საქართველოს ჩემპიონმა და თასის მფლობელმა "არმიამ" ქუთაისის "აიას" ავჭალაში 30:12 მოუგო
არმია-აია 30:12

არმია (15-9) კობახიძე, ტუჩაშვილი, მჭედლიძე, ჩხიკვაძე, აბრამიშვილი, ნინიძე, სამხარაძე. (1-8) კაკოვინი, მეკოკიშვილი (მამუკაშვილი 38), დონაძე (ხოსიტაშვილი 68), ცხადაძე (არჩუაშვილი 63), ჩიტიძე, თხილაიშვილი, კალმახელიძე, თავართქილაძე.

3ლ: ტუჩაშვილი, ჩიტიძე, ცხადაძე. 3გ,3ს: კობახიძე

აია (15-9) ძნელაძე, გოშაძე (ფრუიძე 50), ხამაშურიძე, კუხიანიძე (ზვიადაძე 58), აბრამიძე, სინაურიძე, გოგია. (1-8) არაბიძე (ლომიძე 41), მატკავა (თხელიძე 41), ჩხიკვაძე (წაქაძე 30), შალამბერიძე, მარდალეიშვილი (ჩიტეიშვილი 41), რევიშვილი, შაშიაშვილი (ცირეკიძე 41), ყურაშვილი.

4ს: სინაურიძე

მსაჯი: მიხეილ ჩაჩუა

საქართველოს ჩემპიონმა და თასის მფლობელმა "არმიამ", რომელმაც ჯგუფური ტურნირი მეორე ადგილზე დაასრულა, B ჯგუფის გამარჯვებულს ქუთაისის "აიას" ავჭალაში 30:12 მოუგო და განმეორებითი მატჩის წინ, რომელიც ქუთაისში გაიმართება, საკმაოდ სერიოზული ჰანდიკაპი შეიქმნა.

არმიელები ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურში "ლელოსთან" მარცხის შემდეგ ბევრად უფრო მობილიზებულნი და საბრძოლველად შემართულნი გამოიყურებოდნენ. თამაში სულ რაღაც ოთხი წუთის დაწყებული იყო, მასპინძლებმა პირველი ლელო რომ გაიტანეს.

არმიელები მარჯვენა ფრთაზე უტევდნენ, სადაც გარემარბი ალექსანდრე ტუჩაშვილი აქტიურობდა.

ქუთათურები საკუთარი ლელოს მისადგომებთან დაჯარიმდნენ. მასპინძელთა ცხრა ნომერმა ბიძინა სამხარაძემ საჯარიმო სწრაფად გაათამაშა და მარჯვნივ, მოკლე ფრთაზე ბურთი ტუჩაშვილს გადააწოდა, რომელიც ჩათვლის მოედანში იოლად შევიდა. ფულბეკმა ბახვა კობახიძემ გარდასახა - 7:0.

"აიამ" ამაზე ოთხ წუთში მგეზავის, გაგა სინაურიძის საჯარიმოთი უპასუხა და ანგარიშში სხვაობა ოთხ ქულამდე შეამცირა, თუმცა კობახიძემ თანაფარდობა სამ წუთში აღადგინა - 10:3. მომდევნო თხუთმეტ წუთში ქუთათურთა უპირატესობა აღინიშნა, რომლის დროსაც სინაურიძემ სამი საჯარიმო გაიტანა და 25-ე წუთზე "აია" 12:10 დაწინაურდა.

სტუმრებმა, მიუხედავად იმისა, რომ სათამაშო კიდევ 55 წუთი ჰქონდათ, მონაგარს ვეღარაფერი შესძინეს. არადა, ლელოს გატანის შესაძლებლობა არაერთხელ ჰქონდათ.

სამაგიეროდ, "არმია" ამოქმედდა მთელი სიმძლავრით და 32-ე წუთზე მორიგი ლელო მიითვალა. არმიელებმა დერეფანი მეტოქის 22-მეტრიან ზონაში მოიგეს, მოლი შეკრეს, რამდენიმე მეტრით წინ წაიწიეს.

მერე თამაში რაკში გადავიდა. მორკინალებმა ორი მოკლე დარტყმა განახორციელეს და მესამე ჯერზე მეორეხაზელმა დავით ჩიტიძემ ქუთათურთა ლელოში შეაღწია.

კობახიძემ გარდასახვა ზუსტად დაარტყა. მანვე ტაიმის დასრულებამდე ორი წუთით ადრე საჯარიმოც გაიტანა და "არმია" შესვენებაზე 8-ქულიანი უპირატესობით წავიდა - 20:12.

ამის შემდეგ "აიას" მოთამაშე მწვრთნელმა ბესიკ ხამაშურიძემ ერთბაშად ოთხი მორკინალი შეცვალა. ამას დაუმატეთ პირველი ნახევრის 30-ე წუთზე განხორციელებული შეცვლაც, როცა შერკინების ბურჯის, ტარიელ ჩხიკვაძის ადგილი ქუთაისელთა ახალბედამ, ამირან წაქაძემ დაიკავა.

ისე გამოვიდა, რომ მეორე ტაიმში "აიამ", ფაქტობრივად, მორკინალთა სხვა შემადგენლობა გამოიყვანა.

ამით, თამამად შეიძლება ითქვას, რომ სტუმრებმა თამაში გაათანაბრეს, თუმცა ეს შედეგზე არაფრით აისახა.

უკვე ვთქვით, რომ ქუთაისელ მორაგბეებს რამდენჯერმე მიეცათ სალელოვე შეტევის განხორციელების საშუალება. ხამაშურიძემ სამჯერ გადაიტანა მოედნის ცენტრიდან საჯარიმო დარტყმით ბურთი აუტში.

სამივეჯერ მეტოქის ლელოდან ხუთ მეტრში ქუთათურებმა დერეფანში ბურთი უხეიროდ ააგდეს. მათი ყველა მცდელობა ამაო გამოდგა.

"არმიამ" ანგარიშის გაზრდა მეორე ტაიმის დასაწყისშივე, თამაშის განახლებიდან ხუთ წუთში შეძლო.

მეტოქისგან განსხვავებით, მასპინძლები დერეფანში უშეცდომოდ თამაშობდნენ. მესამე სალელოვე შეტევაც სწორედ აუტის მოწოდების შემდეგ დაიწყო.

მარჯვენა ფრთაზე ჯერ მორკინალებმა მიიტანეს იერიში მეტოქეზე, მერე რაკიდან ბურთი სამხარაძემ მგეზავ მამუკა ნინიძეს გაუტანა. მან თვითონ სცადა მოწინააღმდეგის ხაზის გაჭრა. მერე ბურთს ისევ სამხარაძე დაეუფლა, რომელმაც მარცხნივ გრძელ ფრთაზე მოსხეპით მესამეხაზელ გიორგი თხილაიშვილს გადააწოდა. მან კი კიდევ უფრო მარცხნივ, კიდისკენ მარტოდ დარჩენილი მეორეხაზელი მამუკა ცხადაძე მოძებნა, რომელსაც ლელოს გატანა აღარ გასჭირვებია.

კობახიძემ ესეც გარდასახა. მანვე თამაშის დასრულებამდე ცხრა წუთით ადრე კიდევ ერთი საჯარიმოც გაიტანა და საბოლოოდ "არმიამ" 18 ქულის სხვაობით მოიგო - 30:12.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

დიდი 10 | აია 41:21 წიქარა
დიდი 10 | ყაზბეგი 0:16 ხვამლი
crocobet დიდი 10-ის განახლება ერთი კვირით გადაიდო
მე-17 ტურის ბოლო მატჩში "რუსთავმა" გურჯაანში "დელტა" დაამარცხა
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-0 ტორპედო. რამდენი რამ იყო "პირველად"...
დიხამინჯიამ 7 ბურთი გაიტანა, გავაშელიშვილმა და ცხოვრებაძემ 5-5, 4 გოლია კალანდაძის ანგარიშზე
"რასიზმი სირცხვილია, მაგრამ მოედნიდან არ უნდა გავდიოდეთ" - ხეფრენ ტურამი
ბათუმმა ზედიზედ მეოთხე გამარჯვება ორბთან იზეიმა
[VIDEO] პსჟ-მდე "ჩელსი" სახლში "ნიუკასლთან" დამარცხდა
[VIDEO] რეგრესი - საქართველოს ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში პორტუგალიასთან დამარცხდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 1:2 გაგრა. სულ სხვა "გაგრა"...
[VIDEO] სობოსლაის ულამაზესი ჯარიმა და რიშარლისონის გოლი 90-ე წუთზე - "ტოტენჰემი" "ენფილდზე" არ დამარცხდა
[VIDEO] რაფინიას ბენეფისი "სევილიასთან" - "ბარსელონამ"უხვგოლიან დაპირისპირებაში გაიმარჯვა
[VIDEO] წიტაიშვილის საგოლე გადაცემა - "მეცმა" "ტუტუზასთან" ანგარიში 0:2-დან გაათანაბრა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 0:0 დინამო (თბ). ნულები, რომელიც არ გვიკვირს
სუპერლიგის მე-17 ტური კსუ-ს, "ქუთაისის" და "ივერიონის" მოგებებით დაიწყო
ემერის რეკორდი - "ასტონ ვილას" თავკაცმა საიუბილეო ნიშნული დააფიქსირა
"ის, რაც ქართულ რაგბიში ხდებოდა, არის აღმაშფოთებელი" - სკანდალი ქართულ სპორტში, WADA-მ ეროვნული ნაკრების 6 მორაგბე დაასანქცირა
ორი ვარიანტი - ვინ შეიძლება ჩაანაცვლოს ირანი მუნდიალზე, თუ ქვეყანა მსოფლიო ჩემპიონატზე გამოსვლაზე უარს იტყვის
გირასი სერია A-ს გრანდების სამიზნეში - "დორტმუნდის" ფორვარდს იტალიაში უხმობენ
"რეალის" საზაფხულო გეგმები - მადრიდული გრანდი რამდენიმე პოზიციაზე გაძლიერდება
შეინარჩუნებს პოსტს? - ტუდორის ბედი "ლივერპულთან" მატჩზე გადის
"ნაპოლი" ჰოილუნდს 44 მილიონ ევროდ გამოისყიდის