"მარკა" ამტკიცებს, რომ "სამეფო კლუბის" ახალწვეული აიაქსელი გრეგორი ვან დერ ვილი იქნება
ჟოზე მოურინიოს ამის შესახებ სიტყვაც არ დასცდენია და, სავარაუდოდ, არც არაფერს იტყვის, მაგრამ ესპანური მედია მაინც ჯიუტად ამტკიცებს - მადრიდის "რეალის" ნომერ პირველი სამიზნე ახალი მარჯვენა მცველია.

საიდან აღარ "ჩამოიყვანეს" "სამეფო კლუბში" მარჯვენა მცველი ჟურნალისტებმა. ახლა ახალი კანდიდატის ჯერიც დადგა - "მარკა" ამტკიცებს, რომ "რეალის" ახალწვეული აიაქსელი გრეგორი ვან დერ ვილი იქნება.

სეზონის დასაწყისში ჟოზე მოურინიომ სერხიო რამოსი ფლანგიდან ცენტრში გადაიყვანა, ხოლო მარჯვენა მცველად ალვარო არბელოა ათამაშა.

37 ტურიდან 25-ში სწორედ 29 წლის არბელოა იწყებდა მარჯვენა მცველის პოზიციაზე (5-ჯერ ამ პოზიციაზე იმავე რამოსმა ითამაშა, 3-ჯერ ლასანა დიარამ, 2-ჯერ ფაბიო კოენტრაომ, თითოჯერ ჰამით ალთინთოპმა და რაულ ალბიოლმა).

ბასკური წარმოშობის სალამანკელი იმ იშვიათთაგანია პირველ გუნდში, ვინც "რეალის" აკადემიის აღზრდილია. თანაც, ვერ ვიტყვით, რომ სწორედ არბელოა იყო ამ სეზონში "რეალის" სუსტი რგოლი. ერთი ისაა, რომ არბელოა უფრო მარცხენა მცველია, ვიდრე მარჯვენა.

ასეა თუ ისე, ესპანური მედია მიიჩნევს, რომ "რეალს" ახალი მარჯვენა მცველის ყიდვა სურს. "მარკამ" გუშინ 24 წლის ჰოლანდიელი გრეგორი ვან დერ ვილი ახსენა. სეზონის წინ მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონი უკვე ვალენსიელი გვეგონა.

"ღამურების" ხელმძღვანელობა ფეხბურთელს შეუთანხმდა, მაგრამ "აიაქსთან" საერთო ენა ვეღარ გამონახა - "ვალენსია" 6,7 მილიონ ევროს იხდიდა, ხოლო ამსტერდამელები 12 მილიონს ითხოვდნენ. ტრანსფერიც ჩაიშალა. სხვათა შორის, "ვალენსიას" ყველაზე მეტად ამ სეზონში სწორედ დაცვის მარჯვენა ფლანგზე უჭირდა.

ვან დერ ვილი ახალგაზრდა, შეტევაზე ორიენტირებული მცველია (ამ სეზონში 3 გოლი გაიტანა. არადა, დიდი ხანი ტრავმის გამო გაუცდა), თანაც საკმაოდ გამოცდილი - მარტო მსოფლიოს ვიცეჩემპიონობა რად ღირს! მოკლედ, ის არის, ვინც "რეალს" სჭირდება.

ვან დერ ვილს "აიაქსთან" კონტრაქტი გაისად უსრულდება და მერე სულ უფასოდ შეუძლია წასვლა. ამიტომაც მისი სარფიანად გაყიდვის ბოლო შანსი ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაა. "რეალი", "მარკას" მტკიცებით, 9-10 მილიონ ევროს ამზადებს ვან დერ ვილისთვის, ანუ მეტს, ვიდრე "ვალენსიას" შეუძლია გაიღოს და საკმარისს, რომ ჰოლანდიელები დააინტერესოს.

თავად ფეხბურთელი ამჟამად ჰოლანდიის ანტილიებზე ატარებს შვებულებას. მალე ის ეროვნული ნაკრების განკარგულებაში იქნება და ევრო 2012-ზეც ითამაშებს.

ამასობაში "მარკამ" გამოკითხვა მოაწყო, თუ ვინ სურთ გულშემატკივრებს "რეალის" დაცვის მარჯვენა ფლანგზე იხილონ. შედეგი საოცარია - 46% ითხოვს კარვახალს. ეს ფეხბურთელი არ გეცოდინებათ, ის "რეალ კასტილიაში" თამაშობს. "დორტმუნდის" პიჟჩეკი ფანების 23%-ს სურს, ბილბაოელი ირაოლა - 12,6%-ს.

მაშ, ვალენსიას რა?

მოკლედ, არ არის გამორიცხული, რომ გრეგორი ვან დერ ვილი, რომელიც ასე სურს "ვალენსიას", ვერ გახდეს "ლოს ჩე".

კლუბში უკვე სხვა ვარიანტებზე მუშაობენ. "მარკა" წერს, რომ გუნდის წარმომადგენლები უკვე პორტუგალიაში არიან და ჟოაო პერეირას თაობაზე მართავენ მოლაპარაკებას. ჟოაო პერეირა ლისაბონის "სპორტინგის" 28 წლის მცველია, რომელსაც მეორე წელია უკვე, ეროვნულ ნაკრებშიც იწვევენ.

"ვალენსია" მზადაა, "სპორტინგს" 5 მილიონი ევრო გადაუხადოს. პორტუგალიაში იმყოფება "ვალენსიას" ტექნიკური მდივანი ბრაულიო ვასკესი.

აი, რა განუცხადა მან "ა ბოლას": "ჩვენ მხოლოდ ჟოაო პერეირა არ გვაინტერესებს, თუმცა ეს საკითხები მხოლოდ მას შემდეგ გადაწყდება, რაც გუნდის ახალი მწვრთნელი ჩამოვა და გეგმებს დასახავს. მანუელ პელეგრინო ამჟამად არგენტინაშია".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
მთავარი კანდიდატია - "აიაქსი" მომავალი სეზონიდან შესაძლოა, მიჩელმა გაწვრთნას
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა