ქუთაისის "ტორპედოს" მთავარმა მწვრთნელმა რუსთავის "მეტალურგთან" მომავალ მატჩზე ისაუბრა

12 მაისს ქუთაისის "ტორპედო" პრინციპულ საჩემპიონატო დაპირისპირებაში რუსთავის "მეტალურგს" უმასპინძლებს. ქვემოქართლელთა დამარცხების შემთხვევაში, ტორპედოელები კიდევ უფრო განიმტკიცებენ ცხრილში მოპოვებულ პოზიციას.

"მეტალურგთან" პაექრობისთვის მზადების შესახებ კომენტარი გუნდის თავკაცმა გია გეგუჩაძემ გააკეთა.

- ბატონო გია, შაბათის მატჩის მოგების შემთხვევაში, "ტორპედო" თითქმის ინაღდებს მე-3 ადგილს. როგორ ემზადება გუნდი ამ პრინციპული დაპირისპირებისთვის და ხომ ყველანი ჯანზე არიან?

- რაიმეს განაღდებაზე ლაპარაკი ჯერ ნაადრევია. ასე ვიტყოდი - ჩვენთვის ყველა თამაში მნიშვნელოვანია და ახლა კონკრეტულად რუსთავის "მეტალურგთან" მატჩს ენიჭება უდიდესი მნიშვნელობა.

გუნდი ჩვეულ რიტმში ემზადება. სამწუხაროდ, დანაკლისი გვექნება - ყვითელი ბარათების გამო ლექსო კვახაძე და ნიკა ფირცხალავა ვერ დაგვეხმარებიან. ყველაფრის მიუხედავად, "ტორპედოს" მიზანი, როგორც ყოველთვის, გამარჯვებაა.

- "ტორპედოს", იმის გარდა, რომ "მეტალურგის" დამარცხებით მე-3 ადგილისთვის ბრძოლაში გაიმყარებს პოზიციებს, ჩემპიონის გამოვლენაშიც შეუძლია გარკვეული წვლილის შეტანა - "ზესტაფონს" ეძლევა კარგი შანსი, კვლავ დაიბრუნოს დაკარგული პირველი ადგილი...

- რა თქმა უნდა, ეს ფაქტორიც არსებობს. თუმცა "ტორპედომ", პირველ რიგში, საკუთარ თავზე უნდა იფიქროს. აქ ისეთი სიტუაციაა, ერთი მეორეს ხელს არ უშლის - ჩვენი მოგებით ჯერ ჩვენი საქმე კეთდება, მერე კი სხვისი.

- თუ გახსენდებათ ჩემპიონატის ასეთი დაძაბული ფინიში?

- სიმართლე გითხრათ, არა.

fctorpedo.ge

irakli1805
მიდი ტორპედოოოოოოო ხვალ მოიგეთ და მაყარიჩი ზესტაფონლებზე იყოს
VIDEO | ეროვნული ლიგა | გაგრა 1-2 იბერია 1999. "გაგრას" ბოლომდე ბრძოლამ არ უშველა, "იბერიას" შეცვლამ გაუმართლა...
VIDEO | ეროვნული ლიგა | ტორპედო 3-0 მეშახტე. როგორც ძველი არაბიძე...
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 4-1 სპაერი. ნანატრი შოუ ბათუმში
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა