ხუთ წონით კატეგორიაში მსოფლიოს ყოფილმა ჩემპიონმა, დაუმარცხებელმა ამერიკელმა ფლოიდ მეივეზერმა, შესაძლოა, დარჩენილი ცხოვრების დიდი ნაწილი ციხეში გაატაროს. ორი დღის წინ, ამერიკულმა პოლიციამ მოკრივის ყოფილ მეგობართან - ჯოზი ჰარისთან მომხდარი ინციდენტის გამო ერთბაშად რვა პუნქტში წაუყენა ბრალი მეივეზერს.

ხუთ წონით კატეგორიაში მსოფლიოს ყოფილმა ჩემპიონმა, დაუმარცხებელმა ამერიკელმა ფლოიდ მეივეზერმა, შესაძლოა, დარჩენილი ცხოვრების დიდი ნაწილი ციხეში გაატაროს. ორი დღის წინ, ამერიკულმა პოლიციამ მოკრივის ყოფილ მეგობართან - ჯოზი ჰარისთან მომხდარი ინციდენტის გამო ერთბაშად რვა პუნქტში წაუყენა ბრალი მეივეზერს. როგორც ჰარისი ირწმუნება, ფლოიდი მას ცემდა და მოკვლით ემუქრებოდა, აგრეთვე მობილური ტელეფონები წაართვა ჰარისსა და საკუთარ შვილებს.

როგორც Sports Illustrated წერს, თუ მეივეზერს ბრალდების ყველა პუნქტში ცნობენ დამნაშავედ, მას საპყრობილეში 34 წლის გატარება მოუწევს. თუმცა ვარაუდობენ, რომ ასეთი ხანგრძლივი პატიმრობა ნაკლებად სავარაუდოა.

ამერიკული პრესა ვარაუდობს, რომ მოსამართლე ბრალდებებს არა ერთობლივად, არამედ ცალცალკე განიხილავს, რაც პატიმრობის საერთო ვადას შეამცირებს. გარდა ამისა, ზოგიერთი დანაშაულისთვის სასჯელი, შესაძლოა, პირობითი იყოს. შესაბამისად, მეივეზერს ციხეში მხოლოდ მას შემდეგ ჩასვამენ, როცა ისე მეორედ ჩაიდენს იგივე დანაშაულს.

ამავდროულად, ნევადას შტატის (სწორედ ამ შტატის სასამართლოში უჩივლეს მოკრივეს) კანონებით, ზოგიერთი დანაშაულისთვის ბრალდებულმა ნაადრევი განთავისუფლების უფლების გარეშე ბოლომდე უნდა მოიხადოს მინიმალური ვადა. მაგალითად, თუ მეივეზერს ქურდობისთვის გაასამართლებენ და ციხეში გაუშვებენ, ის იქიდან ორ წელიწადზე ადრე ვერ გამოვა. ფლოიდს საპატიმროში სამაგალითო ქცევაც ვერ უშველის.

მოკრივეს ლას ვეგასის სასამართლოში 9 ნოემბერს მოუწევს მისვლა. სწორედ ამ დღეს დაიწყებს მოსამართლე საქმის განხილვას.

ამასობაში, ბრიტანეთის პოლიცია კოკაინის სკანდალის გმირით - რიკი ჰატონით დაინტერესდა. შეგახსენებთ, რომ ინტერნეტში გამოქვეყნდა ბრიტანელი მოკრივის ვიდეო, სადაც ნათლად ჩანს, როგორ იღებს ჰატონი კოკაინს. თავად რიკი დეპრესიაშია და რამდენიმე დღის წინ ნარკოლოგიურ კლინიკას მიაშურა.

"პოლიციამ იცის იმ ბრალდებების შესახებ, რომელიც მისტერ ჰატონის მიმართ არის წამოყენებული. ჩვენ ამ ინციდენტის ვსწავლობთ. ამავდროულად ვიტყობინებით, რომ მოკრივე ნებაყოფლობით მივიდა სამკურნალოდ ნარკოლოგიურ კლინიკაში და მთავრობა პატივს სცემს ამ ნაბიჯს. მხოლოდ რეაბილიტაციის პროცესის დასრულების შემდეგ ვაპირებთ მისტერ ჰატონთან ნარკოტიკების თემაზე გასაუბრებას", - წერია პოლიციის ოფიციალურ განცხადებაში.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი

"ლელო"

[VIDEO] გურული დაუმარცხებელია - ლაშამ პროფესიონალურ კრივში მესამე გამარჯვება მოიპოვა!
[VIDEO] ჯოშუამ კრივის ღირსება დაიცვა - ენტონიმ ჯეიკ პოლს ყბა მოტეხა
17-წლამდელ მოკრივეთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე ხუთი მედალი მოიპოვა
მე-17 ტურის ბოლო მატჩში "რუსთავმა" გურჯაანში "დელტა" დაამარცხა
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-0 ტორპედო. რამდენი რამ იყო "პირველად"...
დიხამინჯიამ 7 ბურთი გაიტანა, გავაშელიშვილმა და ცხოვრებაძემ 5-5, 4 გოლია კალანდაძის ანგარიშზე
"რასიზმი სირცხვილია, მაგრამ მოედნიდან არ უნდა გავდიოდეთ" - ხეფრენ ტურამი
ბათუმმა ზედიზედ მეოთხე გამარჯვება ორბთან იზეიმა
[VIDEO] პსჟ-მდე "ჩელსი" სახლში "ნიუკასლთან" დამარცხდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 1:2 გაგრა. სულ სხვა "გაგრა"...
[VIDEO] სობოსლაის ულამაზესი ჯარიმა და რიშარლისონის გოლი 90-ე წუთზე - "ტოტენჰემი" "ენფილდზე" არ დამარცხდა
[VIDEO] რაფინიას ბენეფისი "სევილიასთან" - "ბარსელონამ"უხვგოლიან დაპირისპირებაში გაიმარჯვა
[VIDEO] წიტაიშვილის საგოლე გადაცემა - "მეცმა" "ტუტუზასთან" ანგარიში 0:2-დან გაათანაბრა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 0:0 დინამო (თბ). ნულები, რომელიც არ გვიკვირს
სუპერლიგის მე-17 ტური კსუ-ს, "ქუთაისის" და "ივერიონის" მოგებებით დაიწყო
ემერის რეკორდი - "ასტონ ვილას" თავკაცმა საიუბილეო ნიშნული დააფიქსირა
"ის, რაც ქართულ რაგბიში ხდებოდა, არის აღმაშფოთებელი" - სკანდალი ქართულ სპორტში, WADA-მ ეროვნული ნაკრების 6 მორაგბე დაასანქცირა
ორი ვარიანტი - ვინ შეიძლება ჩაანაცვლოს ირანი მუნდიალზე, თუ ქვეყანა მსოფლიო ჩემპიონატზე გამოსვლაზე უარს იტყვის
გირასი სერია A-ს გრანდების სამიზნეში - "დორტმუნდის" ფორვარდს იტალიაში უხმობენ
"რეალის" საზაფხულო გეგმები - მადრიდული გრანდი რამდენიმე პოზიციაზე გაძლიერდება
შეინარჩუნებს პოსტს? - ტუდორის ბედი "ლივერპულთან" მატჩზე გადის
"მილანში" გადმოსვლისას ზლატანმა ეს სიტყვები მითხრა" - Dazn-მა მენიოზე დოკუმენტური ფილმი გადაიღო
"ნაპოლი" ჰოილუნდს 44 მილიონ ევროდ გამოისყიდის