"უილიამსის" ბოქსებში გაჩენილი ხანძრის დროს ბიძაშვილის გმირულად გადარჩენის შემდეგ, მალდონადო მშობლიურ ვენესუელაში ეროვნულ გმირად შერაცხეს
ესპანეთის გრანპრის მოგებისა და "უილიამსის" ბოქსებში გაჩენილი ხანძრის დროს ბიძაშვილის გმირულად გადარჩენის შემდეგ, პასტორ მალდონადო მშობლიურ ვენესუელაში ეროვნულ გმირად შერაცხეს, ქვეყნის პრეზიდენტმა უგო ჩავესმა კი ორშაბათი არასამუშაო დღედ გამოაცხადა.

თუმცა მთელმა ვენესუელამ უკვე კვირას დაიწყო ფორმულა 1-ში პასტორის პირველი გამარჯვების აღნიშვნა. რბოლის ფინიშის შემდეგ, კარაკასის მაცხოვრებლები ქუჩაში გამოვიდნენ პლაკატებით: "მალდონადო - ვენესუელას სიამაყე".

ესპანეთში პასტორ მალდონადოს ტრიუმფმა გააერთიანა ქვეყანა, რომელიც აგერ უკვე 13 წელია უგო ჩავესის მომხრეებსა და მოქმედი რეჟიმის მოწინააღმდეგეებს შორის დაპირისპირების პირობებში ცხოვრობს.

ქვეყნის პრეზიდენტის გვერდით ხშირად გამოჩენისა და სახელმწიფო სანავთობო კომპანია PDVSA-გან მიღებული მხარდაჭერის გამო, ვენესუელელი პილოტი სოციალისტური მთავრობის მომხრედ აღიქმება, მაგრამ ესპანეთის გრანპრის შედეგებმა ოპოზიციას შეაცვლევინა პილოტის მიმართ დამოკიდებულება.

რა თქმა უნდა, მალდონადოს თანამემამულეებზე ძლიერი შთაბეჭდილება მოახდინა კადრმა, როცა პილოტს ხელში აყვანილი გამოყავს ხანძრის სახიფათო ზონიდან თავისი 12 წლის ბიძაშვილი: ბიჭს ფეხი ჰქონდა მოტეხილი და სწრაფად გადაადგილება არ შეეძლო.

ორშაბათს, ოპოზიციურ გაზეთში - El Universal-ში გამოქვეყნდა სტატია სათაურით: "ჩვენი სულიერი ლიდერი". ეს არის სიტყვების აშკარა თამაში, რომელშიც გამოყენებულია პილოტის ესპანური სახელი. "მისმა გამარჯვებამ გააერთიანა მთელი ერი", - წერს გაზეთი.

ამას ადასტურებს თუნდაც ის ფაქტი, რომ პასტორ მალდონადომ მილოცვა მიიღო ენრიკე კაპრილესისგან, რომელიც უგო ჩავესის მთავარი ოპონენტი იქნება 7 ოქტომბერს გასამართი საპრეზიდენტო არჩევნების დროს.

"დიადი მალდონადო! ჩემი მილოცვები პასტორს, მის მშობლიურ შტატ არაგუასა და მთელი ვენესუელას!" - დაწერა პოლიტიკოსმა "ტვიტერზე".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

დასრულდა რეგიონული ეტაპები, წინ საქართველოს ჩემპიონატია!
ქართველი ველოსპორტსმენების წარმატება საერთაშორისო ასპარეზზე- 2 ოქროს, 1 ვერცხლის და 2 ბრინჯაოს მედალი
[VIDEO] „საქართველოს ეროვნული ლატარია“ აგრძელებს სპორტის მხარდაჭერას და აქტიურად მონაწილეობს სოციალური ინიციატივების ხელშეწყობაში
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა