"ზესტაფონის" 24 წლის ცენტრალურ მცველს მენისკის ოპერაცია აქვს გასაკეთებელი და, მინიმუმ, 3-4 თვე ვერ ითამაშებს
გიორგი ხიდეშელი "ზესტაფონისა" და თბილისის "დინამოს" შეხვედრის 78-ე წუთზე დაშავდა. 24 წლის ცენტრალური მცველი უმძიმეს შოკში იყო - შარშან, კიშინიოვში "დაჩიასთან" განმეორებით მატჩში ტრავმირებული ფეხბურთელი მოედანს ხომ რვათვიანი პაუზის შემდეგ დაუბრუნდა.

ხიდეშელს ჯვარედინი იოგები ჰქონდა დაზიანებული და ოპერაცია დასჭირდა. ახლაც ეგონა, რომ მძიმედ დაშავდა და იძულებითი დასვენება მოუწევდა.

მატჩის შემდეგ გიორგის ექიმებმა უთხრეს, რომ საშიში არაფერი იყო, თუმცა დიაგნოზის სურათი ბელგიაში მკურნალ ექიმს, მარტენს გაუგზავნა და მოულოდნელად პასუხმა გული დაუმძიმა - საქმე ბევრად უფრო რთულად ყოფილა.

"სამწუხაროდ, ტრავმა სერიოზულია: ექიმ მარტენსის თქმით, მენისკი საოპერაციოა, მარჯვენა იოგი კი - დაზიანებული და, მინიმუმ, 3-4 თვე ვერ ვითამაშებ.

ამჟამად მარტენსი ყატარშია და შევთანხმდით, რომ 26 მაისს ბელგიაში ჩავალ და ოპერაციას იქ გავიკეთებ...

დავითარსე, შოკში ვარ, აღარც ფიქრის თავი მაქვს და აღარც ვიცი, ამ 3-4 თვის შემდეგ რა მოხდება. მაგრამ სხვა გზა არაა, ამ განსაცდელსაც უნდა გავუძლო", - ამბობს ხიდეშელი.

გიორგი "ზესტაფონს" ძალიან დააკლდება, რადგან ცენტრალური მცველის პოზიციაზე გუნდს ისედაც სერიოზული პრობლემა შეექმნა: გამოცდილი გიორგი ონიანი კარიერას გორის "დილაში" გააგრძელებს და ზესტაფონელებს სასწრაფოდ დასჭირდებათ საკვანძო პოზიციაზე მოთამაშეების შერჩევა.

იმერული კლუბის საფიქრალი ამით არ ამოიწურება: კონტრაქტი უმთავრდება და წასვლა სურს საყრდენ ნახევარმცველს, გუნდის ერთ-ერთ ლიდერს შოთა გრიგალაშვილს - 25 წლის ფეხბურთელს ვლადიკავკაზის "ალანია" და თბილისის "დინამო" იწვევენ. თუმცა, ძნელი სათქმელია, დათანხმდება გრიგალაშვილი საქართველოში დარჩენასა და "ზესტაფონის" კონკურენტში გადასვლას?

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

გვარდიოლა და კლოპი გამორიცხულია - საქართველოს ნაკრებთან უკრაინას ისევ რებროვი უხელმძღვანელებს?
"მოდით და წაიღეთ - გაგიჟდნენ!" - სენეგალელმა მცველმა აღშფოთება გამოხატა
[VIDEO] ვინ ვის ურტყამდა რთულად გასარჩევი იყო - გუნდი-გუნდზე ჩხუბი ბრაზილიის ჩემპიონატში
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა