თბილისის სპორტის სასახლეში საქართველოს ჩემპიონატის ნახევარფინალური მატჩი გაიმართა, სადაც "არმიამ" "სოხუმი" 79:63 დაამარცხა
9 მაისი, თბილისი, სპორტის სასახლე

არმია-სოხუმი 79:63

15:15, 20:16, 21:14, 23:18

მსაჯები: ზ. მაჩალაძე, დ. ბერეკაშვილი, ს. საინერისი

სერია - 1:0

როცა ერთმანეთს კლასით თანაბარი კალათბურთელები უპირისპირდებიან, მცირე ნიუანსსაც დიდი მნიშვნელობა აქვს.

მაგალითად, 9 მაისს აშკარად გამოჩნდა, რომ "არმია" უფრო შეკრული გუნდია და სხვადასხვა სიტუაციაში შეუძლია ტაქტიკურ მონახაზში ცვლილებების სათავისოდ შეტანა.

თანაბრად ჩატარებული პირველი ტაიმის შემდეგ არმიელების მწვრთნელმა, კოტე ტუღუშმა სწორი დასკვნა გამოიტანა - მესამე პერიოდში თამაში ააჩქარა. ასეთ დროს, როგორც წესი, ბევრი რამ გამთამაშებლებზეა დამოკიდებული, ძალოვნებში კი ფორვარდი უილიამ ტომასი გამოირჩა, რომელიც ვიქტორ სანიკიძისავით დრიბლინგით გადადიოდა მეტოქის ნახევარზე და უმეტეს შემთხვევაში შეტევას ფარქვეშიდან ზუსტი გდებით ამთავრებდა. საბოლოოდ ტომასმა ბომბარდირობა არავის დაუთმო - 30 ქულას მოუყარა თავი.

მესამე პერიოდში "არმიას" მიერ ტემპის მომატებამ შედეგიც გამოიღო და მეოთხე რაუნდს 11-ქულიანი უპირატესობით შეხვდა.

სტატისტიკაც უნდა მოვიშველიოთ: საწყის ორ მეოთხედში ტუღუშის შეგირდებს სწრაფი შეტევით 7 ქულა ჰქონდათ მოგროვილი, მესამე პერიოდში კი პირველი შეტევის შედეგად ერთბაშად 8 ქულა მოინაგრეს. ხოლო მეოთხე რაუნდში სწრაფი იერიშებით ქულაც არ მოუპოვებიათ. ეს არცაა გასაკვირი, რადგან არმიელებს ბოლო რაუნდში არსად ეჩქარებოდათ.

კიდევ ერთი საგულისხმო დეტალი: "სოხუმმა" მოხსნებში 36:34 იმარჯვა. ამის მიუხედავად, სამწამიანი ზონიდან შეტევაში "არმიას" სერიოზული უპირატესობა ჰქონდა - 42 ქულა ჩააგდო, მაშინ, როცა საკუთარ კალათში 28 მიიღო. ფარქვეშიდან ტყორცნების მიხედვით, პირველ ტაიმში სხვაობა მხოლოდ ორ ქულას შეადგენდა, მესამე ათწუთეულში კი, როგორც გითხარით, ძალოვნები სწრაფი თამაშით ფარქვეშ შესვლას კარგად ახერხებდნენ და ქულებსაც უმთავრესად სამწამიანი ზონიდან აგროვებდნენ...

მეორე მატჩი 10 მაისს გაიმართება. საინტერესოა, რომელ გუნდს აღმოაჩნდება სათანადო რესურსი ზედიზედ მეორე შეხვედრის მაღალ დონეზე ჩასატარებლად.

კოტე ტუღუში ("არმიის" მწვრთნელი):

"მხოლოდ პირველი შეხვედრა მოვიგეთ. წინ ურთულესი მატჩები გველის. დავინახეთ, რომ "სოხუმი" კარგი მოთამაშეებითაა დაკომპლექტებული და ბევრი რამ გამოსასწორებელი გვაქვს. დღეს მეტოქეს მხოლოდ 63 ქულა ჩავაგდებინეთ, რითაც კმაყოფილი ვარ".

ვაჟა კვარაცხელია ("სოხუმის" მწვრთნელი):

"დიდი მადლობა მაყურებელს, რომელმაც მატჩი კიდევ უფრო გაალამაზა. გულშემატკივარს ვპირდები, რომ ხვალ გაცილებით უკეთესი და სანახაობრივი თამაში იქნება, ანგარიშში სხვაობაც დაიკლებს".

V-VIII ადგილები. 9 მაისი, თბილისი

დინამო-თსუ 115:82

25:12, 26:19, 32:25, 32:26

დინამო: ლეჟავა (3ქ, 6პ, 8მ), ლომიძე (2ქ), კეიდია (10ქ, 8მ), მეხრიშვილი (10ქ), გრუევი (19ქ, 10პ), ზესევიჩი (17ქ, 3პ), ოლუიჩი (21ქ, 14მ, 3პ, 11დ), კარტერი (33ქ, 14მ, 3პ, 3ჩ).

თსუ: მჭედლიშვილი (5ქ, 3პ), კოხრეიძე (6ქ, 6მ), თავამაიშვილი (4ქ), ჩიტაშვილი (1ქ, 5პ), ხიზანიშვილი (11ქ), შერმადინი (2ქ), მაისურაძე (27ქ, 7მ), ჩქარეული (5ქ), ბაქრაძე (3ქ), ჩიკვილაძე (18ქ).

მსაჯები: ზ. მაჩალაძე, დ. ბერეკაშვილი, გ. მიქელაძე

ამ შეხვედრას რიცხვი 33 მწვანე ზოლად გაჰყვა: მატჩის ბომბარდირი 33 ქულით "დინამოს" 33-ე ნომერი ქიენ კარტერი გახდა. მისმა გუნდმა კი 33 ქულის სხვაობით დაამარცხა თსუ.

სუპერლიგის წლევანდელ გათამაშებაში მორიგი სამმაგი დუბლი შესრულდა: მილან ოლუიჩმა 21 ქულა, 14 მოხსნა და 11 დაფარება მოაგროვა. 11 "ბლოკ-შოტი" არა მხოლოდ მიმდინარე სუპერლიგის, არამედ საქართველოს ჩემპიონატების აბსოლუტური რეკორდია.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
“ა” ლიგის ფინალური სერია ლიბერთიმ კასპში იოლი გამარჯვებით დაიწყო
თსუ-მ ბათუმს დაძაბულ ბრძოლაში სძლია | მარგვეთმა ტყიბულში ქულით იმარჯვა
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა