"რეინჯერსის" დროებითი ადმინისტრატორების განცხადებით, გლაზგოური გრანდის გაყიდვის პროცესი, მათი გათვლით, კვირის ბოლომდე უნდა დასრულდეს

"რეინჯერსის" დროებითი ადმინისტრატორების განცხადებით, გლაზგოური გრანდის გაყიდვის პროცესი, მათი გათვლით, კვირის ბოლომდე უნდა დასრულდეს.

გარიგება ამერიკელ მილიარდერ ბილ მილერთან თითქმის გაფორმებული იყო, როცა მან მიზეზის აუხსნელად შემოთავაზება გააუქმა და განაცხადა, რომ პროცესში მონაწილეობა აღარ აინტერესებს. ამ ეტაპზე "დაფ ენდ ფელპსის" წარმომადგენლები სამი რეალური მყიდველის არსებობაზე ლაპარაკობენ.

აქედან ერთი ბრიტანელია, ორი - უცხოელი. საქმეს ის ართულებს, რომ უკანასკნელები, თუ შეიძლება ასე ითქვას, ახალი სახეები არიან საფეხბურთო სამყაროში და, შესაბამისად, მათ საფეხბურთო კლუბის მართვის გამოცდილება არ გააჩნიათ.

"მათი წინადადებები, რასაკვირველია, განიხილება. უფრო ზუსტ პასუხს გულშემატკივარი უახლოეს მომავალში მიიღებს. მიღებული წინადადებები ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავდება და ამ ეტაპზე ჩვენ მათ ჯერ კიდევ ვსწავლობთ.

კლუბის ბედი უშუალოდ მომავალი მესაკუთრის ამბიციებზე იქნება დამოკიდებული. თუკი "რეინჯერსში" დიდი ინვესტიციები არ ჩაიდო, მაშინ მოგვიწევს იმასთან შეგუება, რომ მომავალი წლების განმავლობაში გუნდი მხოლოდ შიდა ასპარეზზე იქნება კონკურენტუნარიანი. ასეთ შემთხვევაში კლუბი მასზე დახარჯულ თანხებს იოლად აანაზღაურებს.

ამისთვის საჭიროა, რომ "რეინჯერსს" გულშემატკივრებიც ამოუდგნენ მხარში და სეზონური აბონემენტების გაყიდვამ არ მოიკლოს," - განუცხადა დევიდ უაიტჰაუზმა BBC Sports-ს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"ბარსელონაში" დაბრუნებისას, საუკეთესო ფორმაში არ ვიყავი" - ჟოაო კანსელო
"სერია A-ში თამაში ყველაზე რთულია" - ალეგრი "პარმასთან" მარცხის შემდეგ
L'Équipe: პსჟ-ში შევალიეს ბედი საფონოვზეა დამოკიდებული
მერაბ რატიშვილი მონტენეგრო-საბერძნეთის მატჩს უკომისრებს
კალანდაძე თბილისის "დინამოში" დაბრუნდა
საქართველოს 15-ქალა ნაკრების წინსვლა რეიტინგში
გრიზმანი MLS-ში - მოლაპარაკებები დასკვნით სტადიაშია
ცვლილებები დაცვით ხაზში - "რეალიდან" ალაბას წასვლა გადაწყვეტილი ამბავია
"ხვიჩა ძალიან მომწონს, სალაჰის შეცვლის კარგი ვარიანტია" - "ლივერპულის" ყოფილმა ფეხბურთელმა კლუბს კვარაცხელიას ყიდვა შესთავაზა
კიდევ დიდი ხნით პსჟ-ში - ჟოაო ნევეში კონტრაქტს გაახანგრძლივებს
პარიზელთა შეტევა დემბელეს არყოფნაში - ყველაფერი ლიგის განმეორებით მატჩებზე
ქალთა ნაკრები საბერძნეთთან მატჩისთვის მზადებას განაგრძობს
ლეგიონერები/ცინცაძე MVP გახდა. დიხამინჯიამ და კბილაშვილმა 4-4 გოლი გაიტანეს
15-ქალა | ხორვატებთან ახალი რეკორდით
20 წ. | კარგი ტაიმით მსოფლიოს ჩემპიონთან
კვარაცხელია, დუე და ბარკოლა დემბელეს გარეშე - როგორი იქნება "მონაკოსთან" პსჟ-ს შემადგენლობა?
"ბარსელონაში" დაბრუნებისას, საუკეთესო ფორმაში არ ვიყავი" - ჟოაო კანსელო
"სერია A-ში თამაში ყველაზე რთულია" - ალეგრი "პარმასთან" მარცხის შემდეგ
L'Équipe: პსჟ-ში შევალიეს ბედი საფონოვზეა დამოკიდებული
ლებრონ ჯეიმსმა მორიგი რეკორდი დაამყარა
თბილისური შეკრება დასრულდა | 9 ლეგიონერს ჯიკიჩმა სუპერლიგის 5 მოთამაშე დაამატა
"მწვრთნელი გამარჯობასაც კი არ მეუბნება" - საზონოვი "ტორინოს" განრისხებულ ფანებს შეხვდა
[VIDEO] მამუკელაშვილის შედეგიანი მატჩი ყოფილ გუნდთან - "ტორონტომ" "მილუოკი" დაამარცხა