უკრაინის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა უკრაინის ფეხბურთის ფედერაციასთან თანამშრომლობა 2014 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის დასრულებამდე გააგრძელა
უკრაინის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ოლეგ ბლოხინმა უკრაინის ფეხბურთის ფედერაციასთან თანამშრომლობა 2014 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის დასრულებამდე გააგრძელა.

ის, რომ მხარეები ხელშეკრულების გახანგრძლივებას აპირებდნენ, ჯერ კიდევ თებერვლიდან იყო ცნობილი, მაგრამ საბოლოო შეთანხმებამდე მისვლა და ხელმოწერა ჩვენთვის უცნობი მიზეზების გამო სამი თვით გაიწელა.

ინფორმაცია ფედერაციის შტაბბინაში გამართულ პრესკონფერენციაზე თავად სპეციალისტმა დაადასტურა. მისი აზრით, ყველაზე რთული უკრაინის ნაკრებისთვის ის არის, რომ ორმა წამყვანმა მეკარემ ალექსანდრ შოვკოვსკიმ და ანდრეი დიკანმა ტრავმები მიიღეს. ბლოხინი საბოლოო შემადგენლობას მხოლოდ 29 მაისს დაასახელებს.

"2006 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის წინ სიტუაცია კიდევ უფრო რთული იყო. მაშინ ისეთ ფეხბურთელებზე დაყრდნობა მიწევდა, რომელთაც სათამაშო პრაქტიკა საერთოდ არ ჰქონდათ.

უნდა ვაღიარო, რომ ახლაც რთულ მდგომარეობაში ვარ, რადგან მეკარეებთან დაკავშირებით მსგავსი რამის წარმოდგენა შეუძლებელი იყო. საბოლოო განაცხადის გაკეთება და 26 ფეხბურთელიდან სამის სახლში გაშვება ძალიან რთული მომენტი იქნება.

ყველას, მათ შორის, თქვენც, ჟურნალისტებს, თქვენი მოსაზრება გაქვთ, მაგრამ რაკი პასუხისმგებლობა მთლიანად მე მეკისრება, გადაწყვეტილებას მე მივიღებ," - თქვა ბლოხინმა.

ფედერაციის პრეზიდენტმა გრიგორი სურკისმა კი დასძინა, რომ მისმა ორგანიზაციამ უკვე დაადგინა ფეხბურთელებისთვის კუთვნილი პრემიალური თანხების ოდენობა, მაგრამ რაკი ფეხბურთელებთან ამ თემაზე ჯერ არ ულაპარაკია, დაკონკრეტებისგან თავი შეიკავა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

გვარდიოლა და კლოპი გამორიცხულია - საქართველოს ნაკრებთან უკრაინას ისევ რებროვი უხელმძღვანელებს?
"მოდით და წაიღეთ - გაგიჟდნენ!" - სენეგალელმა მცველმა აღშფოთება გამოხატა
[VIDEO] ვინ ვის ურტყამდა რთულად გასარჩევი იყო - გუნდი-გუნდზე ჩხუბი ბრაზილიის ჩემპიონატში
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა