აღმოსავლეთის ერთ წყვილში მეოთხედფინალური სერიის პირველი მატჩი გაიმართა
სანამ დასავლეთში მერვედფინალი ეტაპი გრძელდება, აღმოსავლეთის ერთ წყვილში მეოთხედფინალური სერიის პირველი მატჩი გაიმართა.

ბოსტონში გამართულ მატჩში "ფილადელფიამ" სწრაფ გარღვევებზე გააკეთა აქცენტი და ამით დიდი პრობლემები შეუქმნა "სელტიქსს".

უფრო ახალგაზრდა და სწრაფი "სიქსერზი" ერთიმეორის მიყოლებით ახერხებდა გაქცევას და უკვე პირველ მეოთხედში სტუმრების უპირატესობამ ორნიშნა რიცხვს მიაღწია, ტაიმის ეკვატორისთვის კი "ფილადელფია" 13 ქულას იგებდა.

მაგრამ პირველი ტაიმის ბოლო წუთზე მასპინძლებს 6:0 სპურტი გამოუვიდათ და დიდ შესვენებაზე იმედიანად გავიდნენ.

ამ იმედს საფუძველი აღმოაჩნდა, რადგან მესამე მეოთხედის დაწყებიდან ორი წუთის შემდეგ "სელტიქსი" წინ გავიდა. მიუხედავად ამისა, ეს არ აღმოჩნდა მატჩში გარდამტეხი მომენტი. სტუმრები ჯერ კიდევ ფლობდნენ უპირატესობას.

შესაბამისად, მეოთხედის დასრულებამდე წუთნახევრით ადრე უილიამსის სამქულიანით სტუმარი რვა ქულით გავიდა წინ. ეს სხვაობა ბოლო მეოთხედის სტარტზეც შენარჩუნებული იყო, იქამდე, სანამ "ბოსტონი" 19:5 არ გაიქცა.

ამ გაქცევის დროს მხოლოდ სამ შეტევაში არ მიუღია უშუალო მონაწილეობა რაჟონ რონდოს. პლეიმეიკერმა მორიგი ფენომენალური მატჩი ჩაატარა და კვლავ შეძლო სამმაგი დუბლის შესრულება.

ამ პლეი ოფში ასეთი რამ ჯერ არავის გაუკეთებია, რონდოსთვის კი ეს უკვე მეორე ტრიპლ-დაბლი გახლავთ. უფრო მეტიც, პლეი ოფში სამმაგი დუბლების რაოდენობით (8) "ბოსტონის" მცველი ოსკარ რობერტსონს გაუთანაბრდა.

"ფილადელფიამ" სცადა მიღებული შოკიდან გამოსვლა. ჰოლიდეის ზედიზედ ოთხი ქულით სტუმრების ჩამორჩენა ხუთიდან ერთ ქულამდე დავიდა. სათამაშო სამი წამი რჩებოდა, მაგრამ "ბოსტონმა" ტაიმ-აუტის შემდეგ იმდენად წარმატებით შემოიტანა ბურთი თამაშში, რომ სტუმრებმა რონდოზე ჯარიმის აღება ვერ მოასწრეს.

ბოსტონი-ფილადელფია 92:91

18:28, 24:19, 25:24, 25:20

ბ: გარნეტი (29+11 მოხსნა+3 დაფარება), პირსი (14+6 პასი+6 მოხსნა+2 დაფარება), რონდო (13+17 პასი+12 მოხსნა+4 ჩაჭრა), ალენი (12), ბასი (10), ბრედლი (8), დულინგი (4), ჰოლინზი (2).

ფ: იგუოდალა (19+6 პასი+6 მოხსნა), ტერნერი (16+10 მოხსნა+4 ჩაჭრა+3 პასი), ჰეიესი (15+8 მოხსნა+3 პასი+2 დაფარება), ალენი (12+6 მოხსნა), უილიამსი (9), ჰოლიდეი (8+6 მოხსნა+4 პასი+2 დაფარება), იანგი (5), ბრენდი (4+2 დაფარება), მიქსი (3).

რეალიზაციის პროცენტი: თამაშიდან (43.9/43.9), სამქულიანები (11.1/35.7), საჯარიმოები (94.7/70).

სერია: 1-0

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ანტი-ლგბტ განცხადებების გამო "ჩიკაგომ" კალათბურთელი გუნდიდან გარიცხა
[VIDEO] ლებრონ ჯეიმსის სამმაგი დუბლი - "ლეიკერსმა" "ვაშინგტონ ვიზარდსი" დაამარცხა
[VIDEOS] დონჩიჩი: ბითაძემ ჩემს ოჯახს შეურაცხყოფა მიაყენა - "ლეიკერსი" ეპიზოდის გადახედვას ითხოვს
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
ბასილაშვილი მონტე კარლოს საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალში იასპარეზებს!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
სამი კანდიდატი, საიდანაც ერთ-ერთი ფავორიტია - ვინ შეცვლის გატუზოს იტალიის ნაკრებში
მთავარი კანდიდატია - "აიაქსი" მომავალი სეზონიდან შესაძლოა, მიჩელმა გაწვრთნას
მხოლოდ მთავარი მწვრთნელობა სურს - ნესტამ დე ძერბის ასისტენტობა არ ისურვა
ტრანსფერთან ახლოს უფრო მეტი სათამაშო დროით - რამუში სავარაუდოდ, პსჟ-ის დატოვებს
ლიოვი მსოფლიო ჩემპიონატზე ერთ-ერთ ნაკრებს გაწვრთნის - მოულოდნელი დაბრუნება მუნდიალამდე 2 თვით ადრე