არნემის "ვიტესის" კაპიტანი ცნობილმა ინტერნეტ-გამოცემამ ჰოლანდიის ერედივიზიეს სიმბოლურ ნაკრებში შეიყვანა
გურამ კაშია ჰოლანდიის ერედივიზიეს სიმბოლურ ნაკრებშია! მართალია, "ტიტების" ქვეყანაში სეზონი ჯერ არ დასრულებულა, პლეი ოფის მატჩები გრძელდება, მაგრამ ცნობილმა ინტერნეტ-გამოცემა Goal.com-მა ჩემპიონატის შედეგები უკვე შეაფასა და საქართველოს ნაკრებისა და არნემის "ვიტესის" ცენტრალური მცველი გამოარჩია.

გამოცემამ ერედივიზიეს სეზონი გააანალიზა:

"ეს ანალიზი იმიტომ დაგვჭირდა, რომ ჩემპიონატის 11 გამორჩეული ფეხბურთელი დაგვესახელებინა... შარშან "ვიტესი" ერედივიზიედან გავარდნას გადაურჩა. წელს კი პლეი ოფში მოხვდა, რაც, ძირითადად, დაცვაში საქართველოს ნაკრების მოთამაშეს, გურამ კაშიას საიმედო თამაშს უკავშირდება".

Goal.com-ის სიმბოლური ნაკრები კი ასე გამოიყურება:

ესტებანი (ალკმაარი), ლედრამი (ფეიენოორდი), კაშია (ვიტესი), ვერტონგენი (აიაქსი), პოულსენი (ალკმაარი) კლასიე (ფეიენოორდი), რასმუს ელმი (ალკმაარი), ნარსინგი (ჰეერენვენი), ერიკსენი (აიაქსი), მერტენსი (ეინდჰოვენი), დოსტი (ჰეერენვენი).

შეგახსენებთ, რომ ჰოლანდიაში ევროპის ლიგის საგზური ორრაუნდიან პლეი ოფში თამაშდება. პლეი ოფის პირველ ნახევარფინალურ მატჩში "ვიტესი" "ნეიმეგენთან" სტუმრად 2:3 დამარცხდა. საპასუხო მატჩში კი "ვიტესმა" მეტოქეს არნემში უმასპინძლა, 2:0 გაიმარჯვა და ფინალშიც გავიდა.

"ვიტესის" შემადგენლობაში გურამ კაშიამ სრულად ითამაშა, გიორგი ჭანტურია კი სასტარტო შემადგენლობაში იყო და 68-ე წუთზე შეცვალეს.

გურამ კაშიას მატჩამდე დავუკავშირდით და მცირე ინტერვიუ ჩამოვართვით.

- ტურის სიმბოლურში ქართველის მოხვედრაც გვახარებს, სეზონის შემდეგ ჰოლანდიის 11 საუკეთესო მოთამაშეს შორის დასახელება კი უკვე აღიარებაა...

- Goal.com-ის აღიარება ჩემთვის მართლაც ძალიან სასიხარულოა, რადგან ჰოლანდიაში ჩემს პოზიციაზე ბევრი ფეხბურთელი თამაშობს. უმრავლესობა თავის ნაკრებში ლიდერია და ნაღდად ვიცი, რომ ამ ფეხბურთელებით ევროპის ტოპ-კლუბები არიან დაინტერესებულები.

სასიხარულოა, შრომა რომ მიფასდება. ერედივიზიეს 11 საუკეთესო ფეხბურთელს შორის მოხვედრა კი, დამეთანხმებით, არც ისე იოლია.

- როდესაც "ვიტესში" მიდიოდი, ასეთ აღიარებას, ალბათ, ვერც წარმოიდგენდი...

- მე კვირიდან კვირამდე ვცხოვრობ და არა - ოცნებებითა და გეგმებით. ამიტომ არასდროს მიფიქრია შორეულ მომავალზე. რა იქნება და რა მოხდება, ეს ჩემს შრომაზეა დამოკიდებული.

ალბათ, ყველაფერს შრომით ვაღწევ. ჯერ შემადგენლობაში მოვხვდი, მერე ადგილი დავიმკვიდრე, შემდეგ წარმატება და აღიარება მოვიდა.

ყველაფერი შესაძლებელია, თუ ვარჯიში არ გეზარება და საქმეს წესიერად აკეთებ.

- მომავალ სეზონში კვლავ "ვიტესში" ითამაშებ?

- დიახ, ვრჩები. თავადაც ვარ დაინტერესებული, აქ კიდევ ერთი წელი მაინც რომ ვითამაშო, რადგან "ვიტესი" გაძლიერებას აპირებს, ამბიციური კლუბიდან წასვლა კი არ მსურს. მეც მაინტერესებს, რამდენს შევძლებთ.

- თუ ბევრად უკეთეს კლუბში მიგიწვევენ, მაინც იმავე აზრზე დარჩები?

- ამ აზრზე რომ არც ვიყო, "ვიტესთან" კონტრაქტი გავახანგრძლივე და კლუბი არც გამიშვებს.

აქვე მინდა ჩვენს 17-წლამდელებზეც ვთქვა: საამაყო ნაკრები, მწვრთნელი და მოთამაშეები გვყავს. ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალში რომ ჰოლანდიას ხვდებიან, ეს "ვიტესში" ყველამ იცის და ამის გამო მთელ გუნდს დავუპირისპირდი.

"გურამ კაშია ჰოლანდიის ჩემპიონატის სიმბოლურში" (იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

Eureka. მამარდაშვილის სახით ყველა პრობლემის მიზეზი მოძებნეს - რას წერს ინგლისური გამოცემა ალისონის არყოფნაზე
L'Équipe: 5 ფაქტი, რომელიც ევროპირველობების რეკორდსმენ მამარდაშვილზე უნდა ვიცოდეთ
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა