ისტორიაში მხოლოდ მეხუთედ მოხდა, როცა რეგულარულის შედეგების მიხედვით მერვე გუნდმა ბრძოლას გამოთიშა კონფერენციის ჩემპიონი
პირველი ეტაპის მთავარი მოულოდნელობა მაინც შედგა. ისტორიაში მხოლოდ მეხუთედ მოხდა, როცა რეგულარულის შედეგების მიხედვით მერვე გუნდმა ბრძოლას გამოთიშა კონფერენციის ჩემპიონი.

საინტერესოა, რომ ასეთი რამ NBA-ში ზედიზედ მეორე წელია ხდება.

მაგრამ დერეკ როუზის გარეშე დარჩენილი "ჩიკაგოს" სათამაშო ხარისხს თუ გავითვალისწინებთ, მომხდარს ხმაურიან სენსაციას მაინც ვერ დავარქმევთ. მით უმეტეს, რომ ბოლო მატჩებში "ბულზს" ძირითადი ცენტრი ჟოაკიმ ნოაც გამოაკლდა.

მიუხედავად ამისა, მეექვსე მატჩში "ბულზმა" ბოლომდე იბრძოლა და მოგების კარგი შანსიც ჰქონდა. საჭირო იყო მხოლოდ ერთ-ორი სულელური შეცდომა აეცილებინა თავიდან, მაგრამ დენგმა და კომპანიამ ვერ შეძლო ნერვული დაძაბულობის გამკლავება.

ერთ-ერთი შეცდომა კი იმაში მდგომარეობდა, რომ სტუმრებმა სირენამდე 40 წამით ადრე უპრობლემოდ მიაღებინეს ფარქვეშ ბურთი ჰეიესს, რომელმაც მასპინძლების ჩამორჩენა მინიმუმამდე შეამცირა. თუმცა მალე "ჩიკაგოს" თურქმა გიგანტმა აშიქმა შეცდომა გამოასწორა, როცა უოტსონის შესანიშნავი პასის შემდეგ ბურთი ეფექტურად ჩატენა კალათში. მაგრამ თურქმა მალე დააღალატა თავისი გუნდი - ერთქულიანი უპირატესობისას ორივე საჯარიმო ააცილა.

ამის შემდეგ მოხდა გაუგებარი რამ - "ჩიკაგოს" მეტოქის სწრაფი შეტევა გამოეპარა. მეტოქის სამწამიანში შეჭრილი იგუოდალას გაჩერება მხოლოდ წესების დარღვევით იყო შესაძლებელი და აშიქისგან განსხვავებით, ფორვარდმა ორივე საჯარიმო ზუსტად შეასრულა.

საინტერესოა, რომ დარჩენილ ორ წამში "ჩიკაგომ" კინაღამ გადაარჩინა მატჩი, რადგან უოტსონის საკუთარ ნახევრიდან ნასროლ ბურთს სულ მცირედი დააკლდა მიზნამდე. საერთო ჯამში კი კოლინზის შეგირდებმა სამართლიანად გაიმარჯვეს. საინტერესოა, რომ "სიქსერზის" მწვრთნელმა 1989 წლის შემდეგ პირველად მოიგო პლეი ოფის სერია. მაშინ მის განკარგულებაში ჯორდანი და პიპენი იყვნენ.

ფილადელფია-ჩიკაგო 79:78

24:22, 24:18, 15:23, 16:15

ფ: იგუოდალა (20+7 პასი), უილიამსი (14+3 პასი+3 ჩაჭრა), ჰოლიდეი (14+4 პასი), ტერნერი (10+5 მოხსნა), იანგი (8+6 მოხსნა+3 პასი+2 დაფარება), ჰეიესი (8+10 მოხსნა), ბრენდი (5+2 დაფარება).

ჩ: დენგი (19+17 მოხსნა+3 პასი+2 დაფარება), ჰემილტონი (19+8 მოხსნა), გიბსონი (14+5 მოხსნა+2 დაფარება), აშიქი (10+9 მოხსნა+2 დაფარება), ლუკასი (7), უოტსონი (6+10 პასი), ბუზერი (3+13 მოხსნა).

რეალიზაციის პროცენტი: თამაშიდან (39.7/37.5), სამქულიანები (37.5/15.4), საჯარიმოები (75/76.2).

სერია: 4-2

კიდევ ერთი მეოთხედფინალისტი ბოსტონში გაირკვა. "სელტიქსმა" ზედიზედ მეორე მატჩში მიიყვანა საქმე დაძაბულ ფინალამდე, რაც თავისუფლად შეეძლო აეცილებინა თავიდან. მაგალითად, მეორე მეოთხედში რონდოს სამი პასისა და ორი ზუსტი სროლის წყალობით "კელტებმა" 16:0 სპურტი მოაწყვეს და უპირატესობა ორნიშნამდე აიყვანეს. მეოთხე მეოთხედის შუა ნაწილისთვის კი მასპინძლები 9 ქულას იგებდნენ.

მიუხედავად ამისა, "ბოსტონმა" დამაჯერებელ გამარჯვებამდე საქმე ვერ მიიყვანა და 2:12 სპურტი გამოეპარა. ამ მონაკვეთში აქტიურობდა მეტოქის წინა ხაზი: ჰორფორდმა ექვსი ქულა დააგროვა, სმიტმა - ოთხი. ვერც გარნეტმა და ვერც ჰოლინზმა ამ დუეტს ხელი ვერ შეუშალეს. სამაგიეროდ, გარნეტი შეტევაში იყო გამორჩეული. სწორედ მისი ტყორცნა შეიძლება ჩაითვალოს გამარჯვების მომტანად.

სირენამდე ნახევარი წუთით ადრე "ბოსტონის" შეტევა თითქოს ჩიხში მოექცა, გარნეტიც იძულებული გახდა მოუმზადებელი ტყორცნა შეესრულებინა და მიუხედავად ამისა, ვეტერანი ზუსტი იყო. საპასუხოდ კი სმიტმა მსგავს სიტუაციაში ბურთი მიზანს ააცილა.

ამის შემდეგ საჯარიმოებში შეჯიბრი დაიწყო. მოულოდნელად ააცილა თავისუფალი ტყორცნები რეი ალენმა, ხოლო ჰორფორდმა

ელემენტალური შეცდომა დაუშვა. ფინიშამდე ორი წამით ადრე, როცა "ბოსტონი" ორ ქულას იგებდა, "ატლანტას" ცენტრმა პირველი სროლა ააცილა. წესით, მეორე შეგნებულად უნდა აეცილებინა, რათა თავისი გუნდისთვის გადარჩენის თეორიული შანსი დაეტოვებინა, მაგრამ ელმა ზუსტად გაუშვა ბურთი კალათის მიმართულებით.

სხვათა შორის ამ მატჩში შეწყდა "სელტიქსის" გამთამაშებლის რაჟონ რონდოს ბრწყინვალე სერია, როცა ის ერთ შეხვედრაში მინიმუმ 10 შედეგიან პასს აკეთებდა. მცველს ზედიზედ 28 ასეთი მატჩი დაუგროვდა, ამჯერად კი მისი მონაგარი 8 გადაცემა იყო, თუმცა ეს დიდად არ გააწბილებდა რონდოსა და მის პარტნიორებს, რომლებიც პლეი ოფის მეოთხედფინალში გავიდნენ და იქ "ფილადელფიას" შეხვდებიან.

ბოსტონი-ატლანტა 83:80

20:23, 27:18, 20:22, 16:17

ბ: გარნეტი (28+14 მოხსნა+5 დაფარება+3 ჩაჭრა), პირსი (18+7 პასი+5 მოხსნა), რონდო (14+8 პასი), ალენი (7+5 მოხსნა), ბასი (6+6 მოხსნა+2 დაფარება), ბრედლი (6), პიეტრუსი (2), ჰოლინზი (2).

ა: სმიტი (18+9 მოხსნა+4 პასი), ჯონსონი (17), უილიამსი (16+8 მოხსნა+3 პასი), ჰორფორდი (15+9 მოხსნა+4 პასი), ტიგი (5+6 პასი), ჰაინრიხი (5), მაკგრეიდი (4).

რეალიზაციის პროცენტი: თამაშიდან (41.9/41), სამქულიანები (20/46.7), საჯარიმოები (79.2/90).

სერია: 4-2

"ლოს ანჯელეს ლეიკერსს" მეშვიდე მატჩის თამაში მოუწევს "დენვერის" დასამარცხებლად. კალიფორნიელებს მეექვსე შეხვედრაში არანაირი შანსი არ ჰქონიათ. მასპინძლებმა თამაში 13:0 გაქცევით დაიწყეს და ამან განსაზღვრა კიდეც მთელი შეხვედრის მსვლელობა.

"ლეიკერსი" ერთხელაც ვერ ვიხილეთ ლიდერის რანგში, რამაც გუნდი ძალიან გაანერვიულა. შედეგად, სტუმრები აშკარა უხეშობაზე გადავიდნენ და ეს კინაღამ სავალალოდ დასრულდა "ნაგეტსის" დებიუტანტ ფარიდისთვის. ბარნსმა და ბრაიანტმა ერთობლივი ძალისხმევით დაანარცხეს მოედანზე მეტოქის ფორვარდი. ის გარკვეული ხანი თვალდახუჭული იწვა პარკეტზე, ხოლო, როცა თვალი გაახილა, მთლად აზრიანი გამომეტყველება არ ჰქონდა.

საბოლოოდ, მისთვის ყველაფერი მშვიდობიანად დამთავრდა, "ლეიკერსმა" კი ტექნიკური ჯარიმა მიიღო. იმ მომენტისთვის მასპინძლების უპირატესობა 20 ქულას მიუახლოვდა.

"ლეიკერსის" რიგებში მხოლოდ ბრაიანტის გამოყოფა შეიძლება, რომელიც არც ისე კარგ ფიზიკურ ფორმაში იმყოფებოდა, მაგრამ მაინც ჩააგდო 23-დან 13 სროლა და 31 ქულა დააგროვა. მაგრამ პარტნიორებმა ვერ აუბეს მხარი, მაგალითად, პაუ გასოლმა, რომელმაც 10-დან მხოლოდ ერთი ტყორცნა მოათავსა კალათში და სამი ქულა დააგროვა.

დენვერი-ლეიკერსი 113:96

30:20, 24:25, 36:23, 23:28

დ: ლოუსონი (32+6 პასი+5 მოხსნა), ბრიუერი (18), ფარიდი (15+11 მოხსნა+2 დაფარება), გალინარი (12+7 პასი), მილერი (12), მოზგოვი (8), აფლალო (6+7 პასი+5 მოხსნა), ჰარინგტონი (4), მაკგი (2+5 მოხსნა), სტოუნი (2), ჰემილტონი (2).

ლ: ბრაიანტი (31+4 პასი), სეშენსი (14+3 პასი), ბინუმი (11+16 მოხსნა+4 დაფარება+3 პასი), იბენქსი (10), ჰილი (8+6 მოხსნა), ბარნსი (6+5 მოხსნა+3 პასი), მორისი (5), ბლეიკი (3+4 პასი), მერფი (3), გასოლი (3), ეიენგა (2).

რეალიზაციის პროცენტი: თამაშიდან (51.6/42.2), სამქულიანები (50/28.6), საჯარიმოები (52.9/73.3).

სერია: 3-3.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ანტი-ლგბტ განცხადებების გამო "ჩიკაგომ" კალათბურთელი გუნდიდან გარიცხა
[VIDEO] ლებრონ ჯეიმსის სამმაგი დუბლი - "ლეიკერსმა" "ვაშინგტონ ვიზარდსი" დაამარცხა
[VIDEOS] დონჩიჩი: ბითაძემ ჩემს ოჯახს შეურაცხყოფა მიაყენა - "ლეიკერსი" ეპიზოდის გადახედვას ითხოვს
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა