ამერიკაში ქალთა ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის (WNBA) სეზონი დასრულდა. სერიის მესამე მატჩში "სიეტლ შტორმმა" სტუმრად 87:84 დაამარცხა "ატლანტა დრიმი" და ფინალური სერია "მშრალი" ანგარიშით - 3:0 მოიგო.

ამერიკაში ქალთა ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის (WNBA) სეზონი დასრულდა. სერიის მესამე მატჩში "სიეტლ შტორმმა" სტუმრად 87:84 დაამარცხა "ატლანტა დრიმი" და ფინალური სერია "მშრალი" ანგარიშით - 3:0 მოიგო.

"სიეტლის" ტრიუმფი სავსებით ლოგიკური იყო, ვინაიდან ამ გუნდმა რეგულარულ ჩემპიონატში მხოლოდ ექვსი მატჩი წააგო, ხოლო პლეი ოფში დაუმარცხებლად ითამაშა.

ფინალური სერიის საუკეთესო მოთამაშედ "სიეტლის" ცენტრი ლორენ ჯექსონი დასახელდა - პირველ ორ მატჩში ავსტრალიელმა 26-26 ქულა დააგროვა, მესამე შეხვედრაში კი 15 ქულა და 9 მოხსნა ჩაიწერა აქტივში. მანამდე ჯექსონმა რეგულარული ჩემპიონატის MVP-ის პრიზიც დაიმსახურა: 32 მატჩში მისი სტატისტიკური მონაგარი 20.5 ქულასა და 8.3 მოხსნას უდრიდა.

"სიეტლისთვის" ეს WNBA-ის მეორე ტიტულია. მანამდე "შტორმმა" 2004 წელს მოიხვეჭა ლიგის უძლიერესი გუნდის სახელი.

ორლანდომ მალიკი გაიფორმა

"ორლანდო მეჯიქმა" კონტრაქტი გააფორმა მძიმე ფორვარდ მალიკ ალენთან. 32 წლის ვეტერანმა NBA-ში გატარებული 9 წლის განმავლობაში 7 კლუბი გამოიცვალა. შარშან მან "დენვერის" რიგებში ითამაშა და 51 მატჩში საშუალოდ 5.0 ქულა დააგროვა.

"ორლანდოს" საწვრთნელი ბანაკი 28 სექტემბერს გაიხსნება.

დალასმა ტომასი შეცვალა

"დალას მავერიქსმა" ტიმ ტომასის შემცვლელი იპოვნა. როგორც გუშინდელ ნომერში ვწერდით, ვეტერანმა კალათბურთელმა გაწყვიტა "კოვბოებთან" ერთი თვის წინ გაფორმებული კონტრაქტი, რადგან მეუღლე ჰყავს მძიმედ ავად.

"დალასმა" მის ნაცვლად გუნდში კიდევ ერთი თავისუფალი აგენტი - ბრაიან კარდინალი მიიწვია.

ანტი-ლგბტ განცხადებების გამო "ჩიკაგომ" კალათბურთელი გუნდიდან გარიცხა
[VIDEO] ლებრონ ჯეიმსის სამმაგი დუბლი - "ლეიკერსმა" "ვაშინგტონ ვიზარდსი" დაამარცხა
[VIDEOS] დონჩიჩი: ბითაძემ ჩემს ოჯახს შეურაცხყოფა მიაყენა - "ლეიკერსი" ეპიზოდის გადახედვას ითხოვს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
ბასილაშვილი მონტე კარლოს საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალში იასპარეზებს!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
სამი კანდიდატი, საიდანაც ერთ-ერთი ფავორიტია - ვინ შეცვლის გატუზოს იტალიის ნაკრებში
ლიოვი მსოფლიო ჩემპიონატზე ერთ-ერთ ნაკრებს გაწვრთნის - მოულოდნელი დაბრუნება მუნდიალამდე 2 თვით ადრე