ველოსპორტი.საინტერესო ბრძოლის გარდა, წლევანდელი ვუელტა რამდენიმე ტრაგიკული შემთხვევით აღინიშნა, რამაც კიდევ უფრო აქტუალური გახადა ველორბოლების უსაფრთხოების საკითხი.

ველოსპორტი.საინტერესო ბრძოლის გარდა, წლევანდელი ვუელტა რამდენიმე ტრაგიკული შემთხვევით აღინიშნა, რამაც კიდევ უფრო აქტუალური გახადა ველორბოლების უსაფრთხოების საკითხი.

მას შემდეგ, რაც დროზე განცალკევებით რბოლაში იტალიელმა ვინჩენცო ნიბალიმ ესპანელ ხოაკინ როდრიგესს აჯობა, სეზონის მესამე პრესტიჟული გრანდ-ტურის ბედი ფაქტობრივად გადაწყვეტილად უნდა მივიჩნიოთ. მაგრამ რომ არა ესპანელი იგორ ანტონის ტრავმა, ნიბალი, შესაძლოა, უშანსოდ ყოფილიყო ესპანურ ველომარათონში.

სისხლის გუბეები, ასფალტზე კანის ნაფლეთები, დახეული კომბინეზონი - ასეთ მდგომარეობაში დაასრულა ანტონმა თავის ცხოვრებაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი რბოლა. 158-კილომეტრიანი ეტაპის ფინიშამდე 5 კილომეტრით ადრე, ესპანელმა მასიური წაქცევისას ველოსიპედზე თავი ვერ შეიმაგრა.

სანამ ტექნიკური ჯგუფი იგორის ველოსიპედს წესრიგში მოიყვანდა, გასისხლული ველომრბოლი თავისი გუნდის წარმომადგენლებს ეთათბირებოდა იმის შესახებ, ღირდა თუ არა რბოლის გაგრძელება. მაგრამ ექიმებმა ხელის მოტეხილობა დაადგინეს და აშკარა ფავორიტმა საშინაო ველოტურში ბრძოლა შეწყვიტა. იგორ ანტონს ორი ეტაპი ჰქონდა მოგებული და ხუთი დღის განმავლობაში ინარჩუნებდა ლიდერის წითელ მაისურას. "მე ოცნებით ვცხოვრობდი, - აღიარა მრბოლელმა და იქვე დაამატა. - 2011 წელს აუცილებლად დავბრუნდები".

ველოსპორტში მასიური წაქცევები - ჩვეულებრივი ამბავია. საბედნიეროდ, ასეთი შემთხვევების დროს ყველაზე დიდი გართულები - მოტეხილობა და დაჟეჟილობა გახლავთ. თუმცა ამან არ უნდა მოადუნოს ტრასების არჩევისას ორგანიზატორთა ყურადღება. მსგავსი დისკუსია უკვე წარმოიშვა ტურ დე ფრანსის დროს, როცა ერთ-ერთ ეტაპზე ერთბაშად 100 სპორტსმენი დაეცა ასფალტზე. თუმცა იმ შეხვედრაზე რაიმე კონკრეტული წესი ან ვალდებულება არ შეუმუშავებიათ.

ყველაზე დიდ რისკზე ველომროლები სამთო ეტაპების დროს მიდიან, როცა მათ მილიმეტრები აშორებთ მსუბუქ ავტომობილებთან. ორი კვირის წინ, ახალგაზრდა იტალიელი ტომას კაზაროტო საათში 80 კილომეტრი სიჩქარით დაეჯახა გაჩერებულ ავტომობილს და სერიოზული ტრავმები მიიღო. ტრაგედია ფრიული-ვენეცია-ჯულიას ველორბოლის მესამე ეტაპზე მოხდა. 19 წლის სპორტსმენი ველოსიპედით უდინეს საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც დღემდე აპარატზეა შეერთებული. ექიმების განცხადებით, კაზაროტოს კომიდან გამოსვლის შანსი თითქმის ნულის ტოლია. ინციდენტს პოლიცია იძიებს და სავსებით შესაძლებელია, რომ ბრალს ორგანიზატორებს დასდებენ, რომლებმაც სათანადო უსაფრთხოება ვერ უზრუნველყვეს.

