ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები

მამუკა გორგოძემ "ტულუზის" მეორეხაზელი სცემა [+VIDEO]

მამუკა გორგოძემ "ტულუზის" მეორეხაზელი სცემა [+VIDEO]

საფრანგეთის სარაგბო ჩემპიონატის ელიტურ, პირველ დივიზიონში რეგულარული გათამაშება დასრულდა
საფრანგეთის სარაგბო ჩემპიონატის ელიტურ, პირველ დივიზიონში რეგულარული გათამაშება დასრულდა.

პლეი ოფში გასული ექვსი გუნდიდან ხუთი ქართველი მორაგბეებისაა. ესენია: "ტულუზი", "კლერმონი", "ტულონი", "კასტრი" და "მონპელიე". სამწუხაროდ, ელიტიდან გავარდნილი ორი გუნდიდან ორივე ქართველებისაა, "ბრივი" და "ლიონი".

ბოლო ტური უხვი გამოდგა როგორც ლელოებით, ისე წითელ-ყვითელი ბარათებით. საინტერესოდ და საკმაოდ დაძაბულად წარიმართა ბრძოლა ტულუზში, სადაც ჯაბა ბრეგვაძისა და აქვსენტი გიორგაძის ადგილობრივი გუნდი მამუკა გორგოძის, გიორგი ჟღენტის, მიხეილ ნარიაშვილისა და გოდერძი შველიძის "მონპელიეს" მასპინძლობდა. შეხვედრა ტულუზელთა გამარჯვებით, 20:13 დასრულდა.

მატჩის 28-ე წუთზე, მაშინ, როცა "მონპელიე" უტევდა, ჩხუბი ატყდა. რამდენიმე მორაგბე ერთმანეთისკენ იწევდა, მათ შორის, გორგოძეც.

"ტულუზის" მეორეხაზელი იონ მაესტრი ოდნავ მოშორებით იდგა და როცა გორგოძეს აქტიურობა შენიშნა, მისკენ დაიძრა - სრულიად ამაოდ, რადგან მამუკამ, ისევე, როგორც სხვა ბევრი, მაესტრიც ფეხქვეშ გაიგდო.

მატჩის არბიტრმა ფრენკ მასიელომ ორივეს, გორგოძესაც და მაესტრისაც წითელი ბარათი უჩვენა. სამწუხაროდ, საქართველოს ნაკრების მესამეხაზელს პლეი ოფში "კასტრთან" დაპირისპირების გამოტოვება მოუწევს.

სადისციპლინო კომიტეტი, სავარაუდოდ, ამასაც არ აკმარებს და რამდენიმე კვირით დასჯის. თუმცა, გამორიცხული არ არის, მეტად არ დასაჯოს.

მატჩის შემდეგ პრესკონფერენციაზე "მონპელიეს" კაპიტანს, ფულენსე უოდრაოგოს მომხდარზე კომენტარი სთხოვეს.

აი, რა უპასუხა მან:

"როდესაც ბატონ მასიელოს ვკითხე, გორგოძემ წითელი ბარათი რის გამო დაიმსახურა-მეთქი, მიპასუხა - მან ყველაზე მეტი დარტყმა განახორციელა, ვიდრე სხვებმაო. ეს სასაცილო არგუმენტია. ჩვენ ჩხუბისას დარტყმებს არ ვითვლით.

გორგოძე არა მარტო მოთამაშე, არამედ როგორც ვაჟკაციც, არავისზე ნაკლები არ არის. ვერ ვხვდები, რატომ ტყდება ხოლმე ჯოხი ყოველთვის მასზე? იმედი მაქვს, მკაცრად არ დასჯიან, იმიტომ, რომ ყველამ ძალიან კარგად იცის, გორგოძე რამდენად მნიშვნელოვანი ფიგურაა ჩვენი გუნდისთვის".

ახლახან გავრცელდა ინფორმაცია, რომ გორგოძეს სადისციპლინო კომიტეტის სხდომაზე მისვლა არ მოუწევს.

მატჩის არბიტრის მიერ წარდგენილი პატაკის მიხედვით, მას მხოლოდ 10-დღიანი დისკვალიფიკაცია ელის.

ერთი სიტყვით, "მონპელიე" დამარცხდა და მე-5 ადგილს დასჯერდა. როგორც უკვე ვთქვით, მისი მეტოქე ნახევარფინალის შესარჩევ მატჩში "კასტრი" იქნება. მონპელიელებს თამაში სტუმრად მოუწევთ და თუ მოიგებენ, ნახევარფინალში ისევ "ტულუზს" დაუპირისპირდებიან.

"ტულუზთან" მატჩში გიორგი ჟღენტი მოედანზე 48-ე წუთიდან გამოჩნდა; ნარიაშვილი, შველიძე, ბრეგვაძე და გიორგაძე განაცხადში არ იყვნენ.

ანტონ ფეიქრიშვილის "კასტრმა", თავის მხრივ, შინ დაამარცხა ბასკური "ბაიონი" - 31:29 და რეგულარული გათამაშება მეოთხე ადგილზე დაასრულა. ფეიქრიშვილი ტრავმირებულია და არ უთამაშია.

დავით ზირაქაშვილისა და ვიქტორ კოლელიშვილის "კლერმონმა" შინ მოუგო დავით ხინჩაგიშვილის, ვასილ კაკოვინისა და ირაკლი ნატრიაშვილის "ბრივს" - 57:14. ბრიველები მომავალი სეზონიდან მეორე დივიზიონში იასპარეზებენ. თუმცა ამ კლუბის ქართველი მოთამაშეები, სავარაუდოდ, ყველა ისევ ელიტური, პირველი დივიზიონის კლუბებში იასპარეზებს.

ერთი მათგანის, ვასილ კაკოვინის ბედი დიდი ხანია, გარკვეულია. ის მალე "ტულუზის" კვართს მოირგებს.

ზირაქაშვილმა ამ მატჩში თავიდან ბოლომდე ითამაშა; ნატრიაშვილი შეხვედრაში 50-ე წუთიდან გამოჩნდა; კოლელიშვილი, ხინჩაგიშვილი და კაკოვინი განაცხადში არ იყვნენ.

"კლერმონი" 87 ქულით მე-2 ადგილზე გავიდა და პირდაპირ ნახევარფინალში ითამაშებს. აქ მისი მეტოქე დავით ქუბრიაშვილის "ტულონსა" და პარიზულ "მეტრო რასინგს" შორის გამარჯვებული იქნება.

ტულონელებმა ბოლო ტურში სტუმრად მოუგეს გურამ კავთიძისა და ტარიელ რატიანიძის "ლიონს" - 29:5.

რატიანიძე თამაშში მე-5 წუთიდან ჩაერთო და 55-ე წუთზე გაასინბინეს. კავთიძე მოედანზე 65-ე წუთიდან გამოჩნდა და ყვითელი ბარათი ერთ წუთში დაიმსახურა. ქუბრიაშვილი ძირითად შემადგენლობაში იყო და 27-ე წუთზე შესაცვლელი შეიქნა, რადგან მუხლი დაიშავა.

ბექა შეყლაშვილის "აჟენმა" შინ დაამარცხა "მეტრო რასინგი" 25:22 და ტურნირი მე-10 ადგილზე დაასრულა.

შეყლაშვილი თამაშში 55-ე წუთიდან ჩაერთო.

I დივიზიონი

XXVI ტური

კასტრი-ბაიონი 31:29, კლერმონი-ბრივი 57:14, ტულუზი-მონპელიე 20:13, ბიარიცი-სტად ფრანსე 16:5, ბორდო-პერპინიანი 37:29, აჟენი-მეტრო რასინგი 25:22, ლიონი-ტულონი 5:29.

სატურნირო მდგომარეობა

1. ტულუზი - 87 ქულა, 2. კლერმონი - 87, 3. ტულონი - 73, 4. კასტრი - 69, 5. მონპელიე - 67, 6. მეტრო რასინგი - 64, 7. სტად ფრანსე - 58, 8. ბორდო - 53, 9. ბიარიცი - 52, 10. აჟენი - 52, 11. პერპინიანი - 49, 12. ბაიონი - 48, 13. ბრივი - 42, 14. ლიონი - 31.

პლეი ოფი

კასტრი-მონპელიე, ტულონი-მეტრო რასინგი

რეგულარული გათამაშება დასრულდა ელიტურ, მეორე დივიზიონშიც. პირველი დივიზიონის საგზური აქ სამი ტურის წინ გიორგი მენაბდიშვილის "გრენობლმა" მოიპოვა.

მეორე პირველდივიზიონელის ვინაობა კი პლეი ოფში გაირკვევა, რომელშიც ზერო პეტრიაშვილისა და დავით ლოსაბერიძის "პო" შინ ეთამაშება "ლა როშელს". მეორე წყვილში კი "მონ დე მარსანი" "დაქსს" უმასპინძლებს. აღსანიშნავია, რომ ამ გუნდებში მომავალი სეზონიდან, შესაძლებელია, ქართველი მორაგბეებიც გამოჩნდნენ.

"პომ" ბოლო ტურში სტუმრად დაამარცხა "ოში" - 17:14 და 87 ქულით რეგულარული გათამაშება მე-2 ადგილზე დასრულა. ქართველ მორაგბეებს არ უთამაშიათ.

მომავალი სეზონიდან ფედერალ 1 დივიზიონში იასპარეზებს თედო ზიბზიბაძის, დავით დადუნაშვილისა და ალექსანდრე მარგველაშვილის "პერიგო", რომელმაც შინ მინიმალური სხვაობით მოუგო "ექსს" - 39:38.

ზიბზიბაძე 38-ე წუთზე შეცვალეს. იმავდროულად, თამაშში ჩაერთო დადუნაშვილი, რომელიც არბიტრმა 70-ე წუთზე გაასინბინა. მარგველაშვილი თამაშში 48-ე წუთიდან ჩაერთო.

ლევან დათუნაშვილის, გიორგი ნაცარაშვილისა და კარლენ ასეიშვილის "ორიაკმა" შინ დაამარცხა "ლა როშელი" 35:14. დათუნაშვილმა სრულად ითამაშა, ნაცარაშვილი 54-ე წუთზე შეცვალეს, ასეიშვილი განაცხადში არ იყო.

II დივიზიონი

XXX ტური

პერიგო-ექსი 39:38, კარკასონი-ბეზიე 47:45, ბურგუენი-დაქსი 27:12, ოიონაქსი-გრენობლი 23:6, ორიაკი-ლა როშელი 35:14, მონ დე მარსანი-ნარბონი 28:18, ოში-პო 14:17, ალბი-ტარბი 35:29.

სატურნირო მდგომარეობა

1. გრენობლი - 105 ქულა, 2. პო - 87, 3. მონ დე მარსანი - 84, 4. დაქსი - 84, 5. ლა როშელი - 81, 6. კარკასონი - 81, 7. ალბი - 72, 8. ოიონაქსი - 69, 9. ბურგუენი - 66, 10. ოში - 65, 11. ექსი - 63, 12. ტარბი - 61, 13. ორიაკი - 60, 14. ნარბონი - 59, 15. ბეზიე - 46, 16. პერიგო - 41.

პლეი ოფი

პო-ლა როშელი, მონ დე მარსანი-დაქსი.

"საფრანგეთის ჩემპიონობისთვის ხუთი იბრძოლებს" (იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ბაჩუკი ჭუმბაძე - ინგლისური გამოცდილებით ნოემბრის ტესტებისთვის

ქართველები ევროტურნირების ფინალში

ბექა საღინაძის ლელოთი ჩელენჯ თასის ფინალში!

PFL-ის ვარსკვლავური ბრძოლა - ნურმაგომედოვმა ჰიუზი მეორედ დაამარცხა

ახალი ეტაპი "იბერიაში" - გუნდს გუგა ნერგაძე უხელმძღვანელებს

ალექსანდრე იაშვილი: დარწმუნებული ვარ, ჩაკვეტაძე ისევ ისეთი ძლიერი დაგვიბრუნდება

"მამარდას" დებიუტი "ჩელსისთან", "ჟორჟი" "რეალის" წინააღმდეგ და ხვიჩა გოლების ასათვლელად

ევროპალიგაზე "მიდტიულანდთან" სენსაციური მარცხი შემდეგ "ნოტინგემის" ფანები პოსტეკოღლუს გათავისუფლებას ითხოვენ

"მინდა გვარდიოლამ ესპანეთის ნაკრები ჩაიბაროს" - დავიდ სილვა

ვსა-მ დუდუ დადიანის თასი ზედიზედ მეორედ მოიგო

20 წლამდელთა ნაკრებს ვიტო კოლელიშვილი ჩაიბარებს

კონფერენს ლიგა: სიგუას ლამაზი სოლო-რეიდი და საგოლე პასი

[VIDEO] კიტეიშვილი გოლით დაბრუნდა - "შტურმმა" "რეინჯერსს" მოუგო

[VIDEO] კიტეიშვილი დაბრუნდა და "რეინჯერსს" გაუტანა

The Athletic: ალისონის ტრავმა ნავარაუდევზე სერიოზული აღმოჩნდა - მამარდაშვილს შანსი და გამოცდა ელის

კვერნაძე ერთმატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯეს

რამუში იამალის მისიასა და პედრის შურისძიებაზე: ამის დამტკიცება მოედანზეა საჭირო

19-წლამდელები ბოსნია და ჰერცეგოვინას დაუპირისპირდებიან - შემადგენლობა

21-წლამდელთა შემადგენლობა ოქტომბრის მატჩებისთვის

კიტეიშვილი და დვალი დაბრუნდნენ - ოქტომბრის მატჩებისთვის საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია

"დე ბრუინი ლეგენდაა, ყოველთვის ვიცი, რომ თუ გავიხსნები, მიპოვის" - ჰოილუნი

"კარგი პერიოდი გქონდა, მაგრამ ახლა ჩემი დროა" - სენდჰეგენმა დვალიშვილს მიმართა

"ისინი უპატივცემულოდ მომექცნენ" - ანტონიმ "მანჩესტერ იუნაიტედი" გააკრიტიკა