საქართველოს ნაკრები ბაქოში, თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა მსოფლიოს თასზე იასპარეზებს
12 და 13 მაისს ბაქოს ოლიმპიური სპორტკომპლექსი "სერხედჯი" თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა მსოფლიოს თასს უმასპინძლებს, რომელშიც მსოფლიოს შარშანდელი პირველობის მიხედვით შერჩეული 10 გუნდი მონაწილეობს. მათ შორის - საქართველოს ნაკრებიც, რომელიც იქ ლამის ოპტიმალური შემადგენლობით იასპარეზებს.

ჩვენებისთვის ეს ბოლო შეჯიბრებაა ლონდონის ოლიმპიადისთვის მზადების გზაზე და ამიტომ მწვრთნელები მას სასტარტოდ იყენებენ ყველა იმ მომავალი ოლიმპიელისთვის, ვისაც სტარტი აკლია.

ბაქოში გიორგი ედიშერაშვილი (55), მალხაზ ზარქუა (60), ზურაბ იაკობაშვილი (66), დავით ხუციშვილი, იაკობ მაქარაშვილი (ორივე - 74), დავით მარსაგიშვილი (84), ელიზბარ ოდიკაძე (96) და დავით მოძმანაშვილი (120) იჭიდავებენ.

მწვრთნელებმა ამჯერად ვლადიმერ ხინჩეგაშვილი (55), ოთარ თუშიშვილი (66) და გიორგი გოგშელიძე (96) არ წაიყვანეს, რადგან მათ ახლახან სალიცენზიო შეჯიბრებეში იასპარეზეს.

მსოფლიოს თასის მონაწილე 10 გუნდი ორ ხუთგუნდიან ქვეჯგუფში გადანაწილდნენ. ჩვენს ქვეჯგუფში ირანი, თურქეთი, იაპონია და აშშ მოხვდნენ.

ერთი შეხედვით, გაგვიმართლა, რადგან აგვცდნენ ამ საჭიდაო სტილის აღიარებული ლიდერები - მასპინძელი აზერბაიჯანი და რუსეთი, თუმცა ეს მხოლოდ ერთი შეხედვით! საქმე ისაა, რომ არც მასპინძლები და მით უფრო - არც რუსები უძლიერესი შემადგენლობით არ გამოდიან, ირანი კი უკლებლივ ყველა ლიდერით ჩავიდა ბაქოში.

რუსებს სულ მალე ქვეყნის პირველობა ელოდებათ, რაც მათთვის საოლიმპიადოდ მთავარი შესარჩევი შეჯიბრებაა და ლიდერები იმისთვის ემზადებიან. რუსთა დაღესტნელმა თავკაცმა მაგომედ ჰუსეინოვმა განაცხადა კიდეც, რომ მსოფლიოს თასის მოგების ამოცანა არ დგას.

მისგან განსხვავებით, ახლო წარსულის ცნობილი ირანელი ფალავანი, იქაურთა მთავარი მწვრთნელი რასულ ხადემი აცხადებს, რომ ბაქოში თასის მოსაგებად მიდის.

თურქეთი და ამერიკაც კარგი გუნდებით ჩავიდნენ და, მართალია, სუსტი ნაკრები არც ზაზა თურმანიძეს ჰყავს, მაგრამ ჩვენებს ბაქოში მაინც დიდი ბრძოლა ელოდებათ.

საქართველოს ნაკრები 12 მაისს პირველ წრეში ისვენებს, მერე კი ირანსა და თურქეთს გაეჯიბრება.

როგორც ვხედავთ, ჩვენებს პირველივე შეხვედრა ფინალის ტოლფასი უწევთ.

"ირანით გავხსნით..." (იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

drinjo
MODZMANASHVILI TU ESE CHIDAOBS ALBAD OLIMPIADAZE SASEIRNOD CAVA.SAMCUXAROA ARAVITARI CHEMARTEBA.
[VIDEO] მარცხი RAF-ის სადებიუტო შეხვედრაში - ხინჩეგაშვილმა 19 წლის ამერიკელთან წააგო
[თავისუფალი ჭიდაობა] სამი ბრინჯაოს მედალი ევროპის ჩემპიონატზე!
[VIDEO] ცარუკიანის უღირსი ქმედება, რომელსაც ტატამზე დიდი დაპირისპირება მოჰყვა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა