ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA
• ლელო

ტორპედო-მეტალურგი 0:0 - ევროპა ახლოა, ჩემპიონობა?

ტორპედო-მეტალურგი 0:0 - ევროპა ახლოა, ჩემპიონობა?

საქართველოს ჩემპიონატი. უმაღლესი ლიგა. მეორე ეტაპი. XII ტური. პლეი ოფი
ამ მატჩის შედეგს ორივე გუნდისთვის დიდი მნიშვნელობა ჰქონდა. ქუთაისელთა მთავარი კონკურენტი თბილისის "დინამო "კოლხეთთან დამარცხდა და გამარჯვების შემთხვევაში "ტორპედო" ევროპის თასზე გასვლას გაინაღდებდა.

"მეტალურგი" კი ჩემპიონობისთვის იბრძვის და ერთპიროვნული ლიდერობის შესანარჩუნებლად მასაც გამარჯვება სჭირდებოდა.

პრინციპული მატჩი დაძაბულად და საინტერესოდ წარიმართა, თუმცა სანახაობრივ მხარეზე მეტად ორთაბრძოლები და ხისტი თამაში ჭარბობდა.

შეხვედრა სტუმრებმა უფრო აქტიურად დაიწყეს. რუსთაველები ბევრს მოძრაობდნენ, ერთმანეთს კარგად ეხსნებოდნენ და კომბინაციური თამაშით სწრაფად ცდილობდნენ მეტოქის კართან მიახლოებას. ქუთათურები კი პირიქით, მოედნის ცენტრში აყოვნებდნენ ბურთს და მეტოქის საჯარიმოსთან მიახლოებას უფრო მეტხანს ანდომებდნენ. მათი შეტევები კი, ძირითადად, მარჯვენა ფლანგიდან იწყებოდა, სადაც რიგვავა და დოლიძე აქტიურობდნენ.

შეხვედრის დებიუტში სტუმართა გამოკვეთილმა ფორვარდმა ირაკლი სიხარულიძემ საჯარიმოს მისადგომებიდან ორჯერ დაარტყა, თუმცა ომარ მიგინეიშვილი ორივე შემთხვევაში ბურთს იოლად დაეუფლა. პროდუქტიული იყო რუსთაველთა მარცხენაფლანგელი რევაზ გეწაძე, რომლის სოლორეიდები მასპინძლებს დიდ პრობლემებს უქმნიდა.

უნდა გავიხსენოთ რუსთაველთა სწრაფი კონტრშეტევა, როცა გეწაძემ ირაკლი მაისურაძე გაიყვანა მეკარესთან პირისპირ, თუმცა მიგინეიშვილმა კარი დროულად დატოვა და სტუმართა შემტევს გოლის გატანის საშუალება არ მისცა.

ტაიმის შუაწელამდე ბურთი, ძირითადად, მოედნის ცენტრში ტრიალებდა, შემდეგ კი მასპინძლები გააქტიურდნენ და რამდენიმე სახიფათო შეტევის შემდეგ რეალური საგოლე მომენტიც შექმნეს. დოლიძემ დიღმელაშვილთან "კედელი" გაითამაშა და საჯარიმოში მყოფი საბანაძისკენ გამჭოლი გადაცემა გააკეთა. ქუთაისელთა ფორვარდის ახლოდან დარტყმულ ბურთს კარის ხაზთან ახლოს მცველი გადაეღობა, თორემ ძნელი სათქმელია, შეძლებდა თუ არა ბედიაშვილი მის მოგერიებას.

მასპინძლებს ვალში რუსთაველებიც არ დარჩნენ და გეწაძის გამჭოლი გადაცემის შემდეგ სიხარულიძეს დაახლოებით 5 მეტრიდან ვარდნაში უფრო ხეირიანად რომ დაერტყა, ანგარიშიც გაიხსნებოდა.

ტაიმის ბოლოს ვითარება კიდევ ერთხელ დაიძაბა, თუმცა ამის მიზეზი არბიტრის გადაწყვეტილება იყო, რომელმაც რაზმაძეზე ხელით თამაში არ დააფიქსირა და ადგილობრივი გულშემატკივრების წყრომა გამოიწვია.

შესვენებისას ტორპედოელებისთვის "კოლხეთი"-"დინამოს" მატჩის შედეგი ცნობილი გახდა და, როგორც ჩანს, ამან მათზე უარყოფითად იმოქმედა. ალბათ, მასპინძლებმა საქმე მოთავებულად ჩათვალეს და მეორე ნახევარში უფრო ინერტულად გამოიყურებოდნენ. რუსთაველები კი პირიქით, გააქტიურდნენ და რომ არა მეკარე მიგინეიშვილის კარგი თამაში, სანუკვარ სამ ქულასაც მოიპოვებდნენ.

თუმცა, სანამ ქუთაისელთა გოლკიპერი საკუთარ გუნდს რამდენჯერმე იხსნიდა, ერთი უხეში შეცდომა თავადაც მოუვიდა, როცა შეცვლაზე შესულ გიორგი ქავთარაძეს ჩააბარა ბურთი. მანაც უმალ წინ გამოსულ მეკარეს თავზე გადაუგდო, მაგრამ მიგინეიშვილმა შეცდომა გამოასწორა და ცარიელ კარში მიმავალ ბურთს ნახტომში დაეუფლა.

თავის მხრივ, რუსთაველთა მეკარეს, გრიგოლ ბედიაშვილსაც მოუვიდა "მარცხი", როცა მცველისგან დაბრუნებულ ბურთს ფეხი ააცილა. რუსთაველთა ბედად, ბედიაშვილის კარების "ტერიტორიაზე" არავინ იმყოფებოდა, თორემ...

კობა ჟორჟიკაშვილმა თამაშში რუსთაველთა ერთ-ერთი გოლეადორი დიმიტრი ტატანაშვილი ჩართო, რომელსაც შეეძლო ქვემოქართლელებისთვის ესოდენ საჭირო გამარჯვება მოეპოვებინა. მატჩის დასკვნით ნაწილში ტატანაშვილს სამჯერ მიეცა გოლის გატანის შესაძლებლობა. ჯერ იყო და, მის დარტყმას გიორგი გურული და მიგინეიშვილი ერთდროულად გადაეღობნენ. მალე გეწაძის ფლანგური ჩაწოდებისა და ქავთარაძის გამჭოლი გადაცემის შემდეგ ტატანაშვილი ვარდნაში ცდილობდა მასპინძელთა კარის დალაშქვრას, თუმცა მიზნამდე მცირედი დააკლდა.

ამის შემდეგ კიდევ ერთხელ ჰქონდა თავის გამოჩენის შანსი, როცა გამეზარდაშვილის შეცდომით ისარგებლა და მეკარესთან პირისპირ გავიდა, თუმცა ამ ეპიზოდში ისევ მიგინეიშვილმა იმარჯვა და ბურთი კუთხურზე მოიგერია.

ცოტა ხანში ქუთაისელთა მეკარემ რაზმაძის სახიფათო თავურიც მოიგერია და საკუთარი გუნდი კიდევ ერთხელ იხსნა.

შეხვედრის დამატებით წუთებზე უკვე მასპინძლები გააქტიურდნენ (განსაკუთრებით, შეცვლაზე შემოსული გივი იოსელიანი), თუმცა რეალური საგოლე მომენტი ქუთაისელებს არ ჰქონიათ.

მატჩის შემდეგ

კობა ჟორჟიკაშვილი (მეტალურგი): "ზესტაფონთან შინ განცდილი მარცხის შემდეგ მძიმე ფსიქოლოგიურ მდგომარეობაში ვიყავით და ეს შეხვედრა ჩვენთვის ძალზედ მნიშვნელოვანი იყო. ქუთაისში მაყურებელი მე-12 მოთამაშის ფუნქციას ასრულებს და აქ რთულია თამაში. მოგება შეგვეძლო, მაგრამ ბევრი საგოლე მომენტი ვერ გამოვიყენეთ".

გია გეგუჩაძე (ტორპედო): "ძალიან დაძაბული შეხვედრა იყო. საგოლე მომენტები ჩვენც გვქონდა და, ვფიქრობ, რომ ფრე ლოგიკური შედეგია".

ქუთაისი. ცენტრალური. 8000 მაყურებელი.

ტორპედო-მეტალურგი 0:0

ტორპედო მეტალურგი

4-4-2 4-5-1

მიგინეიშვილი ბედიაშვილი

რიგვავა სეთურიძე

ფარულავა კვარაცხელია

გამეზარდაშვილი მახვილაძე

გ. გურული ჯაფარიძე

დოლიძე თექთურმანიძე

დიღმელაშვილი დობროვოლსკი

კუხიანიძე ი. მაისურაძე

გ. დათუნაიშვილი რაზმაძე

საბანაძე გეწაძე

გოცირიძე სიხარულიძე

მწვრთნელი: მწვრთნელი:

გ. გეგუჩაძე კ. ჟორჟიკაშვილი

ტორპედო

60. კუხიანიძე - ვ. ბოლქვაძე

64. გოცირიძე - თარხნიშვილი

75. დოლიძე - იოსელიანი

სათადარიგოები: ქვილითაია, შერგელაშვილი, ფანცულაია, დ. ჯანელიძე

მეტალურგი

46. თექთურმანიძე - ქავთარაძე

67. სიხარულიძე - ტატანაშვილი

90. მაისურაძე - გავაშელიშვილი

სათადარიგოები: თებიძე, მოდებაძე, გ. მიქაბერიძე, ჭედია

გაფრთხილება: რაზმაძე (8), რიგვავა (45), ჯაფარიძე (89)

არბიტრი: გ. ვადაჭკორია

სხვა მატჩები

ზესტაფონი-ბაია 4:1 (იხილეთ ვრცლად)

მერანი-დილა 1:2 (იხილეთ ვრცლად)

კოლხეთი-დინამო 2:1

1:0 ტუღუში (59),1:1 ჩისკო (63), 2:1 ტუღუში (75.პენ)

სატურნირო ცხრილი

შენიშვნა: ცხრილი მომზადებულია www.gff.ge-ს მიხედვით

მომდევნო ტური

16 მაისი, ოთხშაბათი

მერანი-კოლხეთი

დილა-ზესტაფონი

ბაია-ტორპედო

მეტალურგი-დინამო

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

• fexburti

ჩემპიონატის დებულებაში წერია ჩ ე მ პ ი ო ნ ა ტში მეტი მოგებების რაოდენობა. რაა აქ გაუგებარი? ვიღაც სფფ-ს უპასუხისმგებლო თანამშრომელმა უაზრობა დადო სიატზე, არ უნდა მიაკოთხოთ ფედერაციას და გაარკვიოთ? თუმცა ერთი მომენტიცაა. დებულების ეს პუნქტი ამოქმედდება ჩემპიონატის დასრულების შემდეგ თუ ექნებათ გუნდებს თანაბარი ქულების ოდენობა. ამ შემთხვევაში ზესტაფონია პირველზე. დაეკონტაქტეთ ფედერაციას და დააზუსტეთ, გულშემატკივრებისთხოვნაა. დებულებაში სიტყა "ჩემპიონატში" ამის გამო დაემატა ზუსტად, განსხვავებულად რომ ტარდება ჩემპიონატი. აქ იგულისხმება ყველა იმ თამაშის შედეგი, რომელიც ჩემპიონატის ეგიდით ჩატარდა.აბასიტყვა რა საჭირო იყო? თასის მოგებებს ხომ არ დაითვლიდნენ ბოლოს

• vas

შეცდომაა პირველზე ზესტაფონია, თანაბარი ქულების შემთხვევაში პირველ ადგილზე არის მოგებების მეტი რაოდება ვისაც აქვს მთელ ჩემპიონატში და არა მარტო ფლეი-ოფში, ფლეი-ოფში მეტალურსგს კი აქვს მეტი მოგება მაგრამ მთლიან ჩემპიონატში ზესტას აქვს მეტი მოგება, ტაკს ზესტა უნდა იყოს პირველზე და გაასწორეთ.

კარგი ამბავი - ბათუმის "დინამოს" ახალი მფლობელი ჰყავს

"მომავალ წელს კლუბში მინიმუმ 20 მილიონი ლარის ინვესტირება მოხდება" - ტარიელ ხეჩიკაშვილმა "იბერიას" სამომავლო გეგმებზე ისაუბრა

"იბერია 1999"-მა ბათუმში მოიგო

იმედები ვერ გაამართლა - "ატლეტიკო" სორლოტის გაყიდვას ეცდება

დეკემბერში პსჟ-ს საუკეთესო ფეხბურთელად საფონოვი დაასახელეს

"ბაიერნი" "რეალს" და "მანჩესტერ სიტის" ფეხბურთელს მხოლოდ სარეკორდო თანხად მიჰყიდის

"რა კრიზისზე საუბრობთ? მათ ხომ კონტე ჰყავთ" - კაპელომ "ნაპოლიზე" ისაუბრა

ბასტონიმ შესაძლოა, "ინტერი" დატოვოს - იტალიელის გადასაბირებლად ორი გრანდი იბრძვის

უარი "ჩელსის, "ლივერპულსა" და "მანჩესტერ იუნაიტედს" - სემენიომ არჩევანი სხვა ინგლისურ გრანდზე შეაჩერა

[VIDEO] ახალწვეული კუპერ ფლეგისა და ენტონი დევისის ბრწყინვალე მატჩი - "დალასმა" ნიკოლა იოკიჩის "დენვერი" დაამარცხა

[VIDEO] მამუკელაშვილის 4 სამქულიანი და კარგი მატჩი - სანდრომ "ტორონტოს" ძირითად შემადგენლობაში ითამაშა

დასაევი: საფონოვი რა, ასეთი დიადია?

სანდრო ალთუნაშვილი "ჰაპოელის" ფეხბურთელი გახდა

ოფიციალურად - "ლიონმა" "რეალისგან" ენდრიკი ინათხოვრა

სპორტის სამინისტრომ 2025 წლის საუკეთესო სპორტსმენები დაასახელა

პსჟ-ს ტრავმის გამო შემტევი გამოაკლდა

ლევან კობიაშვილმა ფიფას კომიტეტის სხდომას უხელმძღვანელა

ტიკნიზიანი: სომხეთის დედაქალაქი მაიამია - ყოველ სომეხს აშშ-ს პასპორტი უნდა ჰქონდეს

პსჟ-ს და კვარაცხელიას უნიკალური მიღწევა - ამითაა ლუის ენრიკეს გუნდი გამორჩეული

18-წლამდელთა ნაკრები გიორგი ნემსაძემ ჩაიბარა

წლის საუკეთესო მებრძოლი - პოპულარულმა MMAJunkie-მ და ESPN-მა მერაბ დვალიშვილი აღიარეს

მეინუს აღარ გაუშვებენ - "მანჩესტერ იუნაიტედი" თავის აღზრდილს მინიმუმ ზაფხულამდე დაიტოვებს

"ბარსელონა" დაცვას გააძლიერებს - რა გეგმები აქვთ კატალონიელებს ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაზე