჯა. რეჰაგელი ამბობს, რომ თორუნს შეურიგდა და ეს უკანასკნელი დღეს, მინიმუმ, განაცხადში აუცილებლად იქნება.

რაკი ცნობილია, რომ რეჰაგელს არ უყვარს როტაციები, "ჰერტა" დღეს, სავარაუდოდ, იმ ძირითადი შემადგენლობით ითამაშებს, რომლითაც შაბათს "ჰოფენჰაიმი" 3:1 დაამარცხა და რელეგაციამდე მიაღწია.

ერთადერთი განსხვავება მხოლოდ ლასოგას არყოფნაა, რომელმაც უმძიმესი ტრავმა მიიღო. ამ უკანასკნელს დღეს სასტარტოში, სავარაუდოდ, ადრიან რამოსი შეცვლის და სწორედ ეს უკანასკნელი იქნება "ჰერტას" ერთადერთი ცენტრფორვარდი.

რეჰაგელმა პირველი სერიოზული ტიტული დიუსელდორფში მოიგო

73 წლის რეჰაგელი გუშინდელ პრესკონფერენციაზე უჩვეულოდ მშვიდი ჩანდა. "რაც უნდა ვილაპარაკოთ, ყველაფერი უშუალოდ მოედანზე ფეხბურთელებმა უნდა გადაწყვიტონ. ამიტომაც ბევრ ლაპარაკს არ ვაპირებ. უბრალოდ, დაველოდოთ მატჩს," - განაცხადა ოტომ.

ნერვიულობა უფრო "ჰერტას" მენეჯერ მიხაელ პრეეტცს ეტყობოდა, რომელსაც ახალი არაფერი უთქვამს: "ფორტუნასთან" მატჩები ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანია ამ სეზონში. მიზანი კი ის არის, რომ "ჰერტამ" მომდევნო სეზონშიც პირველ ბუნდესლიგაში უნდა ითამაშოს. ვფიქრობ, ჩვენმა ფანტასტიკურმა ფანებმა ეს დაიმსახურეს," - აღნიშნა მან.

საინტერესოა ის, რომ რეჰაგელიც და პრეეტციც თავიანთი წარსულით დიუსელდორფულ კლუბთან არიან დაკავშირებულები, თუმცა მათი თქმით, ეს დღეს არანაირ როლს არ ითამაშებს.

პრეეტცი წარმოშობით დიუსელდორფელია და თავის დროზე პროფესიულ ფეხბურთში პირველი ნაბიჯები სწორედ "ფორტუნას" ფორმით გადადგა, რეჰაგელი კი "ფორტუნას" დამრიგებელი გახლდათ და 1980 წელს გერმანიის თასის მოგებით ამ გუნდთან ერთად თავის სამწვრთნელო კარიერაში პირველი სერიოზული ტიტული მოიგო.

1980 წლის 4 ივნისს რეჰაგელის გაწვრთნილმა "ფორტუნამ" გერმანიის თასის ფინალში "კიოლნი" სენსაციურად დაამარცხა და ცხადია, ეს "მეფე ოტოს" ჩვენმა გერმანელმა კოლეგებმაც შეახსენეს, მაგრამ დღეს ეს ამბავი რეჰაგელისთვის მხოლოდ იმას ნიშნავს, რომ ბერლინელები ძალიან ფრთხილად უნდა იყვნენ, რადგან მაშინაც და ახლაც დიუსელდორფელები აუტსაიდერებად მიიჩნეოდნენ.

"მაშინ არავის სჯეროდა, რომ ჩვენ გელზენკირხენის "პარკშტადიონზე" კიოლნის დამარცხებას მოვახერხებდით, რადგან "ფორტუნა" აუტსაიდერი იყო. მხოლოდ იმას დავძენ, რომ აუტსაიდერები ყოველთვის სახიფათონი არიან," - თქვა რეჰაგელმა.

მისი თქმით, დღევანდელ მატჩში "ჰერტას" მიზანი ნულზე გამარჯვებაა და ოტოს ფანების იმედი აქვს. გუშინ საღამოს 55 000 ბილეთი იყო გაყიდული - ბერლინელები იმედოვნებენ, რომ დღეს "ოლიმპიაშტადიონის" ტრიბუნები გაივსება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
[VIDEO] 2 წითელი ბარათი და 3 გაუქმებული გოლი - "ლევერკუზენმა" 9-კაციანი "ბაიერნი" ვერ დაამარცხა
თუ კეინი წავა - "ბაიერნი" ოსიმენის დამატებას შეეცდება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა