დავით ჯიქია: "ტრიბუნაზე პრეზიდენტი რომ დავინახეთ, სიამაყის გრძნობა დაგვეუფლა"
უეფას ოფიციალურმა ვებგვერდმა საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრებსა და მის თავდამსხმელზე, დავით ჯიქიაზე წერილი გამოაქვეყნა, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ.

ქართველი პელე თავისი გუნდით ამაყობს

დენ როსი ლუბლიანადან

ევროპის 17-წლამდელთა ჩემპიონატის ნახევარფინალურ შეხვედრას ტრიბუნიდან თვალს თვით საქართველოს პრეზიდენტი ადევნებდა. ეს კი დავით ჯიქიას მისი გუნდის წარმატების მნიშვნელობას კიდევ ერთხელ ახსენებდა.

პირველსავე ტაიმში ფეხბურთელის გაძევებამ საქართველოს ნაკრების ამოცანა მნიშვნელოვნად გაართულა, რომელსაც ფინალში ჰოლანდია-გერმანიის წყვილის კიდევ ერთხელ გამეორება სულაც არ სურდა.

ალბერტ სტეივენბერგის შეგირდებმა უმცირესობაში დარჩენილი მეტოქის გატეხვა მხოლოდ 64-ე წუთის შემდეგ შეძლეს. მატჩის უკანასკნელ წუთებზე გაშვებულმა ორმა გოლმა ევროპის ჩემპიონატზე ქართველთა ბრწყინვალე გამოსვლას წერტილი დაუსვა.

მატჩის დასრულების შემდეგ uefa.com საქართველოს ნაკრების თავდამსხმელ დავით ჯიქიას ესაუბრა.

"თამაში მართლაც კარგი გამოვიდა. კარგად ვიცავდით თავს, - თქვა ფეხბურთელმა. - მაგრამ ჩვენი კაპიტნის გაძევების შემდეგ ჰოლანდიელები ჩვენზე უკეთ გამოიყურებოდნენ და დამსახურებულად გაიტანეს".

ვასილ მაისურაძის გუნდი 17-წლამდელთა შორის წლევანდელი ევროპის ჩემპიონატის ნამდვილი აღმოჩენა გახდა. მან ტურნირზე წარმატებით დაძლია ჯგუფური ეტაპი, სადაც ისეთი მეტოქეები ჰყავდა, როგორებიც გერმანია და საფრანგეთია.

"ჩვენ ტურნირზე გამოსვლით კმაყოფილნი ვართ, - თქვა ტექნიკურმა ფორვარდმა, რომელსაც კოლეგებმა მეტსახელად პელე შეარქვეს. - ამაყი ვარ ყველა ჩემი თანაგუნდელით და მინდა მათ თავდადებისთვის მადლობა გადავუხადო. მათ ბრწყინვალედ ითამაშეს და ბოლომდე იბრძოლეს.

საქართველოს ნაკრებისთვის ეს ევროპის 17-წლამდელთა ჩემპიონატზე პირველი ნახევარფინალი იყო და მიუხედავად მარცხისა, ტურნირი ჩვენთვის წარმატებული იყო. მომავალში კი, იმედი მაქვს, კიდევ უფრო უკეთესად გამოსვლასაც შევძლებთ".

საქართველოს ნაკრების წლევანდელ ასპარეზობას სხვაგვარად ვერ უწოდებ, თუ არა მქუხარეს. თავად ქვეყნის პრეზიდენტი ჩამოვიდა სლოვენიაში, რათა ახალგაზრდა ფეხბურთელებისთვის ჰოლანდიელებთან მატჩში მხარი დაეჭირა.

ამის შესახებ ინფორმაცია ქართველი ფეხბურთელებისთვის თავიდან გასაიდუმლოებული იყო, თუმცა მათ შუა თამაშში შეიტყვეს სახელმწიფოს მეთაურის ტრიბუნაზე ყოფნის ამბავი.

"თამაშამდე პრეზიდენტის ჩამოსვლის შესახებ არაფერი ვიცოდით, მაგრამ თამაშის მსვლელობისას გავიგეთ, რომ ის სტადიონზე იმყოფებოდა, - აღიარა ჯიქიამ. - როდესაც ის დავინახეთ, კიდევ უფრო მეტი თავდადებით ავთამაშდით.

ამ ფაქტმა ჩვენი მოტივაცია მნიშვნელოვნად გაზარდა.

სახელმწიფოს მეთაურის სლოვენიაში ვიზიტის გამო სიამაყის გრძნობა დაგვეუფლა. მართალია, ჰოლანდიელებთან დამარცხების გამო გულდაწყვეტილნი ვართ, მაგრამ პრეზიდენტის ჩამოსვლამ გვაგრძნობინა, რომ ტურნირზე კარგად გამოვედით. ნახევარფინალში გასვლაც ჩვენთვის მიღწევაა", - თქვა თავდამსხმელმა.

nukri
თუ შეიძლება ამ ბიჭებს თავი დაანებეთ,მათ ამ ასაკში იმდენი გააკეთეს რაც ბევრ თქვენგანს თუ ჩვენგანს არ გაუკეთებია და კიდევ მადლობა ღმერთს რომ ინკუბატორების დრო დამთავრდა და რაც ერთს მოსწონს თუ არ მოსწონს დოგმა არ არის რომ ყველა იგივე აზრზე იყოს, შეეშვა ბევრი ბოლშევიკურ აზროვნებას დროა "ვინც ჩვენთან არ არის ის ჩვენი მტერია" გარშემო ყველაფერი შავ-თეთრი არ არის..სხვა ფერების დანახვასაც ნიჭი უნდა
messi
არადა ეს ინტერვიუები სულ ერთი კაცის ნაწვალებია. ამ ბიჭებს ახლოს ვიცნობ და საიდან ამდენი ......
mari
ასეტმა პატარა ბიცჰმა ამდენი პატხალიმი როდის ისწავლე
U16. კვარაცხელიას ულამაზესი გოლი და საგოლე პასი - საქართველოს ნაკრები ბულგარეთთან პენალტების სერიაში დამარცხდა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
16-წლამდელები უეფას განვითარების თასზე ითამაშებენ - შემადგენლობა და მატჩების განრიგი
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა