ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო ჩემპიონატი
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA

წყალტუბოში სტადიონის რეკონსტრუქციას აპირებენ

წყალტუბოში სტადიონის რეკონსტრუქციას აპირებენ

"გაგრას" ყოფილი სელექციონერი ტრისტან მანაგაძე 30 მაისის ადგილობრივ არჩევნებში წყალტუბოს საკრებულოს დეპუტატი გახდა...

"გაგრას" ყოფილი სელექციონერი ტრისტან მანაგაძე 30 მაისის ადგილობრივ არჩევნებში წყალტუბოს საკრებულოს დეპუტატი გახდა. მან იქ თანამოაზრეები მოძებნა და ექვსწლიანი პაუზის შემდეგ, ერთობლივი ძალებით, წყალტუბოს "სამგურალი" აღადგინეს. გუნდის მწვრთნელ-კონსულტანტადაც თავად დაინიშნა.

ქუთაისელი მწვრთნელი წყალტუბოში უცხო კაცი არ არის - "გაგრა" სწორედ ამ პატარა იმერულ ქალაქში წლების წინ მისი ძალისხმევით ჩამოყალიბდა. ეს იყო ლტოლვილების გუნდი, რომელიც რეგიონალლიგაში გამოდიოდა და რამდენიმე ნიჭიერი ბავშვიც წარმოაჩინა, მაგალითად ვახტანგ ფანცხავა, რომელიც ამჟამად უნგრეთის პოპულარულ კლუბ "ვაშაშში" თამაშობს.

ფანცხავას გარდა, მანაგაძის აღმოჩენილია ბაქარ მირცხულავა (ლისაბონის "ბენფიკას" დუბლების ფეხბურთელი); ქუთაისის "ტორპედოდან" "გაგრაში" გადასული, 16 წლის ცოტნე ხარაბაძე, რომელიც წინა სეზონის მეორე წრეში ძირითადის შეუცვლელი წევრი გახდა; იმავე "გაგრაში" აყვანილი თორნიკე და ირაკლი შალიკაშვილები (ახლა "სამტრედიაში" იჯარით თამაშობენ) და ასე შემდეგ.

"წყალტუბოს "სამგურალი" 2004 წელს დაიშალა. გუნდი ყოველთვის კარგ ფეხბურთელებს ზრდიდა და საცოდაობა იყო, ეს ქალაქი უფეხბურთოდ დარჩენილიყო. ხალხს ფეხბურთი უყვარს და არჩევნებამდე, ადგილობრივი თვითმართველობის თავჯდომარეობის ყველა კანდიდატს გუნდის აღდგენას სთხოვდნენ. საკრებულოს თავჯდომარედ მამუკა საღარეიშვილის არჩევის შემდეგ, თხოვნა ზედმეტი აღმოჩნდა - მამუკა ფეხბურთის გულშემატკივარია და "სამგურალის" აღდგენაზე ბევრი არც უფიქრია. პირველი ლიგის საწყის სამ ტურში ორი შეხვედრა მოვიგეთ და წყალტუბოში ფეხბურთის ბუმი დაიწყო: ჯგუფებში ბავშვების რაოდენობამ იმატა და თამაშებს 1000-ზე ნაკლები მაყურებელი ნაკლები არ ესწრება, რაც პატარა ქალაქისთვის კარგი მაჩვენებელია. დასავლეთ საქართველოში ბევრი ნიჭიერი ბავშვია და გუნდის აღდგენა მათ თავის გამოჩენის მეტ შანსს აძლევს. "გაგრასთან" რამდენიმე წელი ვთანამშრომლობდი, მაგრამ "სამგურალის" დახმარება ვამჯობინე. წლების განმავლობაში ვეძებდი და ვპოულობდი ტალანტებს, ვცდილობდი "გაგრაში" დამეწინაურებინა. თუმცა შენ გემოზე გაკეთებული საქმე უფრო ეფექტურია. ფეხბურთისადმი ბევრისგან განსხვავებული დამოკიდებულება გამაჩნია. ამა თუ იმ ბავშვზე მსმენია, ნიჭიერი, მაგრამ პრეტენზიული და ფეხბურთს ვერ ითამაშებსო. ბევრს არ ესმის, რომ თითქმის ყველა ნიჭიერი რთული ხასიათისაა და ამიტომაც სჭირდებათ გაფრთხილება და არა ხელის კვრა. მე "ხუთოსანი" ტალანტი თითქმის არ მახსენდება, მაგრამ ავუკრძალოთ თამაში? აბა, ვინ გავა მოედანზე და ვინ ითამაშებს იმ ფეხბურთს, მხოლოდ მათ შეუძლიათ? "სამგურალი" წელს დიდი მიზნებს არც ისახავს, შვიდეულში მოხვედრა კი არ უნდა გაგვიჭირდეს. თუმცა, ჩვენი უპირველესი მოვალეობა ნიჭიერი ბავშვების დაწინაურება და გაზრდაა. თუკი 2-3 პერსპექტიული ფეხბურთელი მოვძებნეთ, ეს ჩვენი ყველაზე დიდი წარმატება იქნება - ნაკრებს ფეხბურთელი სჭირდება და არა ჩვენი ადგილები. "სამგურალის" აღდგენის შემდეგ, წყალტუბოს სტადიონის რეკონსტრუქცია გადაწყდა და სამუშაოები 2011 წლის თებერვლიდან დაიწყება. ადრე ტრიბუნები 12 ათას მაყურებელს იტევდა, ახლა ინდივიდუალური სკამები დამონტაჟდება და სტადიონი 7 ათას ადამიანზე იქნება გათვლილი. სტადიონის ტერიტორიაზე კი ხელოვნურსაფარიანი სავარჯიშო მოედანი გაკეთდება", - გვითხრა მანაგაძემ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

გვარდიოლა და კლოპი გამორიცხულია - საქართველოს ნაკრებთან უკრაინას ისევ რებროვი უხელმძღვანელებს?

"მოდით და წაიღეთ - გაგიჟდნენ!" - სენეგალელმა მცველმა აღშფოთება გამოხატა

[VIDEO] ვინ ვის ურტყამდა რთულად გასარჩევი იყო - გუნდი-გუნდზე ჩხუბი ბრაზილიის ჩემპიონატში

[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა

პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს

[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა

პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა

ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა

ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს

18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან

გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"

ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო

როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?

[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო

ბასილაშვილი მონტე კარლოს საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალში იასპარეზებს!

დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა

სამი კანდიდატი, საიდანაც ერთ-ერთი ფავორიტია - ვინ შეცვლის გატუზოს იტალიის ნაკრებში

მთავარი კანდიდატია - "აიაქსი" მომავალი სეზონიდან შესაძლოა, მიჩელმა გაწვრთნას

ბასილაშვილი მონაკოშია და ძალიან პრესტიჟული მასტერსის ძირითად ბადეში გადასვლელად იბრძოლებს

მხოლოდ მთავარი მწვრთნელობა სურს - ნესტამ დე ძერბის ასისტენტობა არ ისურვა

[VIDEO] არის თუ არა ესთერ ექსპოზიტო მისი შეყვარებული - მბაპეს საინტერესო რეაქცია ამ კითხვის დასმისას

ტრანსფერთან ახლოს უფრო მეტი სათამაშო დროით - რამუში სავარაუდოდ, პსჟ-ის დატოვებს

ლიოვი მსოფლიო ჩემპიონატზე ერთ-ერთ ნაკრებს გაწვრთნის - მოულოდნელი დაბრუნება მუნდიალამდე 2 თვით ადრე