"როსონერის" პირველი შენაძენი 27 წლის მალელი ნახევარმცველი გახლავთ
"მილანი" მიმდინარე სეზონში ტიტულის გარეშე დარჩა, რამაც გულშემატკივართა დიდი უკმაყოფილება გამოიწვია.

ამიტომ ლომბარდიული გრანდის მესვეურებმა აქედანვე დაიწყეს ტრანსფერებზე ზრუნვა, რათა მომდევნო სეზონში ასეთი რამ აღარ განმეორდეს. ვერ გეტყვით, რამდენად იქნება ბაკაი ტრაორე ტიტულების გარანტი, მაგრამ ფაქტია, რომ პირველი მილანური შენაძენი სწორედ 27 წლის მალელი ნახევარმცველი გახლავთ.

ბაკაი ტრაორემ 2003-09 წლები ფრანგულ "ამიენში" გაატარა, სადაც 106 შეხვედრაში 15 გოლი გაიტანა, რასაც "ნანსიში" გადაბარგება მოჰყვა - ამ გუნდში ბაკაიმ სამი წელი დაჰყო, 71 შეხვედრა გამართა და 11 გოლი შეაგდო.

მალის ეროვნულ ნაკრებში ტრაორემ 21 მატჩი ჩაატარა და ორჯერ გამოიჩინა თავი. "მილანს" 27 წლის საყრდენი ნახევარმცველი თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა.

აფრიკელი უკვე გაესაუბრა იტალიელ ჟურნალისტებს და შემდეგი განაცხადა:

"ძალიან ამაყი და ბედნიერი ვარ, რომ მექნება საშუალება, ძალები მსოფლიო ფეხბურთის გრანდში მოვსინჯო. კარგად ვიცი, რომ უდიდეს კონკურენციაში აღმოვჩნდი, მაგრამ ამის გარეშე კარიერული წინსვლა წარმოუდგენელია.

ბევრს ვიშრომებ იმისთვის, რომ მთავარი მწვრთნელის ნდობა დავიმსახურო და გულშემატკივრებს თავი შევაყვარო".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

დე ლაურენტისი კონტეს ნაკრებში გაშვებაზე თანახმაა - რას მოითხოვს სანაცვლოდ?
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
სამი კანდიდატი, საიდანაც ერთ-ერთი ფავორიტია - ვინ შეცვლის გატუზოს იტალიის ნაკრებში
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
ბასილაშვილი მონტე კარლოს საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალში იასპარეზებს!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
სამი კანდიდატი, საიდანაც ერთ-ერთი ფავორიტია - ვინ შეცვლის გატუზოს იტალიის ნაკრებში
მთავარი კანდიდატია - "აიაქსი" მომავალი სეზონიდან შესაძლოა, მიჩელმა გაწვრთნას
მხოლოდ მთავარი მწვრთნელობა სურს - ნესტამ დე ძერბის ასისტენტობა არ ისურვა
ტრანსფერთან ახლოს უფრო მეტი სათამაშო დროით - რამუში სავარაუდოდ, პსჟ-ის დატოვებს
ლიოვი მსოფლიო ჩემპიონატზე ერთ-ერთ ნაკრებს გაწვრთნის - მოულოდნელი დაბრუნება მუნდიალამდე 2 თვით ადრე