"ნიუკასლის" ნახევარმცველმა დაადასტურა, რომ მიუხედავად მისი პერსონისადმი სხვა კლუბების ინტერესისა, არ აპირებს "სენტ ჯეიმს პარკის" დატოვებას
"ნიუკასლის" 25 წლის შემტევმა ნახევარმცველმა ატემ ბენ-არფამ დაადასტურა, რომ მიუხედავად მისი პერსონისადმი სხვა კლუბების ინტერესისა, არ აპირებს "სენტ ჯეიმს პარკის" დატოვებას.

"კაჭკაჭებმა" სწორედ ბენ არფასა და პაპის სისეს წყალობით მოახერხა ბოლო თვეების განმავლობაში ჩემპიონთა ლიგის საგზურისთვის ბრძოლაში ჩაბმა. მართალია, საბოლოოდ მიზნის მიღწევა ვერ მოხერხდა, მაგრამ ყველა აღიარებს, რომ ალან პერდიუს გუნდი მზარდი პოტენციალისაა და მომდევნო სეზონში ნამდვილად შეეძლება კიდევ ერთხელ იბრძოლოს ჩემპიონთა ლიგაში მოსახვედრად.

ბენ არფას დიდებული თამაში არ გამოპარვია ლორან ბლანს, რომელმაც ფეხბურთელი 1,5-წლიანი პაუზის შემდეგ დააბრუნა ეროვნულ გუნდში და ევრო 2012-ზე წამსვლელ ლეგიონერთა შორის დაასახელა. აქვე გეტყვით, რომ ბენ არფას კონტრაქტს "ნიუკასლთან" 2015 წლის 30 ივნისს გასდის ვადა.

ბარტონს 9 მატჩით მოკვეთენ

გუშინდელ ნომერშივე ვწერდით, რომ "ქუინზ პარკის" 29 წლის ცენტრალურმა ნახევარმცველმა ჯოი ბარტონმა "მანჩესტერ სიტისთან" შეხვედრის 55-ე წუთზე არასპორტული საქციელით გამოიჩინა თავი.

მან ჯერ კარლოს ტევესს უთავაზა იდაყვი, უკვე გაძევებულმა კი სერხიო აგუეროს წიხლი ჩაარტყა, ბოლოს კი მარიო ბალოტელისთან საჩხუბრად იწევდა.

ბუნებრივია, ყოველივეს გამო მის წინააღმდეგ საფეხბურთო ასოციაცია სერიოზული სანქციების გატარებას გეგმავს. ინგლისური პრესა წერს, რომ ფეხბურთელს 2-თვიანი უქმობა მოუწევს, რადგან მინიმუმ 9-მატჩიანი დისკვალიფიკაცია ელის. ფეხბურთელის დასჯას, თავის მხრივ, კლუბიც გეგმავს.

ჰალკი ჩელსიში მიდის

პორტუგალიური "საპო დესპორტუს" ცნობით, "პორტუს" 25 წლის ცენტრფორვარდი ჰალკი კარიერას "ჩელსიში" განაგრძობს. მართალია, მას კონტრაქტში გამოსასყიდ თანხად 100 მილიონი უწერია, მაგრამ ცხადია, რომ ამ თანხას მასში არავინ გადაიხდის. ლონდონურ კლუბს ფეხბურთელის შეძენა, ალბათ, 35-38 მილიონი ევრო დაუჯდება.

ჟურნალისტები თავდამსხმელის პოზიციით დაინტერესდნენ. ჰალკის თქმით, მან ჯერ კიდევ არ იცის, რომელ კლუბში შეხვდება ახალ სეზონის დაწყებას. "ახლა მარტო ის მინდა, რომ პორტუგალიის ჩემპიონობით დავტკბე.

ჩემს ტრანსფერს რაც შეეხება, ის "პორტუს" ხელმძღვანელებისა და ჩემი აგენტის საზრუნავია. დღეს თუ მკითხავთ, იმაზეც კი ვერ გიპასუხებთ, მინდა თუ არა "დრაგაუზე" კიდევ ერთი სეზონის გატარება," - აცხადებს ფეხბურთელი.

ჩემპიონობა ხელის გაწვდენაზე

"მონპელიეს" მთავარი მწვრთნელი რენე ჟირარი "ლილთან" დრამატულ შეხვედრაში გამარჯვების შემდეგ თავისი გუნდის საჩემპიონო შანსებზე უკვე ხმამაღლა ალაპარაკდა.

"ლილთან" ბოლო წუთზე გავიტანეთ, რაც ერთგვარ კულმინაციურ მომენტად იქცა. თამაში ხომ ძალიან დაძაბული გამოდგა. ზეწოლა ჩემს ფეხბურთელებზე წარმოუდგენლად დიდი იყო.

კარგია, რომ საბოლოოდ გავინაღდეთ ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე თამაში. თამაშს არცთუ საუკეთესო ფიზიკურ კონდიციებში შევხვდით, მაგრამ, ამის მიუხედავად, წამითაც არ შეგვპარვია ეჭვი საკუთარი ძალებში.

ერთგული გულშემატკივრების დახმარებით "სტად დე ლა მოსონზე" 19 შეხვედრაში მხოლოდ 7 ქულა დავკარგეთ.

ახლა ისღა დაგვრჩენია, "ოსერთან" მინიმუმ ქულა ავიღოთ და ჩემპიონობა ვიზეიმოთ. "ლილთან" მატჩის დასრულების შემდეგ ცრემლები ვერ შევიკავე. არადა, ბოლოს ეს მაშინ მოხდა, როცა "ბორდოდან" წამოვედი.

მიზეზი ნამდვილად მქონდა, რადგან ამ მოგების შემდეგ ჩემპიონობამდე ხელის ერთი გაწვდენაღა დაგვრჩა," – თქვა რენე ჟირარმა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

35 წლის ასაკში ოსკარმა საფეხბურთო კარიერა დაასრულა
თავისივე რეკორდი გააუმჯობესა - პსვ 5 ტურით ადრე ნიდერლანდების ჩემპიონი გახდა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა