ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები

ქართველი "თავისუფლების" მეექვსე ადგილი და სახიფათო სიმპტომები

ქართველი "თავისუფლების" მეექვსე ადგილი და სახიფათო სიმპტომები

საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრებმა ბაქოში მსოფლიოს თასზე წარუმატებლად იასპარეზა
საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრებმა წარუმატებლად იასპარეზა ბაქოში მსოფლიოს თასზე - VI ადგილზე გავიდა.

ჩვენებმა ჯგუფის პირველივე შეხვედრა წააგეს ირანთან - 2:5, მერე ზედიზედ ორი ორთაბრძოლა კი მოიგეს - თურქებთან მშრალი ანგარიშით, 7:0, იაპონელებთან - 4:3, მაგრამ ქვეჯგუფის ბოლო შერკინება ამერიკელებთან 1:6 დათმეს და მესამე ადგილზე გავიდნენ.

ამ დროს მათ პირველ ადგილზე გასვლის შანსი დაკარგული ჰქონდათ და მეორე ადგილისთვის იბრძოდნენ, რაც ბრინჯაოს მედლის მოპოვების უფლებას იძლეოდა. იგივე ამოცანა ამოძრავებდათ ამერიკელებსაც, რომლებმაც შანსი უკეთ გამოიყენეს. V ადგილისთვის ჩვენები ყაზახეთს შეხვდნენ და 2:5 წააგეს.

ბაქოში ჩვენების შემადგენლობა ასეთი იყო: გიორგი ედიშერაშვილი (55), მალხაზ ზარქუა (60), ზურაბ იაკობაშვილი (66), დავით ხუციშვილი, იაკობ მაქარაშვილი (ორივე - 74), დავით მარსაგიშვილი (84), ელიზბარ ოდიკაძე (96), დავით მოძმანაშვილი (120). სათადარიგო მხოლოდ 74-ში გვყავდა და ისიც ერთხელ გამოიყენეს - ყაზახეთთან.

სიურპრიზი შემოგვთავაზა ედიშერაშვილმა, რომელმაც ირანელი მსოფლიოს ჩემპიონი ჰასან რაჰიმი დამატებით დროში დაამარცხა. ქულებით ანგარიში 8:7 ირანელის სასარგებლოდ იყო, მაგრამ ჩვენებურმა პერიოდებით იმარჯვა - 3:3; 0:2; 4:3. ირანელებთან მეორე შეხვედრა ოდიკაძემ მოიგო, რომელმაც ასევე დიდი სიურპრიზი შემოგვთავაზა - მოქმედ მსოფლიოს ჩემპიონს, მსოფლიოს ორგზის ბრინჯაოსმედალოსან რეზა მოჰამად ალი იაზდანის 1:0; 2:2 სძლია.

თურქეთთან ჩვენებიდან შვიდივემ იმარჯვა, თუმცა მეტოქეს 55-ში ფალავანი არ ჰყავდა. იაპონიასთან ედიშერაშვილმა, ზარქუამ და იაკობაშვილმა წააგეს.

სამაგიეროდ, ჩვენმა მომდევნო სამეულმა იყოჩაღა და ანგარიშიც გაათანაბრა, ოდიკაძემ კი მოგებაც მოგვიტანა. ამერიკელებთან მხოლოდ მარსაგიშვილმა იმარჯვა, ყაზახეთთან კი მასთან ერთად წარმატება ოდიკაძემაც იზეიმა, თუმცა ამ დროს შეხვედრის ბედიც გადაწყვეტილი იყო.

ჩვენი ფალავნებიდან, ხუციშვილისა და მაქარაშვილის გარდა, ყველამ ხუთ-ხუთჯერ იჭიდავა. სტატისტიკა კი ასეთია: ოდიკაძემ და მარსაგიშვილმა ხუთიდან 4-4 მოიგეს, ხუციშვილმა 4 ორთაბრძოლა გამართა, გამოსვლა კი 2-2 მოგება-წაგებით დაამთავრა.

ასევე 2-2 გამარჯვება მიითვალეს ედიშერაშვილმა და მოძმანაშვილმა, თუმცა მათ დანარჩენი სამ-სამი წააგეს. ზარქუამ და იაკობაშვილმა მხოლოდ თითო შეხვედრაში იმარჯვეს, დანარჩენ ოთხში კი დამარცხდნენ. მაქარაშვილმა ერთხელ იასპარეზა და ისიც წააგო.

მარცხი პრინციპულ მეტოქეებთან

საქართველოს ნაკრების გამოსვლას წარმატებულს ვერაფრით დავარქმევთ და ძალზე ცუდია, რომ გადამწყვეტი შეხვედრები კატასტროფული სხვაობით დათმეს. ცუდია ისიც, რომ ოლიმპიადისთვის ბოლო შესარჩევი ტურნირი სუსტად ჩაატარეს.

მართალია, გვაკლდა რამდენიმე ლიდერი, მაგრამ შემადგენლობას არც სათადარიგო ეთქმოდა. თანაც, იმ სარეზერვოებიდან ოდიკაძე საუკეთესოებში შევიდა და მთლად ურიგოდ არც ედიშერაშვილს უჭიდავია, წაგება მათ რომ დავაბრალოთ.

ჯგუფში ყველაზე ძლიერი გუნდები საქართველოს, ირანსა და აშშ-ს ჰყავდათ, ჩვენებმა კი ორივე პრინციპულ მეტოქესთან წააგეს - თქვენი არ ვიცით, ჩვენ კი ეს საოლიმპიადოდ ცუდად გვენიშნა. გასაკვირია ყაზახეთთან ასეთი ანგარიშით მარცხიც.

ჩვენი არ იყოს, ოლიმპიური გუნდი მათაც სრულად დააკომპლექტეს, მაგრამ ჩვენთან ლიცენზიანტი ფალავნები არ უჭიდავებიათ - მეორე შემადგენლობით დაგვიპირისპირდნენ.

მართალია, ჯერ არაა გარკვეული, ვის დააყენებენ ლონდონში, მაგრამ ამ ეტაპზე უპირატესობა სალიცენზიო შეჯიბრებებში თავგამოჩენილ ფალავნებს ენიჭებათ და აზიელთა შემადგენლობასაც ამიტომ ვუწოდეთ სათადარიგო.

გვესმის, რომ გუნდი ჯერ არაა ფორმაში, მეტიც - ოლიმპიადისთვის საგანგებოდ მზადებას ახლა იწყებს, მაგრამ დავიჯეროთ, მეტოქეებს უკვე დაწყებული აქვთ იგივე პროცესი?

იმედის სხივი

ჩვენი ნაკრების გამოსვლის დადებით მხარედ იმას თუ მივიჩნევთ, რომ ოდიკაძე 96 კილოგრამში პირველ ადგილზე გავიდა. მან 4 შეხვედრა მოიგო და მხოლოდ ერთი დათმო ამერიკელ მსოფლიოს ბრინჯაოსპრიზიორ იაკობ სტეფან უორნერთან.

არადა, ამ წონის უდავო ლიდერად მასპინძელი ევროპის ორგზის და მსოფლიოს ჩემპიონი, ოლიმპიური პრიზიორი ხეტაგ გოზიუმოვი მიიჩნეოდა, მაგრამ მან ერთი შეხვედრა გამოტოვა, ფინალში კი სულაც დამარცხდა ირანელ იაზდანისთან.

მარსაგიშვილს თავის წონაში გაპირველებაში ხელი ოლიმპიადაზე მისმა მთავარმა კონკურენტმა, მასპინძელთა მსოფლიოს ჩემპიონმა შარიფ შარიფოვმა შეუშალა, რომელმაც ხუთივე ორთაბრძოლა მოიგო და პირველზე გავიდა, ჩვენებური კი მეორე ადგილს დააჯერა.

შარიფოვმა რუსთა ერთ-ერთ ლიდერ მაგომედ იბრაგიმოვს ორ პერიოდში 10:1 მოუგო, ირანელ ესან ნასერ ლაშგარის - 2:0. არადა, ამ ირანელთან მარსაგიშვილი დამარცხდა! ჩვენებურმა პირველი პერიოდი 5:1 მოუგო აზიელს და მის საბოლოო მარცხს ძნელად თუ წარმოვიდგენდით. ძალიან ცუდია, როცა მარსაგიშვილის დონის ფალავანი ასეთთან აგებს.

ჩვენებური ხომ ოლიმპიადის ერთ-ერთ ფავორიტად მოიაზრება. კიდევ კარგი, მარსაგიშვილმა სხვა ორთაბრძოლებში დამაჯერებლად იმარჯვა: თურქ აჰმედ ბილიცისთან 5:2; 2:1 მოიგო, კიდევ უფრო დამაჯერებლად, ლამის დაუძაბავად ატრიალა იაპონელი ატსუში მაცუმოტო - 1:4; 0:6, ამერიკელებთან ჩვენი გუნდის მიერ მოგებულ ერთადერთ შეხვედრაში კეიტ მიხაელ გავინთან 0:5; 1:8 იმარჯვა, ყაზახ სემიონ სემიონოვს კი სუფთად აჯობა.

წაგებულთა რექვიემი

შედარებით არა უშავდათ ხუციშვილს და მოძმანაშვილს, რომელთაც ორ-ორი შეხვედრა კი მოიგეს, მაგრამ მათმა გამოსვლამ მაინც ბევრი კითხვის ნიშანი დატოვა, რადგან პრინციპულ მეტოქეებთან წააგეს.

კარგია, რომ ხუციშვილმა თურქ ევროპის მედალოსან დემირსინ ბატუჰანს აჯობა, თუმცა საამისოდ დამატებითი დრო დასჭირდა - პირველი პერიოდი 0:1 დათმო, მაგრამ მერე ძლიერად იჭიდავა და 5:0; 4:0 მოიგო.

სამაგიეროდ, ოლიმპიადის მომავალი კონკურენტებიდან ორთან, მსოფლიოს შარშანდელი პირველობის ფინალისტებთან: ამერიკელ ჩემპიონ იორდან ერნესტ ბუროუგასა და ირანელ ვერცხლისმედალოსან სადეგ საეედ გოუდარზუისთან დათმო.

ირანელი ზედიზედ გავიდა მსოფლიოს ბოლო ორი პირველობის ფინალში, თუმცა ორივეჯერ დამარცხდა, მანამდე კი - 2009 წელს მსოფლიოზე ბრინჯაო მოიპოვა. ხუციშვილმა მასთან პირველი პერიოდი 0:1 წააგო, თუმცა მეორეში ასეთივე ანგარიშით იმარჯვა და შეხვედრაც დამატებით დროში გადაიყვანა. სამწუხაროდ, იქ ირანელი დიდ უპირატესობას ფლობდა - 7:3 მოიგო.

მოძმანაშვილს იაპონელებთან მეტოქე არ ჰყავდა, თურქ აკაუნ ფარუქს კი ორ პერიოდში 2:0 მოუგო.

სამაგიეროდ, დამატებით დროში დამარცხდა ამერიკელ მსოფლიოს პრიზიორ ტერველ დლაგნევთან, ირანელ ფარვიზ ხოდავირდ ჰადი ბასმანისთან - 0:3 ორ პერიოდში და ყაზახ დაულეტ შაბანბაისთან 2:7 ასევე ძირითადში. ამათგან, ამერიკელი და ირანელი, სავარაუდოდ, ოლიმპიადაზეც გამოვლენ - საგზურები მათ მოიპოვეს, ყაზახებს კი ლიცენზია ოლიმპიურმა პრიზიორმა მარიტ მუტალიბოვმა მოუტანა.

ძალზე ცუდია ჩვენი კიდევ ერთი სავარაუდო ოლიმპიელის - ზარქუას ასეთი სუსტი გამოსვლა. მან მხოლოდ უტიტულო თურქ მუსტაფა კარტალთან იმარჯვა, სხვებთან კი დამარცხდა. იმედია, ოლიმპიადამდე დარჩენილ დროს ჩვენები ბევრად უფრო ნაყოფიერად გამოიყენებენ. მით უფრო, რომ ამ შეჯიბრების შემდეგ ოლიმპიადისთვის მიზანმიმართულ მზადებას დაიწყებენ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავე 20-წლამდელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონია!

პეტრიაშვილმა და ჭეჭელაშვილმა ევროპის ჩემპიონატზე ოქროს მედლები მოიპოვეს!

ევროპის ჩემპიონატზე ბოლქვაძემ და ხეცურიანმა ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს

"ლიონი" - "მეცი". სამივე ქართველი სასტარტოშია

20 წლის ქართველი ფეხბურთელი "მილანთან" მატჩის განაცხადშია

"რეალმა" ტონი კროოსის შემცვლელს "კრისტალ პალასში" მიაგნო - "არწივები" 80 მილიონს ითხოვენ

"სამზარეულოში გიშვებდა და საჭმელს გაკეთებინებდა" - "იუნაიტედის" ყოფილმა მეკარემ სერ ალექს ფერგიუსონზე საინტერესო ისტორია გაიხსენა

"ყველაფერს გავაკეთებ, რომ კურტუას დონეზე ავიდე" - ლუნინმა "რეალიდან" წასვლა გამორიცხა

[VIDEO] ბუნდესლიგა უხვგოლიანი მატჩით გაიხსნა - "ბაიერნმა" "ლაიფციგი" გაანადგურა

ხვიჩას გარეშე. პსჟ სეზონს მძიმედ იწყებს - "ანჟესაც" მინიმალური ანგარიშით მოუგო

ლოჩოშვილის "ნიურნბერგი" ისევ დამარცხდა

"კვარას" ბარკოლა შეცვლის - "ანჟესთან" მატჩში პსჟ-ს სასტარტო შემადგენლობა ცნობილია

დე ლაურენტისი: "კვარა" და ოსიმენი პსჟ-სთვის 200 მილიონზე მეტად უნდა მიმეყიდა, მაგრამ...

პსჟ-ს მეკარე შეიძლება ესპანურ გუნდში გადავიდეს

"შავი ლომი" | 30 მორაგბით იტალიაში

ჩაკვეტაძის "ვალენსიაში" გადასვლა დღითიდღე არარეალური ხდება - როგორ აფასებენ ტრანსფერის შანსებს?

29 წლის ასაკში ქართველი ფეხბურთელი ტრაგიკულად დაიღუპა

"ამ ფეხბურთელმა ნამდვილად გამაოცა" - ოდეგორმა თანაგუნდელი გამოარჩია

ოფიციალურად: მატიჩი კარიერას სერია A-ში გააგრძელებს

"დარწმუნებული ვარ, ფორმაში შესასვლელად დიდი დრო დასჭირდება" - უოლკოტმა დიოკერეშზე ისაუბრა

"რასაც "კრასნოდარი" სპერციანს უკეთებს, ამას ეგოიზმი ჰქვია" - სომეხმა ჟურნალისტმა რუსული კლუბი გააკრიტიკა

"ჩეფერინი რუსულ ფეხბურთზე გიჟდება და მის ევროპულ არენაზე დასაბრუნებლად იმაზე მეტს აკეთებს, ვიდრე შეუძლია" - ვალერი კოლოტილო

მატჩის დღე! ხვიჩა კვარაცხელია განაცხადში არაა