საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის ბოლო მატჩში ისლანდიას ანგარიშით 1:0 მოუგო
U17. ევროპის ჩემპიონატი

საქართველო-ისლანდია 1:0 (იხილეთ ვიდეო)

10.05. დომჟალე. სპორტნი პარკი. 500 მაყურებელი

1:0 დარციმელია (74. სამხარაძის პასით)

საქართველო ისლანდია

4-2-3-1 4-4-1-1

ადამია რუნარსონი

კაკაბაძე არნარსონი

დვალი ო. ომარსონი

ნ. ჭანტურია ჰერმანსონი

სამხარაძე ტრაუსტასონი

გოროზია ასმუნდსონი

აბურჯანია სიგურიონსონი

მზევაშვილი იოჰანესონი

პაპუნაშვილი ბიორნსონი

მესხი ტორსტეინსონი

ჯიქია ფინბოგასონი

მწვრთნელები

ვ. მაისურაძე გ. გუდმუნდსონი

საქართველო

45. ჭანტურია - ცინცაძე

62. ჯიქია - დარციმელია

70. მესხი - ახვლედიანი

სათადარიგოები: შერმადინი, გაბაძე, ჭეჭელაშვილი, წილოსანი

ისლანდია

26. ასმუნდსონი - პალსონი

53. ტორსტეინსონი - ბერგსონი

78. იოჰანესონი - ბირგისონი

სათადარიგოები: ჰაფსტეინსონი, იონსონი, ჰეიდალი, ე. ომარსონი

გაფრთხილება: დვალი (20), მესხი (40), ბიორნსონი (42), გოროზია (60)

არბიტრი: მ. გესტრანიუსი (ფინეთი)

მატჩი დასასრულს უახლოვდებოდა, საქართველოს ნაკრების ფეხბურთელები კი, ბევრი მცდელობის მიუხედავად, საკუთარი უპირატესობის ანგარიშში ასახვას ვერ ახერხებდნენ.

ნავსი 74-ე წუთზე გატყდა - გიგა სამხარაძემ შეტევის მარცხენა ფლანგიდან ბურთი ისლანდიელთა საჯარიმოში ჩააწოდა. მეტოქის მცველები სიტუაციაში დროულად ვერ გაერკვნენ და ყველას შეცვლაზე შესულმა დავით დარციმელიამ დაასწრო, რომელმაც ერთი შეხებით გამარჯვების გოლი გაიტანა.

ამ გამარჯვების მნიშვნელობაზე კიდევ დიდიხნის განმავლობაში ვილაპარაკებთ და ვიმსჯელებთ, ხოლო სანამ ემოციები განელებულა, მოკლედ ასე შეგვიძლია ვთქვათ - ეს დამოუკიდებელი ქართული ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი გამარჯვება იყო!

იშვიათად ხდება, რომ რომელიმე ქვეყანაში 17-წლამდელთა ასპარეზობამ ამხელა რეზონანსი გამოიწვიოს, მაგრამ ჩვენი გუნდი ამის ღირსი ნამდვილადაა - პატარა ბიჭებმა, რომლებიც დიდ ფეხბურთში პირველ ნაბიჯებს ახლა დგამენ, ქართველ გულშემატკივარს უკეთესი მომავლის იმედი გაუღვივა. ეს კი გაცილებით ძვირფასი რამეა, ვიდრე რომელიმე კონკრეტული მატჩის მოგება.

ბუნებრივია, ამ წარმატებაში განსაკუთრებული წვლილი ნაკრების სამწვრთნელო შტაბს მიუძღვის, რომელმაც შეძლო და პერსპექტიულ ფეხბურთელთა შესაძლებლობები სწორი მიმართულებით განავითარა. მიზეზთა გამო, რატომღაც გვინდა გვჯეროდეს, რომ ეს თაობა წინა ნიჭიერი თაობების ბედს არ გაიზიარებს და ახლო მომავალში გაცილებით მნიშვნელოვანი წარმატებებით გაგვანებივრებს.

"მადლობა ბიჭებს უბრალოებისა და თავში არავარდნისთვის", - ეს სიტყვები საქართველოს ნაკრების თავკაცმა ვასილ მაისურაძემ თბილისური ელიტრაუნდისას თქვა და იმედია, მისი გუნდის წევრები ამ უბრალოებას მთელი კარიერის განმავლობაში შეინარჩუნებენ.

როცა ემოცია ანალიზის უნარზე მძლავრობს, ძალიან ძნელია, მატჩი დეტალურად გაარჩიო და ამას დღეს არც შევუდგებით - მით უფრო იმიტომ, რომ ყველა დაინტერესებულ ქომაგს შეხვედრის ხილვა პირდაპირი ტელეეთერით შეეძლო. ყველა დაგვეთანხმება, რომ 10 მაისს ქართველები ისლანდიელებს ყველა კომპონენტში სჯობდნენ და დაამტკიცეს, რომ მაშინაც ძლიერები არიან, როცა "პირველ ნომრად" თამაშია საჭირო. მატჩის შინაარსიდან გამომდინარე, ვერმოგება, უბრალოდ, საცოდაობა იქნებოდა.

შეხვედრის საინტერესო ეპიზოდები მოკლედ მაინც გავიხსენოთ. მანამდე კი აღვნიშნავთ, რომ წინა მატჩთან შედარებით, საქართველოს ნაკრების ძირითად შემადგენლობაში ორი ცვლილება განხორციელდა - სათადარიგოთა სკამზე ჭიაბერ ჭეჭელაშვილმა და ვანო წილოსანმა გადაინაცვლეს, მათ ნაცვლად კი მოედანზე გიორგი აბურჯანია და არჩილ მესხი გავიდნენ.

პირველ ტაიმში ანგარიშის გახსნა გიორგი პაპუნაშვილს შორეული ძლიერი დარტყმით სამჯერ, ხოლო ალეკო მზევაშვილს ორჯერ შეეძლოთ. მათ ხან სიზუსტე აკლდებოდათ, ხანაც ისლანდიელთა მეკარე ახერხებდა ხიფათის განმუხტვას.

შესვენებამდე ალექსანდრე ადამიას თამაშში ჩართვა მხოლოდ ერთხელ მოუწია, როცა 29-ე წუთზე მეტოქის ძლიერი დარტყმა მოიგერია. აქვე გეტყვით, რომ მან ჩვენი ნაკრების კარი მატჩის მიწურულსაც გადაარჩინა - უკვე 1:0 იყო, როცა ახლო მანძილიდან სტეფან პალსონს არ გაატანინა.

მეორე ტაიმში მაისურაძის გუნდმა ნაკლები სახიფათო მომენტი შექმნა, მაგრამ მის ფეხბურთელებს მონდომება არ დაეწუნებოდათ. გამოსარჩევი ისევ პაპუნაშვილის შორეული დარტყმები იყო.

პარალელურად მიმდინარე მატჩში კი მოვლენები ისე ვითარდებოდა, რომ ფრე ისლანდიას აძლევდა ხელს და კუნძულელებიც სიტუაციის შესაბამისად მოქმედებდნენ. საბედნიეროდ, ნახევარფინალში ორი ქულით გასვლა მათ ქართველებმა არ დაანებეს და ბოლო წუთებზე ძვირფასი საგზური აართვეს.

ძალიან ძნელია, სიტყვებით გადმოსცე ის ემოცია, რაც ამ მატჩმა მოგვიტანა. წინ 13 მაისი და ჰოლანდიასთან ნახევარფინალია, სადაც, იმედია, ჩვენი ბიჭები ყოველგვარი ფსიქოლოგიური წნეხის გარეშე ითამაშებენ.

გილოცავთ, საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრები თავის ასაკში ევროპის ოთხ უძლიერეს გუნდში მოხვდა!

მატჩის სტატისტიკა

6 კარში დარტყმა 2

3 კარისკენ დარტყმა 2

3 გაფრთხილება 1

4 კუთხური 4

17 ჯარიმა 11

ვაჟკაცობა გერმანულად

გერმანია-საფრანგეთი 3:0

1:0 მაიერი (54), 2:0 მაიერი (56), 3:0 დიტგენი (62)

გეხსომებათ, საქართველოს ნაკრების ბედი ამ მატჩის შედეგზეც იყო დამოკიდებული - ჩვენ უნდა მოგვეგო, საფრანგეთს კი გერმანია ვერ უნდა დაემარცხებინა.

გერმანელებმა "ფეარ პლეის" პრინციპები არ დაარღვიეს და, იმის მიუხედავად, რომ ჯგუფში პირველი ადგილი უკვე დაბევებული ჰქონდათ, საფრანგეთის ნაკრებთან ოპტიმალურთან მიახლოებული შემადგენლობაც გამოიყვანეს და ბოლომდეც დაიხარჯნენ.

აღსანიშნავია, რომ 47-ე წუთზე, როცა ანგარიში გახსნილი არ იყო, ფრანგ ზაკარი ლაბიდის გერმანელთა მეკარე ოლივერ შნიტცლერმა თერთმეტმეტრიანი აუღო.

A ჯგუფი

1. გერმანია 3 3 0 0 5-0 9

2. საქართველო 3 1 1 1 2-2 4

3. საფრანგეთი 3 0 2 1 3-6 2

4. ისლანდია 3 0 1 2 2-4 1

B ჯგუფი

ორიოდე სიტყვით მეორე ჯგუფსაც შევეხოთ, რადგან იქ განვითარებული მოვლენები უკვე საქართველოს ნაკრებსაც უკავშირდება.

ბოლო ტურში ბელგიას გამარჯვება სჭირდებოდა და ამავდროულად, იმის იმედზე უნდა ყოფილიყო, რომ ჰოლანდია-პოლონეთის მატჩი ფრედ არ დასრულდებოდა.

ბელგიელებმა საკუთარი ამოცანა შეასრულეს და მასპინძელ სლოვენიას დამაჯერებლად სძლიეს. სამაგიეროდ, ჰოლანდიელებმა და პოლონელებმა ზედმეტად თავი არ შეიწუხეს და ერთმანეთს უგოლოდ დაშორდნენ, რაც ორივე გუნდს ხელს აძლევდა.

ჰოლანდია-პოლონეთი 0:0

ბელგია-სლოვენია 3:1

1:0 შრიივერსი (3), 1:1 სტოიანოვიჩი (13), 2:1 გერკენსი (53), 3:1 დირქსი (80)

გაძევება: ჩრნიგოი (60, სლოვენია)

1. ჰოლანდია 3 1 2 0 3-1 5

2. პოლონეთი 3 1 2 0 1-1 5

3. ბელგია 3 1 1 1 3-2 4

4. სლოვენია 3 0 1 2 3-7 1

ევროპის 17-წლამდელთა ჩემპიონატი. ნახევარფინალი

13 მაისი

გერმანია-პოლონეთი

ჰოლანდია-საქართველო

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

თემასთან დაკავშირებით ასევე იხილეთ

ვასილ მაისურაძე: ჰოლანდია?! ჩვენ უკვე შიში რა არის, აღარ ვიცით

დათო დარციმელია: ბურთი კარში რომ შევარდა, ყველაფერი დამავიწყდა...

zura
გაიხარეთ ბიჭებოოოოო თავს ნუ დაზოგავთ და კველაფერი მოვა
kutaisski
გილოცავთ, ბიჭებო, გენაცვალეთ ქართულ ჯიგარში. აბურჯანიამ თუ ზრდა არ შეაჩერა, მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო საყრდენი ნახევარმცველი იქნება, დიდ ფეხბურთს ითამაშებს კაკაბაძეც, ასევე ყველას წარმატებას ვუსურვებ. გამაოცა პაპუნაშვილმა შორიდან დარტყმებით, თანაც ზუსტად კარში. შორეული დარტყმები საერთოდ ჩვენი ფეხბურთის სენია. მე მგონი, მანუჩარ მაჩაიძის შემდეგ , სერიოზული შორიდან დამრტყმელი არც გვყოლია. მაგარი თაობაა, კარგია, თუ არ დაიკარგენ ან კაი ცხოვრებამ არ გააფუჭა!!!. მაისურაძე დიდებული მწვრთნელი გვეზრდება. რათ გვინდა ვიღაცა პარჭყი უცხოელები, ჯობია ახალგაზრდა ქართველი მწვრთნელები გააგზავნოს ფედერაციამ ელიტურ კლუბებში სასწავლო კურსებზე, მარა სიჭინავა და არველაძე მაგაზე გაიმეტებენ ფულს.
gocha
მაგრად გაგვახარეს ბიჭებმა,გაუმარჯოს საქართველოს
goga
ყოჩაღ,ყოჩაღ და ასჯერ ყოჩაღ ბიჭებო. გაიხარეთ ისე როგორც საქართველო გაახარეთ. წარმოდგენაც კი მიჭირს ევროპის 4 საუკეთესო გუნდში ვართ, თან ისე გავედით რომ იტალიის გარდა ვისაც ეთქმის რამე ევროპულ ფეხბურთში ყველა ჩვენ გვარგუნა განგებამ, მაგრამ.....
staJiani gulshematkivari
გილოცავთ ბიჭებო, პირველ რიგში თქვენ და მერე მთელ საქართველოს. ვრაბოოოოოო, მაგრამ თამაშის შემდეგ მინაშვილის გადაცემა არენას უყურებდი და ერთმა ღბილად რომ ვთქვათ არაკეთილმოსურნე "გულშემატკივარმა" გამიფუჭა ხასიატი, როცა ღია ეთერში დვალი შეამკო სიტყვებით "თეხბურთის ბაიბურში არ არისო" მალადეც შენ, ვრავო. არ ვიცი რამდენი წლის იყო ის მაგრამ ბავშვს რომ ასეთი სიტყვებით შეამკობ ............არ ვიცი რა უწოდო ამას.
giorgi
მთელი საქართველო გაახარეთ! გილოცავთ!
messi001
საღოლ გილოცავთ ტაზოს ვეთანხმები თავდაჯერება და აგრესია წინ გვაკლია ასევე სისწრაფეც როგორ სარკესვით ჩანს ჩვენი მინუსებიი აფსუს და პლიუსებიც(ტექნიკა) პროსტა მთავარია სისწრაფეში ვითამაშოთ მაგად მომეწონენ აბურჯანია პაპუნაშვილი და ჭანტურიაა დვალი. სხვებიც გენაცვალეთ და გილოცავთ
tazo
ყოჩაღ ბიჭებს,დიდი ფეხბურთელებივით გააზრებულად თამაშობდნენ,პაპუნაშვილი რას უბრახუნებდა?!მასიამოვნეს,ბოლო 5 წუთი კი მანერვიულეს,მეკარე რაღაც თავდაჯერებული ვერ ჩანს,ალბათ ჩაუტარებენ დარიგებებს,თან შედეგიანობა ვერ ქაჩავს,მეტი დარტყმებია საჭირო,ოთხეულში ვართ,კარგია.ვნახოთ ჰოლანდიასთან რას ვიზამთ,მე მგონი უფრო თავდაჯერებულად ვითამაშებთ,იმიტომ რომ პროგრამა მაქსიმუმი შესრულებულია.
mishiko
ყველას გილოცავთ ამ გამარჯვებას :) პ.ს წილოსანმა რატომ არ ითამაშა?
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები საწვრთნელ შეკრებას იწყებს
U19 | მონტენეგრო 2:1 საქართველო
19-წლამდელები მონტენეგროში ამხანაგურ მატჩებს გამართავენ
"ლიონი" - "მეცი". სამივე ქართველი სასტარტოშია
20 წლის ქართველი ფეხბურთელი "მილანთან" მატჩის განაცხადშია
"რეალმა" ტონი კროოსის შემცვლელს "კრისტალ პალასში" მიაგნო - "არწივები" 80 მილიონს ითხოვენ
"სამზარეულოში გიშვებდა და საჭმელს გაკეთებინებდა" - "იუნაიტედის" ყოფილმა მეკარემ სერ ალექს ფერგიუსონზე საინტერესო ისტორია გაიხსენა
"ყველაფერს გავაკეთებ, რომ კურტუას დონეზე ავიდე" - ლუნინმა "რეალიდან" წასვლა გამორიცხა
[VIDEO] ბუნდესლიგა უხვგოლიანი მატჩით გაიხსნა - "ბაიერნმა" "ლაიფციგი" გაანადგურა
ხვიჩას გარეშე. პსჟ სეზონს მძიმედ იწყებს - "ანჟესაც" მინიმალური ანგარიშით მოუგო
ლოჩოშვილის "ნიურნბერგი" ისევ დამარცხდა
"კვარას" ბარკოლა შეცვლის - "ანჟესთან" მატჩში პსჟ-ს სასტარტო შემადგენლობა ცნობილია
დე ლაურენტისი: "კვარა" და ოსიმენი პსჟ-სთვის 200 მილიონზე მეტად უნდა მიმეყიდა, მაგრამ...
პსჟ-ს მეკარე შეიძლება ესპანურ გუნდში გადავიდეს
"შავი ლომი" | 30 მორაგბით იტალიაში
ჩაკვეტაძის "ვალენსიაში" გადასვლა დღითიდღე არარეალური ხდება - როგორ აფასებენ ტრანსფერის შანსებს?
29 წლის ასაკში ქართველი ფეხბურთელი ტრაგიკულად დაიღუპა
"ამ ფეხბურთელმა ნამდვილად გამაოცა" - ოდეგორმა თანაგუნდელი გამოარჩია
ოფიციალურად: მატიჩი კარიერას სერია A-ში გააგრძელებს
"დარწმუნებული ვარ, ფორმაში შესასვლელად დიდი დრო დასჭირდება" - უოლკოტმა დიოკერეშზე ისაუბრა
"რასაც "კრასნოდარი" სპერციანს უკეთებს, ამას ეგოიზმი ჰქვია" - სომეხმა ჟურნალისტმა რუსული კლუბი გააკრიტიკა
"ჩეფერინი რუსულ ფეხბურთზე გიჟდება და მის ევროპულ არენაზე დასაბრუნებლად იმაზე მეტს აკეთებს, ვიდრე შეუძლია" - ვალერი კოლოტილო
მატჩის დღე! ხვიჩა კვარაცხელია განაცხადში არაა