მიმდინარე ვუელტაზე ველოსპორტში არსებულ რისკფაქტორთა სიას კიდევ ერთი დაემატა. ამჯერად უცნობი ვირუსის გავრცელების შემთხვევა დაფიქსირდა. კერა ბრიტანული გუნდი Team Sky გახდა. მესამე ეტაპის დროს გუნდის წევრმა ანტონიო ფლეჩამ გონება დაკარგა და ველოსიპედიდან პირდაპირ ტრასაზე გადავარდა. სპორტსმენი იმდენად დასუსტებული იყო, რომ დამოუკიდებლად წამოდგომა ვერ მოახერხა. ის მაღალ ტემპერატურასა და საერთო სისუსტეს უჩიოდა. ეს არ იყო გასაკვირი, რადგან რბოლის წინ ტრასაზე გასვლა არ მოისურვა ფლეჩას სამმა თანაგუნდელმა. მათაც იგივე სიმპტომები აღმოაჩნდათ. ერთი დღით ადრე, გუნდმა ტრაგიკული ამბავი შეიტყო: სევილიას საავადმყოფოში გარდაიცვალა Team Sky-ის 38 წლის მასაჟისტი ჩემა გონსალესი. ის გუნდის ბანაკიდან მიიყვანეს კლინიკაში, სადაც ხუთი დღის შემდეგ გარდაიცვალა.

როგორც დადგინა, მასაჟისტის მოულოდნელი სიკვდილის მიზეზი უცნობი ვირუსი გახდა, რომელმაც სისხლში შეაღწია. მაგრამ გუნდის ხელმძღვანელობამ განაცხადა, რომ გონსალესის სიკვდილსა და სპორტსმენების ავადმყოფობას არაფერი აქვთ საერთო. მიუხედავად ამისა, Team Sky-მ ვუელტა მიატოვა და ეს გადაწყვეტილება დაღუპული მასაჟისტის ხსოვნასა და მრბოლელების ჯანმრთელობის შენარჩუნებას დაუკავშირა. გუნდის ყველა წევრმა და ტექნიკურმა პერსონალმა სისხლის ანალიზი ჩააბარა და საზოგადოებას გაერიდა. ბრიტანული ველოსაჯინიბოსთვის სეზონი პრაქტიკულად დასრულებულია, არადა, რომ წინ კიდევ რამდენიმე პრესტიჟული რბოლაა. საიდან და როგორ მოხვდა გუნდში ვირუსი? - ეს კითხვა ისევ უპასუხოდ არის დარჩენილი, თუმცა მისი ძიებისთვის თავი დიდად არ შეუწუხებიათ.

XVII ეტაპი

ვალიადოლიდი-სალამანკა. 148,9 კმ

1. მარკ კევენდიში (ბრიტანეთი, HTC-Columbia) - 3.27,11; 2. ხუან ხოსე ჰაედო (არგენტინა, Team Saxo Bank) - +0,01; 3. მანუელ კარდოსო (პორტუგალია, Footon-Servetto) - იგივე დრო; 4. ტაილერ ფარარი (აშშ, Garmin) - იგივე დრო... 5. სამუელ დუმოლენი (საფრანგეთი, Cofidiss (ფპთნჯმჭ) - იგივე დრო; 6. რობერტ ფიორსტერი (გერმანია, Team Milram)... 16. ვინჩენცო ნიბალი (იტალია, Liquigas-Doimo) - +0,05... 25. ფრანკ შლეკი (ლუქსემბურგი, Saxo Bank) - იგივე დრო... 35. ხოაკინ როდრიგესი (ესპანეთი, "კატიუშა") - იგივე დრო... 54. კარლოს სასტრე (ესპანეთი, Cervelo Test Team) - იგივე დრო... 118. რომან კროიციგერი (ჩეხეთი, Liquigas-Doimo) - იგივე დრო... 127. დენის მენშოვი (რუსეთი, Rabobank) - +1,09...

საერთო ჩათვლა

1. ვინჩენცო ნიბალი (იტალია, Liquigas-Doimo) - 74.47,06; 2. ეზეკილ მოსკერა (ესპანეთი, Xacobeo Galicia) - +0,38; 3. პეტერ ველიცი (სლოვაკეთი, Team HTC-Columbia) - +1,59; 4. ფრანკ შლეკი (ლუქსემბურგი, Saxo Bank) - +3,43; 5. ხოაკინ როდრიგესი (ესპანეთი, "კატიუშა") - +3,48; 6. ხავიერ ტონდო ვოლპინი (ესპანეთი, Cervelo Test Team) - იგივე დრო... 9. კარლოს სასტრე (ესპანეთი, Cervelo Test Team) - +4,16... 28. რომან კროიციგერი (ჩეხეთი, Liquigas-Doimo) - +32,06... 41. დენის მენშოვი (რუსეთი, Rabobank) - +1.04,11...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი

"ლელო"

საერთაშორისო აღიარება - საქართველოს ხმა მსოფლიო ველოსპორტის არჩევნებში
ინგლისში ტრანსგენდერები ქალთა ტურნირებიდან მოკვეთეს
ველოფესტივალი BIKE FEST-ი 15 ოქტომბერს დაარსებიდან უკვე მესამედ გაიმართება
ფუტსალი | საქართველოს ნაკრები სომხეთთან დამარცხდა
ბასტონიმ შესაძლოა, "ინტერი" დატოვოს - იტალიელის გადასაბირებლად ორი გრანდი იბრძვის
სანდრო ალთუნაშვილი "ჰაპოელის" ფეხბურთელი გახდა
ოფიციალურად - "ლიონმა" "რეალისგან" ენდრიკი ინათხოვრა
სპორტის სამინისტრომ 2025 წლის საუკეთესო სპორტსმენები დაასახელა
პსჟ-ს ტრავმის გამო შემტევი გამოაკლდა
ლევან კობიაშვილმა ფიფას კომიტეტის სხდომას უხელმძღვანელა
პსჟ-ს და კვარაცხელიას უნიკალური მიღწევა - ამითაა ლუის ენრიკეს გუნდი გამორჩეული
18-წლამდელთა ნაკრები გიორგი ნემსაძემ ჩაიბარა
წლის საუკეთესო მებრძოლი - პოპულარულმა MMAJunkie-მ და ESPN-მა მერაბ დვალიშვილი აღიარეს
მეინუს აღარ გაუშვებენ - "მანჩესტერ იუნაიტედი" თავის აღზრდილს მინიმუმ ზაფხულამდე დაიტოვებს
"ბარსელონა" დაცვას გააძლიერებს - რა გეგმები აქვთ კატალონიელებს ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაზე
"მილანმა" ორიჯის კონტრაქტი გაუწყვიტა - თითქმის 2-წლის უთამაშებლობის მიუხედავად, ის 4 მილიონს გამოიმუშავებდა
"თამაშობ და იცი, რომ ალისონი დაბრუნდება, მაშინვე სათადარიგოთა სკამზე ხარ" - კელეჰერი "ლივერპულიდან" წასვლაზე
გვარდიოლას გვარდიოლის დიდი ხნით შენარჩუნება უნდა - "სიტი" იოშკოსთან ახალ კონტრაქტზე მუშაობს
[PHOTO] მხოლოდ პირსახოცით - "შახტარის" ფეხბურთელის მეუღლის მიერ სააბაზანოდან გამოქვეყნებულ თამამ ფოტოებს დიდი აჟიოტაჟი მოჰყვა
ზირკზე კვლავ სერია A-ში? - მოლაპარაკებები უკვე დაწყებულია
[VIDEO] ბითაძის 14 წუთი - "გოლდენ სტეიტმა" "ორლანდო მეჯიქი" დაამარცხა
მორიგი გუნდი 58 წლის ასაკში - კაზუიოში მიურა პროფესიონალური ფეხბურთის თამაშს აგრძელებს
ხვიჩა მწვრთნელს უსმენს - იმიჯის გამყარება და ის, რაზეც სამუშაოა...