"ევრობასკეტმა" ჩამოთვალა ევროლიგის საუკეთესონი, რომელთა შორის ზედიზედ მეორედ ქართველი ცენტრი მოხვდა
ევროლიგის 2011-12 წლების გათამაშება "ოლიმპიაკოსის" გამარჯვებით კვირას დასრულდა. გამოცემა "ევრობასკეტმა" ჩამოთვალა ევროლიგის საუკეთესონი, რომელთა შორის ზედიზედ მეორედ გიორგი შერმადინი მოხვდა.

დასახელდა I, II და III სიმბოლური ნაკრები, რომელთა შემდეგაც "საპატიო რვაეული" შედგა. სწორედ ამ რვას შორის "დაიდო ბინა" ქართველმა ცენტრმა. იგი სახელიანი სპორტსმენების გვერდითაა: დევიდ ანდერსენი (მონტეპასკი, იტალია), ალექსეი შვედი (ცსკა, რუსეთი), ჯეის ქეროლი (რეალი, ესპანეთი), დანილო გალინარი (მილანი, იტალია), ლუკა ზორიჩი (უნიკახა, ესპანეთი), ჯოელ ფრილენდი (უნიკახა, ესპანეთი), ჯოშუა შიპი (გალათასარაი, თურქეთი).

აქვე გაგაცნობთ "ევრობასკეტისეულ" სიმბოლურ ხუთეულს: ვასილის სპანულისი (ოლიმპიაკოსი, საბერძნეთი), დიმიტრის დიამანტიდისი (პანათინაიკოსი, საბერძნეთი), ანდრეი კირილენკო (ცსკა,რუსეთი), ერაზემ ლორბეკი (ბარსელონა, ესპანეთი), ნენად კრსტიჩი (ცსკა, რუსეთი).

ზუსტად ერთი კვირის წინ დავწერეთ, რომ გიორგი შერმადინის ისრაელის "მაქაბიში" გადასვლა თითქმის გადაწყვეტილია.

იტალიელებზე დაყრდნობით ისიც მოგახსენეთ, რომ წინასწარი კონტრაქტიც გაფორმებულია, თუმცა, რადგან სეზონი ჯერ არ დასრულებულა და გიორგის იტალიის ჩემპიონატის პლეი ოფები ელის, ოფიციალურად დეტალები არ ხმაურდება.

14 მაისს კიდევ ერთი სიახლე შევიტყვეთ: ლიტვური გამოცემა "კრეპშინისი" წერს, რომ ორთვიანი მსჯელობის შემდეგ "მაქაბისა" და შერმადინის წარმომადგენლები შეთანხმდნენ, რომ 23 წლის ქართველი ცენტრი ისრაელის გრანდში 2 სეზონს გაატარებს.

დაბოლოს, გიორგის იტალიის ჩემპიონატის რეგულარული ეტაპის მსვლელობისას ფეხის თითის ძვალი გაებზარა, ოპერაციაც გაიკეთა და, როგორც იტალიელი ექიმები ვარაუდობდნენ, რეაბილიტაციის პროცესი პლეი ოფებამდე უნდა დასრულებულიყო. იტალიაში მეოთხედფინალები 17 მაისიდან იწყება. იმედი დავიტოვოთ, რომ შერმადინი დათქმულ დროს ითამაშებს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

საუკეთესო შენგელია და "ბარსელონას" გამარჯვება ევროლიგაზე
17 წლის მათე ხატიაშვილის დებიუტი ესპანეთის უმაღლეს ლიგაში
[VIDEO] მამუკელაშვილის შესანიშნავი მატჩი - "ტორონტო რაპტორსმა" "იუტა ჯაზი" დაამარცხა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა