მადრიდის უმაღლესი კატეგორიის ტურნირი თანდათან გადამწყვეტ ფაზაში შედის
მადრიდის უმაღლესი კატეგორიის ტურნირი თანდათან გადამწყვეტ ფაზაში შედის. 9 მაისს იქ ქალებმა მეოთხედფინალისტების გამოვლენა დაიწყეს.

რთული მატჩი ჩაატარა მსოფლიოს პირველმა ჩოგანმა ვიქტორია აზარენკამ. მეორე წრეში მისი მეტოქე ანდრეა ჰლავაჩკოვა იყო, რომელიც ლუსი ჰრადეცკასთან ერთად წყვილებში როლან გაროსის მოქმედი ჩემპიონი გახლავთ, ერთეულთა რეიტინგში კი 117-ე ადგილს იკავებს. თუმცა მან სერიოზული ბრძოლა გაუმართა ბელარუს ჩოგბურთელს.

ვიქტორიამ პირველი სეტი მეექვსე გეიმში აღებული ერთადერთი ბრეიკის წყალობით მოიგო. მეორე პარტიაში კიდევ უფრო დაძაბული ბრძოლა იყო. მესამე გეიმში აზარენკამ ხუთი ბრეიკი მიიღო, მაგრამ ჩეხი რისკავდა და მიზანში არტყამდა.

მეხუთე გეიმში მხოლოდ მესამე ცდაზე გააკეთა აზარენკამ ბრეიკი და 3:2 დაწინაურდა. თითქოს ყველაფერი მსოფლიოს პირველი ჩოგანის გამარჯვებისკენ მიდიოდა, მაგრამ მე-10 გეიმში ვიქტორიას საკუთარ გეიმში ჩავარდნა დაეწყო - მან სამი ორმაგი შეცდომა დაუშვა და ჩეხს ბრეიკის საშუალება მისცა. 6:5-ზე ჰლავაჩკოვას სეტბოლიც კი ჰქონდა, მაგრამ აზარენკამ არ მისცა მისი გამოყენების საშუალება. ტაი-ბრეიკზე ბელარუსს თავის უპირატესობაში ეჭვის შეტანის საშუალება არ მიუცია - 7:2.

გუშინ კი აზარენკამ მეოთხედფინალში თამაშის უფლება მოიპოვა. ამჯერად მას უფრო რთული მეტოქე ჰყავდა - სერბი ანა ივანოვიჩი. ამჯერადაც ბელარუსს ტაი-ბრეიკამდე საქმე არ მიუყვანია და ორივე სეტი ერთნაირი ანგარიშით მოიგო - 6:4. ორივე პარტიის სცენარი ერთნაირი იყო - ვიქტორია ორ ბრეიკს იღებდა, რასაც ანა ერთი ბრეიკით პასუხობდა.

ბელარუსის მთავარი ნაკლი მოწოდება იყო - მან შვიდი ორმაგი შეცდომა დაუშვა. მეოთხედფინალში მისი მეტოქე ჩინელი ნა ლი იქნება.

ბოლო ორი დღის განმავლობაში განვითარებული მოვლენებიდან მთავარია მოქმედი ჩემპიონის, ჩეხი პეტრა კვიტოვას გავარდნა. 22 წლის ჩეხი თანამემამულე ლუსი ჰრადეცკას ხვდებოდა, რომელიც მხოლოდ 106-ე ადგილზეა რეიტინგში. კლასიფიკაციაში დიდი სხვაობის მიუხედავად (კვიტოვა მეოთხეა), ჰრადეცკამ ორ სეტში გაიმარჯვა - 6:4, 6:3.

კვიტოვამ ძალიან ბევრი - ხუთი ბრეიკის საშუალება მისცა მეტოქეს, რასაც მხოლოდ ორი ბრეიკით უპასუხა. პეტრას რვა ორმაგი შეცდომა ჰქონდა და ამანაც განაპირობა მისი კრახი.

მამაკაცთა ტურნირში მეორე წრიდან ჩაებნენ ბრძოლაში ფავორიტები. თითქოს ძალიან იოლი მეტოქე შეხვდა სერბ ნოვაკ ჯოკოვიჩს - ესპანელი დანიელ ხიმენო-ტრავერო. მან წელს ხუთი მატჩი ჩაატარა ATP-ის ტურნირებზე და ხუთივეში მარცხი განიცადა.

მაგრამ ისიც არ უნდა დაგვევიწყებინა, რომ შარშან სწორედ მადრიდის მასტერსზე ხიმენო-ტრავერომ დაამარცხა რიშარ გასკე, იურგენ მელცერი და მხოლოდ გადამწყვეტი სეტის ტაი-ბრეიკი დათმო მიკაელ ლოდრასთან. წელს ესპანელმა ჯერ კვალიფიკაცია გაიარა, შემდეგ კი პირველ წრეში ვიქტორ ჰანესკუს აჯობა.

პირველი სეტის მიხედვით, არ შეიძლებოდა იმის თქმა, რომ ამ მატჩში დიდი ბრძოლა იქნებოდა. ნოვაკმა ძალიან დამაჯერებლად მოიგო - 6:2. მეორე სეტში სერბი მისთვის უჩვეულოდ ბევრს ცდებოდა და დანიელმა ეს შანსი კარგად გამოიყენა - პარტია მანაც 6:2 მოიგო.

მესამე სეტში ჯოკოვიჩმა უკლო შეცდომებს და შედეგმაც არ დააყოვნა. პირველი პრობლემა მოწოდებაზე ხიმენო-ტრავეროს მეხუთე გეიმში გაუჩნდა. მან ორი ბრეიკ-პოინტი მოიგერია აქტიური მოქმედების წყალობით, მაგრამ შემდეგ შეცდა და ჯოკოვიჩს წინ გასვლის საშუალება მისცა. და ნოვაკმა თავისი უპირატესობა ხელიდან არ გაუშვა - 6:3. შემდეგ ეტაპზე პირველი ნომერი შვეიცარიელ სტანისლას ვავრინკას შეხვდება.

ძალიან დამაჯერებელი სტარტი აიღო ესპანელმა რაფაელ ნადალმა, რომელიც ერთ დროს ძლიერ რუსს ნიკოლაი დავიდენკოს ხვდებოდა. მსოფლიოს მეორე ჩოგანმა მხოლოდ ოთხი გეიმი გაიმეტა მეტოქისთვის - 6:2, 6:2.

თითო პარტიაში ნადალმა ორი ბრეიკი აიღო, თავად კი ერთი ბრეიკ-პოინტის შანსიც არ მისცა დავიდენკოს. რაფას ანგარიშზე ექვსი ეისი მოდის. ამასთან, მასპინძელს არცერთი ორმაგი შეცდომა არ დაუშვია.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ბასილაშვილი მონაკოშია და ძალიან პრესტიჟული მასტერსის ძირითად ბადეში გადასვლელად იბრძოლებს
ბასილაშვილის მორიგი შესანიშნავი მატჩი - ნიკა მაიამის მასტერსის ძირითად ბადეშია
მეტოქეს მხოლოდ 4 გეიმი დაუთმო - ბასილაშვილი ნელ-ნელა ფორმას უბრუნდება და მაიამის მასტერსის ძირითადი ბადისთვის იბრძვის
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა