საქართველოს ნაკრების თავდამსხმელს სერია A-სა და პირველი ბუნდესლიგის კლუბების ვარიანტები აქვს
ლევან მჭედლიძის "ემპოლის" მძიმე დღეები უდგას. იტალიის სერია "ბ"-ში სეზონის დასრულებამდე სამი ტურით ადრე, გუნდი 42 ქულით მე-17 ადგილზეა და გადათამაშებაში მოსახვედრთა ზონაში მყოფ "ლივორნოს" 4 ქულით უსწრებს.

საქართველოს ნაკრების თავდამსხმელის გუნდის ბედი 12 მაისს "ვიჩენცასთან" საშინაო შეხვედრაში გადაწყდება.

"ველოდები შაბათს. გავარდნის საფრთხე რომ ავირიდოთ, "ვიჩენცასთან" უეჭველი უნდა მოვიგოთ, მაგრამ რთული თამაშია და ყველა სერიოზულად ვემზადებით", - გვითხრა მჭედლიძემ.

საეჭვოა, 22 წლის ქართველი ფორვარდი კლუბში რომ დარჩეს:

"მომდევნო სეზონიდან ჩემი აქ თამაშის შანსი, მაქსიმუმ, 15 პროცენტია, შეიძლება, ამდენიც არ იყოს. დიახ, "ემპოლიდან" წასვლა მინდა, მაგრამ ყველაფერი თბილისში ჩემს ჩამოსვლამდე გადაწყდება".

რა ვარიანტები აქვს მჭედლიძეს? ამ კითხვაზე ფეხბურთელი ზოგადი პასუხით შემოიფარგლა:

"ჯერ ზუსტად არც ვიცი, ახალი სეზონიდან სად ვითამაშებ. წესით, იტალიაში უნდა დავრჩე ან გერმანიაში გადავიდე. ვარიანტები არის სერია "ა"-სა და პირველი ბუნდესლიგის კლუბებიდან. იტალიის შემდეგ სხვაგან წასვლის დიდი სურვილი არც მაქვს".

ლევანი "ემპოლის" ბოლო მატჩებში მოედანზე აღარ გამოჩენილა:

"ჯანმრთელად ვარ და თამაშის სურვილიც მაქვს, მაგრამ კონტრაქტი ნახევარ წელიწადში მიმთავრდება. ჩვენმა მწვრთნელმა ალფრედო ალიეტიმ იცის, გუნდთან ხელშეკრულებას რომ არ გავახანგრძლივებ და აღარ მათამაშებს. იანვარში თავისუფალი აგენტი გავხდები და სხვა გზა არ დარჩებათ, უნდა გამიშვან".

მჭედლიძე მალე ნაკრების შეკრებაზე ჩამოვა:

"ფედერაციიდან დამირეკეს და მითხრეს, რომ ამ დღეებში კლუბში წერილს გამოაგზავნიან და შეკრებაზე ჩამოვალ. ნაკრებში თამაში ჩემთვის ყოველთვის ყველაზე დიდი სტიმულია.

როგორც ვიცი, ახალგაზრდული ნაკრები პირველ მატჩს 1 ივნისს მინსკში, ბელარუსის ახალგაზრდულ ნაკრებთან ჩაატარებს. 5 ივნისს კი ტალინში ესტონეთთან შესარჩევი ციკლის შეხვედრა გველის და თუ გამომიძახეს, იქაც სიამოვნებით ვითამაშებ".

ლევან მჭედლიძე: "ემპოლიში", ალბათ, აღარ დავრჩები (იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

giorgi22
ზალიან გაგვიხარდენა თუ არ დარჩება! წარმატებებს გისურვებ ლევან
შესაძლებელია თუ არა ამ ზაფხულს კვარაცხელიას "არსენალში" გადასვლა - ფაბრიციო რომანომ ამ საკითხზე ისაუბრა
Le Parisien: შთამბეჭდავი კვარაცხელიათი დუეს გარეშე - მათი გუნდში ყოლა ნებისმიერი მწვრთნელისთვის ფუფუნებაა
"პარიზს უყვარხარ, "კვარადონა" - ევროპის უდიადეს სცენებს ანათებ" - პსჟ ხვიჩას აქებს
შეთანხმება მიღწეულია - ფლიკი "ბარსელონას" მთავარი მწვრთნელის პოსტზე დარჩება
პერესის რჩეული - "რეალი" ოლისეს სუპერ ტრანსფერისთვის ემზადება?
სპალეტის იმედი აღარ აქვს - კლუბი დევიდის წასვლას ხელს არ შეუშლის
ახალი კონტრაქტი "ჯენოასგან" - დე როსის მიწვევა სხვა იტალიურ კლუბებსაც სურთ
"ჩელსის" დიდი დანაკლისი პსჟ-ისთან მატჩის წინ - ლონდონელებს გუნდის კაპიტანი გამოაკლდათ
მე-17 ტურის ბოლო მატჩში "რუსთავმა" გურჯაანში "დელტა" დაამარცხა
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-0 ტორპედო. რამდენი რამ იყო "პირველად"...
დიხამინჯიამ 7 ბურთი გაიტანა, გავაშელიშვილმა და ცხოვრებაძემ 5-5, 4 გოლია კალანდაძის ანგარიშზე
საქართველოს ნაკრები რუმინეთთან ამხანაგურ მატჩს გამართავს
"რასიზმი სირცხვილია, მაგრამ მოედნიდან არ უნდა გავდიოდეთ" - ხეფრენ ტურამი
[VIDEO] კიდევ ეს უნდოდა? - იგორ ტუდორის კურიოზული ვიდეო სოციალურ ქსელში ვირუსულად ვრცელდება
ბათუმმა ზედიზედ მეოთხე გამარჯვება ორბთან იზეიმა
[VIDEO] პსჟ-მდე "ჩელსი" სახლში "ნიუკასლთან" დამარცხდა
[VIDEO] აკი პუტინი არ ვარო - ლაპორტა მესამედ გახდა "ბარსელონას" პრეზიდენტი და წაუცეკვა
[VIDEO] რეგრესი - საქართველოს ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში პორტუგალიასთან დამარცხდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 1:2 გაგრა. სულ სხვა "გაგრა"...
[VIDEO] სობოსლაის ულამაზესი ჯარიმა და რიშარლისონის გოლი 90-ე წუთზე - "ტოტენჰემი" "ენფილდზე" არ დამარცხდა
[VIDEO] რაფინიას ბენეფისი "სევილიასთან" - "ბარსელონამ"უხვგოლიან დაპირისპირებაში გაიმარჯვა
[VIDEO] წიტაიშვილის საგოლე გადაცემა - "მეცმა" "ტუტუზასთან" ანგარიში 0:2-დან გაათანაბრა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 0:0 დინამო (თბ). ნულები, რომელიც არ გვიკვირს