იტალიის ჩემპიონატის ბოლო ტურში, "კატანიასთან" (2:0) გამარჯვების შემდეგ, "უდინეზეს" თავკაცმა განაცხადა, რომ არ იცის, დარჩება თუ არა კლუბის სათავეში
იტალიის ჩემპიონატის ბოლო ტურში, "კატანიასთან" (2:0) გამარჯვების შემდეგ, რომელმაც "უდინეზეს" მესამე ადგილი გაუნაღდა და მომავალ სეზონში ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ტურნირში ასპარეზობის უფლება მისცა, კლუბის მთავარმა მწვრთნელმა ფრანჩესკო გვიდოლინიმ აღიარა, რომ არ იცის, დარჩება თუ არა თავის თანამდებობაზე მომავალ სეზონში.

სპეციალისტმა აღნიშნა, რომ ასეთი რთული სეზონის შემდეგ მისთვის პაუზის აღება აუცილებელია, რათა ჯანმრთელობა აღიდგინოს.

"მიხარია, რადგან შესანიშნავი სეზონის ბოლოს ისტორიული წარმატების მიღწევა მოვახერხეთ. მინდა ჩვენს მეტოქეებს კუთვნილი მივუზღო და ჩემს მოთამაშეებს მადლობა გადავუხადო. ასეთ შედეგს ჩვენგან არავინ ელოდა, რაც ამ მიღწევას კიდევ უფრო მნიშვნელოვანს ხდის. ეს იმ ფეხბურთელების დიდი დამსახურებაა, რომლებმაც რთულ დროს მტკიცე ხასიათი გამოავლინეს.

მიუხედავად ამისა, ძალიან დავიღალე და დასვენება მჭირდება. ვფიქრობ, დასვენება ხანგრძლივი იქნება, რადგან ძალიან დაძაბული ვმუშაობდი. არ ვიცი, მომცემს თუ არა ჯანმრთელობა კიდევ ერთი ასეთი სეზონის - 50-ზე მეტი მატჩის ჩატარების საშუალებას. უახლოეს დღეებში კლუბის ხელმძღვანელობას დაველაპარაკები და შესვენებას ავიღებ. არ ვიცი, გავაგრძელებ თუ არა მუშაობას ივლისის დასაწყისში.

რაც შეეხება "უდინეზეში" ტექნიკურ დირექტორად დარჩენას და ერთ-ერთი ახალგაზრდული გუნდის გაწვრთნას, ვფიქრობ, ასეთი სამუშაო ჩემთვის შესაფერისი იქნებოდა", - განაცხადა გვიდოლინიმ.

ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
დე ლაურენტისი კონტეს ნაკრებში გაშვებაზე თანახმაა - რას მოითხოვს სანაცვლოდ?
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა